პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო "ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და "ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს" - "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები
"ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო "ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და "ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს" - "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები

"ის­ფე­დის“ გა­მო­ქო­მა­გე­ბით, სა­ელ­ჩო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა, რომ რე­ვო­ლუ­ცია უნდა მოხ­დეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მე­ო­რე ფრონ­ტის გა­სახ­სნე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა დაბ­რუნ­დეს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას მშვი­დად უნდა შე­ე­გუ­ონ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის ძა­ლის" ლი­დე­რე­ბი - სო­ზარ სუ­ბა­რი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას.

  • მათი შე­ფა­სე­ბით, "ის­ფე­დი“, რამ­დე­ნი­მე ენ­ჯე­ოს­თან ერ­თად, პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი.

"უპა­სუ­ხოდ ვერ დავ­ტო­ვებთ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ფედ­თან“, იგი­ვე "სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო სა­მუ­შაო ჯგუფ­ში დაშ­ვე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

სა­ელ­ჩომ "ის­ფედს“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია უწო­და და სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მისი არ­დაშ­ვე­ბის გამო პრო­ცე­სის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ის "ის­ფე­დია“, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე ორ­ჯერ მო­ექ­ცა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ავან­გარ­დში.

პირ­ვე­ლად ეს მოხ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს, 1 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც "ის­ფედ­მა“ ცეს­კოს შე­დე­გებს აც­დე­ნი­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის შე­დე­გე­ბი (ე.წ. "პი­ვი­ტი“) გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან აცხა­დებ­დნენ, რომ "პი­ვი­ტი“ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო, რა­საც მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კით ამ­ტკი­ცებ­დნენ. თუმ­ცა, "ის­ფედს“ აღი­ა­რე­ბის­თვის თვე­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და. 11 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ უტყუ­არ არ­გუ­მენ­ტებს ვე­ღარ­სად გა­ექ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ცდო­მი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ეღი­ა­რე­ბი­ნა. ამას­თან, "ის­ფე­დის“ მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ისიც აღი­ა­რა, რომ ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ელ­ჩოს სულ მცი­რე ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ჰქონ­და, რო­დე­საც მისი მო­დე­რა­ცი­ით ხე­ლოვ­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად პარ­ტი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წა­რი­მარ­თე­ბო­და.

პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის შე­დე­გებ­თან ერ­თად, "ის­ფედ­მა“ გა­ა­ყალ­ბა კი­დევ ერთი მო­ნა­ცე­მი 8-პრო­ცენ­ტი­ა­ნი უარ­ყო­ფი­თი დის­ბა­ლან­სის შე­სა­ხებ, რაც არ­ჩევ­ნე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო­ბის­თვის მო­გო­ნი­ლი მო­რი­გი ფე­ი­კი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პი­ვი­ტის­გან“ გან­სხვა­ვე­ბით, ამ მო­ნა­ცე­მის სი­ყალ­ბე "ის­ფედს“ დღემ­დე არ უღი­ა­რე­ბია, მა­შინ, რო­დე­საც უარ­ყო­ფი­თი დის­ბა­ლან­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, 1 პრო­ცენ­ტსაც კი არ შე­ად­გენ­და.

სწო­რედ "პი­ვი­ტის“ გა­ყალ­ბე­ბა იქცა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის მთა­ვარ სა­ბა­ბად არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად და პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტა­ჟის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რა­საც, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან“ და "სა­ი­ას­თან“ ერ­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი პირ­ვე­ლად სწო­რედ "ის­ფედ­მა“ უწო­და.

რო­დე­საც ასე­თი მას­შტა­ბის გა­ყალ­ბე­ბის ავ­ტორ ენ­ჯე­ოს ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სან­დო სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწო­დებს, ცხა­დია, რა­შიც არის საქ­მე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეჭ­ვიც არ გვე­პა­რე­ბა, რომ სა­ელ­ჩო "ის­ფედს“ სრუ­ლად ენ­დო­ბა. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, მან ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "პი­ვი­ტის“ გა­ყალ­ბე­ბაც კი ანდო.

სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ "ის­ფედს“ პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბა აპა­ტია და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მთელ რიგ სა­მუ­შაო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თო. ამის მო­ტი­ვი ჩვენ­თვის მა­შინ­ვე ცნო­ბი­ლი იყო და პარ­ტი­ის მიდ­გო­მას ამი­ტომ და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი. ცხა­დი იყო, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი "პი­ვი­ტის“ გამო პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტში არა ერთ-ერთ ენ­ჯე­ოს­თან, არა­მედ სა­ელ­ჩოს­თან შე­ვი­დო­და, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გამო მო­ე­რი­და. თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­მოჩ­ნდა, რომ სი­მარ­თლის ხარ­ჯზე კომ­პრო­მი­სი არა­სო­დეს არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ის გამო სა­ელ­ჩოს მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა, დღეს ის "ის­ფედს“ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სან­დო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწო­დებს.

პრინ­ციპ­ში, სა­ელ­ჩოს სხვა არ­ჩე­ვა­ნი არც აქვს, რად­გან "ის­ფე­დი“, რამ­დე­ნი­მე ენ­ჯე­ოს­თან ერ­თად, პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა სა­ელ­ჩოს პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლიც - მერე რა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას აწყობ­და. "ის­ფე­დის“ გა­მო­ქო­მა­გე­ბით, სა­ელ­ჩო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა, რომ რე­ვო­ლუ­ცია უნდა მოხ­დეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მე­ო­რე ფრონ­ტის გა­სახ­სნე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა დაბ­რუნ­დეს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას მშვი­დად უნდა შე­ე­გუ­ონ. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მობს და "ის­ფედს“ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩარ­თავს, ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი კა­პი­ტუ­ლა­ცია სა­ელ­ჩოს და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­შე და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს ასე არ მოხ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2 თვის წინ "ის­ფე­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი იდგა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აღ­მარ­თულ სცე­ნა­ზე, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა­სა და ენ­ჯე­ო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას ითხოვ­და და ქვე­ყა­ნას წა­ლეკ­ვით ემუქ­რე­ბო­და.

რო­დე­საც ამის შემ­დეგ სა­ელ­ჩო "ის­ფედს“ ესარ­ჩლე­ბა, აშ­კა­რაა, რომ სცე­ნა­ზე იმ დღეს არა "ის­ფე­დი“, არა­მედ სა­ელ­ჩო იდგა და შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნებ­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ელ­ჩო აჟ­ღე­რებ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს, რომ ჩვენ ამე­რი­კის ელჩს მო­ვუ­წო­დეთ, გა­მი­ჯვნო­და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ენ­ჯე­ო­ე­ბის რა­დი­კა­ლურ პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნას მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მან არ გა­ა­კე­თა. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - ამ მო­თხოვ­ნის ავ­ტო­რი რე­ა­ლუ­რად სა­ელ­ჩოა, რო­მე­ლიც მის და­ყე­ნე­ბას, ცხა­დია, მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს.

რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს სა­ელ­ჩოს ის­ტე­რი­უ­ლი მცდე­ლო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არი­ოს სი­ტუ­ა­ცია და ხე­ლოვ­ნუ­რად მის­ცეს ბიძ­გი რე­ვო­ლუ­ცი­ურ პრო­ცე­სებს? ამას მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს - სა­ქარ­თვე­ლომ არ შე­ას­რუ­ლა მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის მი­სია, რო­მე­ლიც მას სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ გა­მო­უ­წე­რეს და რო­მე­ლიც დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. სა­ელ­ჩომ კარ­გად იცის, რომ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­სო­დეს მო­ა­წერს ხელს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეა წამ­სვლე­ლი. სხვა ახ­სნა ვერ ექ­ნე­ბა სა­ელ­ჩოს ის­ტე­რი­ულ სურ­ვილს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყოვ­ლად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბით“ ჩა­ა­ნაც­ვლოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და "ენ­დი­ა­ის“ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ლორა თორნ­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბიც, სა­დაც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­ზე ამ­ბობს, თუ და­სავ­ლე­თი უნ­დათ, მა­შინ და­სავ­ლეთს რა­ტომ აკ­რი­ტი­კე­ბე­ნო. ქალ­ბა­ტონ ლო­რას უნდა ეს­მო­დეს, რომ ჩვენ და­სავ­ლე­თი მოგ­ვწონს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც, მათ შო­რის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც მო­ი­ცავს. რო­დე­საც შენს ქვე­ყა­ნას უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვი­ან და შენ ამა­ზე ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბაც არა გაქვს, ამას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან. ჩვენ­თვის დოგ­მა არის არა და­სავ­ლე­თი, არა­მედ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და.

რო­დე­საც სა­ელ­ჩოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და იმ ყვე­ლაფ­რის გა­მე­ო­რე­ბა უნდა, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­ტა­ნა - მარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ომი, მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დია, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა - ასე­თი "და­სავ­ლე­თი“ ჩვენ­თვის უცხოა. ჩვენ არ გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთხელ თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ან­ტი­და­სავ­ლურ რე­ჟიმს და­ამ­ყა­რებს და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას მო­ნა­სა­ვით უსი­ტყვოდ შე­ას­რუ­ლებს.

გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ზე ბევ­რი რამ და­ი­წე­რა. შვე­ი­ცა­რია ის­ტო­რი­უ­ლად ევ­რო­პა­შიც კი მო­წი­ნა­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, დღეს რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? თუ ის ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლია, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ - რე­კე­ტი, არა­სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, რაც სა­ელ­ჩოს ფა­ვო­რი­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ხელ­წე­რა იყო - გა­მო­დის, რომ მარ­თვის ეს მო­დე­ლი დღეს შვე­ი­ცა­რი­ა­შიც აქ­ტი­უ­რად და­უმ­კვიდ­რე­ბი­ათ. ჩვენ გვინ­და ისე­თი ევ­რო­პა, რო­მელ­საც ძვე­ლი შვე­ი­ცა­რია გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. ისე­თი ევ­რო­პა კი, სა­დაც ბან­კი, სა­სა­მარ­თლო და მე­დია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ტო­ტა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ქვეშ მოქ­მე­დე­ბენ, ჩვენ ნამ­დვი­ლად არ გვინ­და.

ჯან­სა­ღი ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ქარ­თვე­ლებს არა­ვის­გან გვეს­წავ­ლე­ბა. ამას გვას­წავ­ლიდ­ნენ ვაჟა-ფშა­ვე­ლა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში. თუმ­ცა, ვაჟა და ილია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც კარ­გად გვას­წავ­ლიდ­ნენ და გვარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ არა­ფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენ­ვე არ გე­კუთ­ვნის.

ჩვენ არ გვინ­და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ლი­ბე­რა­ლიზ­მის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით, რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ჩვენ არ გვინ­და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვი­სი და­ვა­ლე­ბით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას დამ­ღუპ­ველ ომში შე­იყ­ვანს.

წნე­ხი ძლი­ე­რია, თუმ­ცა, გვჯე­რა, რომ სი­მარ­თლით აღ­ჭურ­ვი­ლი ხალ­ხის ძა­ლას ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლია”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით, "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის პარ­ლა­მენ­ტის სა­მუ­შაო ჯგუფ­ში არ­დაშ­ვე­ბა პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურო
1

ძაან გასუქდა ზოგიერთი არასამთავრობო; მათ მიმართ ისეთი კანონია მისაღები, როგორც აშშ-ში (უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებზე)

ოცნებას
4

შეამოწმეთ ეს უპატრონოები ქვეყნას დაღუპავენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო "ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და "ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს" - "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები

"ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო "ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და "ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში დაბრუნდეს" - "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები

"ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო "ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და "ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ, - ასე ეხმაურებიან "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" ლიდერები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

  • მათი შეფასებით, "ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

"უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ამერიკის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ისფედთან“, იგივე "სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

საელჩომ "ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის "ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში.

პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, როდესაც "ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. "პივიტი“) გამოაქვეყნა. "ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ "პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, "ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც "ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, "ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა.

პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, "ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ "პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე "ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა.

სწორედ "პივიტის“ გაყალბება იქცა რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარ საბაბად არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად და პარლამენტის საბოტაჟის განსახორციელებლად, რასაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ და "საიასთან“ ერთად, პოლიტიკური კრიზისი პირველად სწორედ "ისფედმა“ უწოდა.

როდესაც ასეთი მასშტაბის გაყალბების ავტორ ენჯეოს ამერიკის საელჩო ერთ-ერთ ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს, ცხადია, რაშიც არის საქმე. ბუნებრივია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ საელჩო "ისფედს“ სრულად ენდობა. ბოლოსდაბოლოს, მან ამ ორგანიზაციას "პივიტის“ გაყალბებაც კი ანდო.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ“ "ისფედს“ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება აპატია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სამუშაო პროცესებში ჩართო. ამის მოტივი ჩვენთვის მაშინვე ცნობილი იყო და პარტიის მიდგომას ამიტომ დავუჭირეთ მხარი. ცხადი იყო, რომ გაყალბებული "პივიტის“ გამო პასუხის მოთხოვნით ხელისუფლება კონფლიქტში არა ერთ-ერთ ენჯეოსთან, არამედ საელჩოსთან შევიდოდა, რასაც "ქართული ოცნება“ გასაგებ მიზეზთა გამო მოერიდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოჩნდა, რომ სიმართლის ხარჯზე კომპრომისი არასოდეს არის გამართლებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პოზიციის გამო საელჩოს მადლიერება გამოეხატა, დღეს ის "ისფედს“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდებს.

პრინციპში, საელჩოს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან "ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. სწორედ ამას უკავშირდება საელჩოს პირდაპირი გზავნილიც - მერე რა, რომ რევოლუციას აწყობდა. "ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო "ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და "ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამას მშვიდად უნდა შეეგუონ. თუ ხელისუფლება დათმობს და "ისფედს“ სამუშაო პროცესში ჩართავს, ეს იქნება პირდაპირი კაპიტულაცია საელჩოს და "ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ "ისფედის“ ხელმძღვანელი იდგა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მთავრობის გადადგომასა და ენჯეოების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდა და ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.

როდესაც ამის შემდეგ საელჩო "ისფედს“ ესარჩლება, აშკარაა, რომ სცენაზე იმ დღეს არა "ისფედი“, არამედ საელჩო იდგა და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც სინამდვილეში საელჩო აჟღერებდა.

საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ ამერიკის ელჩს მოვუწოდეთ, გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციისა და შესაბამისი ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. მიზეზი მარტივია - ამ მოთხოვნის ავტორი რეალურად საელჩოა, რომელიც მის დაყენებას, ცხადია, მომავალშიც გეგმავს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საელჩოს ისტერიული მცდელობა, ქვეყანაში არიოს სიტუაცია და ხელოვნურად მისცეს ბიძგი რევოლუციურ პროცესებს? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საქართველომ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნის მისია, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ გამოუწერეს და რომელიც დღესაც აქტუალურია. საელჩომ კარგად იცის, რომ ქვეყნის განადგურებას მოქმედი ხელისუფლება არასოდეს მოაწერს ხელს, "ნაციონალური მოძრაობა“ კი ნებისმიერი დავალების შესრულებაზეა წამსვლელი. სხვა ახსნა ვერ ექნება საელჩოს ისტერიულ სურვილს, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ ყოვლად დეგრადირებული "ნაციონალური მოძრაობით“ ჩაანაცვლოს.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა "ენდიაის“ საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებებიც, სადაც ის ხელისუფლების ლიდერებზე ამბობს, თუ დასავლეთი უნდათ, მაშინ დასავლეთს რატომ აკრიტიკებენო. ქალბატონ ლორას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დასავლეთი მოგვწონს ფასეულობების გამო, რომლებიც, მათ შორის, სამართლიანობასა და გამოხატვის თავისუფლებასაც მოიცავს. როდესაც შენს ქვეყანას უსამართლოდ ექცევიან და შენ ამაზე ხმის ამოღების უფლებაც არა გაქვს, ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ფასეულობებთან. ჩვენთვის დოგმა არის არა დასავლეთი, არამედ ის ღირებულებები, რომლებსაც დასავლური სამყარო ტრადიციულად განასახიერებდა.

როდესაც საელჩოს "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ყველაფრის გამეორება უნდა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა - მართული ხელისუფლება, ომი, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და მრავალი სხვა - ასეთი "დასავლეთი“ ჩვენთვის უცხოა. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში კიდევ ერთხელ თავისი შინაარსით ანტიდასავლურ რეჟიმს დაამყარებს და ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას მონასავით უსიტყვოდ შეასრულებს.

გასული თვეების განმავლობაში შვეიცარიაზე ბევრი რამ დაიწერა. შვეიცარია ისტორიულად ევროპაშიც კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა, დღეს რა ხდება ამ ქვეყანაში? თუ ის ყველაფერი მართალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ექსპერტები საუბრობენ - რეკეტი, არასამართლიანი სასამართლო და არათავისუფალი მედია, რაც საელჩოს ფავორიტი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო - გამოდის, რომ მართვის ეს მოდელი დღეს შვეიცარიაშიც აქტიურად დაუმკვიდრებიათ. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელსაც ძველი შვეიცარია განასახიერებდა. ისეთი ევროპა კი, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა.

ჯანსაღი ლიბერალური ფასეულობები და ადამიანის უფლებები ქართველებს არავისგან გვესწავლება. ამას გვასწავლიდნენ ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. თუმცა, ვაჟა და ილია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებასაც კარგად გვასწავლიდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ არაფერს აქვს ფასი, თუ შენი თავი შენვე არ გეკუთვნის.

ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ლიბერალიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, რადიკალიზმისა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობენ. ჩვენ არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება სხვისი დავალებით საკუთარ ქვეყანას დამღუპველ ომში შეიყვანს.

წნეხი ძლიერია, თუმცა, გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.