პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს" - რას ცდილობს "ოცნება" ე.წ. წასული დეპუტატების წამოწყებული ანტიდასავლური კამპანიით?
"სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს" - რას ცდილობს "ოცნება" ე.წ. წასული დეპუტატების წამოწყებული ანტიდასავლური კამპანიით?

"ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას, სა­დაც მათ უნდა გა­და­წყვი­ტონ, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის - ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვა, თუ მათი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მიზ­ნე­ბი და დე­მოკ­რა­ტია. ორი­ვეს გა­კე­თე­ბა, არ მგო­ნია, შე­ეძ­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის" ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა და გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დის, "დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის ალი­ან­სის", ხელ­მძღვა­ნელ­მა ლორა თორნ­ტონ­მა "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას... ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ჯი­პას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

- არა მხო­ლოდ უცხო­ე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც გვრჩე­ბა გან­ცდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს არა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი; ის ამას უყუ­რებს, რო­გორც კორ­პო­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა თუ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას. ეს არ წა­ა­გავს მარ­თვას სა­ხელ­მწი­ფო­სას, რო­მელ­საც აქვს ხან­გრძლი­ვი ინ­ტე­რე­სი, სტრა­ტე­გია. ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია არის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის გზა. ეს სტრა­ტე­გია სა­ქარ­თვე­ლომ, 30 წე­ლი­წა­დია, აირ­ჩია და ახლა ისე ჩანს, თით­ქოს ამის შეც­ვლას ცდი­ლო­ბენ, რათა ერთი ადა­მი­ა­ნის თუ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. ეს არის ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, ვი­ცო­დეთ, რა ნა­ბი­ჯებს დგამს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მათ მოქ­მე­დე­ბა­ში ჩანს მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, რო­გორ­მე და­იც­ვან სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, უმ­თავ­რე­სად კი - რო­გორ­მე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა... ეს ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია და არ ჰგავს სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვას...

- ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­თან მი­იყ­ვანს...

- მთლად ასე ვერ ვი­ტყო­დი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ გზით ჩვენ მივ­დი­ვართ მო­კავ­ში­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის საფრ­თხემ­დე... ამ ძა­ლი­ან სა­შიშ რე­გი­ონ­ში ჩვენ, შე­საძ­ლოა, დავ­რჩეთ მარ­ტო და აღ­მოვ­ჩნდეთ მსხვერ­პლის როლ­ში. თუ რო­მე­ლი­მე მტა­ცე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი და მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა მო­უნ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­იძ­ლე­ბა აღარ შერ­ჩეს მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ამ დროს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს...

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი ე.წ. ოთხე­უ­ლი არ ჩერ­დე­ბა. გა­სულ კვი­რას კი­დევ ერთი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც კვლა­ვაც აშშ-ის ელჩს და­ესხნენ თავს... ისი­ნი უკვე არა­სამ­თვა­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც გა­დას­წვდნენ. მათი შე­ფა­სე­ბით, "ის­ფე­დი“, რამ­დე­ნი­მე ენ­ჯე­ოს­თან ერ­თად, პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ში, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი...

- ჩემი აზ­რით, ჩვენს ყურს აჩ­ვე­ვენ ამ ყვე­ლა­ფერს... აქამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ტაბუ ედო და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კას, მით უფრო - უსა­ფუძ­ვლოს, დღეს კი ამ­გვა­რი ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ ამას შეგ­ვაჩ­ვი­ონ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ამას "ალტ ინფო" კი არ ამ­ბობს, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვი­თომ ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი! ისი­ნი მკვეთ­რად ან­ტი­ა­მე­რი­კულ კამ­პა­ნი­ას ეწე­ვი­ან, რაც, უპირ­ვე­ლე­სად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, რად­გან აშშ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტია. ჩვენ ვხე­დავთ პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბულ თავ­დას­ხმას აშშ-ის ელჩზე...

მე არ ვამ­ბობ, რომ თუ სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, და­სავ­ლე­თი არ უნდა გა­ვაკ­რი­ტი­კოთ, მაგ­რამ ჩვენ ხომ კარ­გად ვხე­დავთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ, ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს აყე­ნე­ბენ! ასე და­ი­წყო რუ­სეთ­შიც 2001-2003 წლებ­ში. სწო­რედ ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი ხდე­ბო­და და­სავ­ლეთ­ზე, რა­საც ჯერ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე თავ­დას­ხმა მოჰ­ყვა, შემ­დეგ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქვეყ­ნი­დან გაყ­რა და ა.შ. ეს ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი იყო და დღეს რაც ხდე­ბა რუ­სეთ­ში, ვხე­დავთ... იგი­ვე წა­მო­ი­წყეს აქაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ამა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვერ რე­ა­გი­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვი­ცხა­დებს, რომ ისი­ნი არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან, რად­გან ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი მათ­გან წა­ვიდ­ნენ, ამა­სო­ბა­ში კი გვაჩ­ვე­ვენ, რომ თურ­მე შე­საძ­ლე­ბე­ლია შენი მო­კავ­ში­რე სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ ლან­ძღო. ეს სა­ში­ში მოვ­ლე­ნაა. ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უნდა რე­ა­გი­რებ­დნენ, რად­გან ამ ოთხე­უ­ლის რი­ტო­რი­კა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს უქ­მნის საფრ­თხეს. ასე შე­ეჩ­ვივ­ნენ თა­ვის დრო­ზე გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ცის­ტურ რი­ტო­რი­კას და სა­ბო­ლოდ ეს რი­ტო­რი­კა მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გახ­და. ამი­ტომ არის სა­ხი­ფა­თო ასე­თი პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმე­ბი... ეს არის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თო­დი, რაც სა­ში­შია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, თო­რემ ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნანს ამით არა­ფე­რი და­უ­შავ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
3

მართალია სახელმწიფო ინსტიტუტები დაინტერესდნენ უნდა და მოკიტხონ იმ ხალხს და ელჩებსაც რაც მოსაკიტხია

 

ჰმმმმმმმმ...
12

თქვენ ამ ჯიპას თუ ჭიპროს "უჭკვიანესი პროფესორ-ექსპერტის" გარდა სხვა არავინა გყავთ ინტერვიუ რომ აიღოთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს" - რას ცდილობს "ოცნება" ე.წ. წასული დეპუტატების წამოწყებული ანტიდასავლური კამპანიით?

"სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს" - რას ცდილობს "ოცნება" ე.წ. წასული დეპუტატების წამოწყებული ანტიდასავლური კამპანიით?

"ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის - ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება, არ მგონია, შეეძლოთ", - განაცხადა საქართველოში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის", ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას... ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე:

- არა მხოლოდ უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეებსაც გვრჩება განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციას განიხილავს არა როგორც სახელმწიფოს მმართველი; ის ამას უყურებს, როგორც კორპორაციის ხელმძღვანელობას ან კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენლობას. ეს არ წააგავს მართვას სახელმწიფოსას, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ინტერესი, სტრატეგია. ჩვენი დასავლური ორიენტაცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების გზა. ეს სტრატეგია საქართველომ, 30 წელიწადია, აირჩია და ახლა ისე ჩანს, თითქოს ამის შეცვლას ცდილობენ, რათა ერთი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის ვიწრო ინტერესები დააკმაყოფილონ. ეს არის ძალიან საზიანო საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ, რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება. ჯერჯერობით მათ მოქმედებაში ჩანს მხოლოდ სურვილი, როგორმე დაიცვან საკუთარი ინტერესები, უმთავრესად კი - როგორმე შეინარჩუნონ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება... ეს ვითარება ძალიან საშიშია და არ ჰგავს სახელმწიფოს მართვას...

- ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას რუსეთთან მიიყვანს...

- მთლად ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გზით ჩვენ მივდივართ მოკავშირის გარეშე დარჩენის საფრთხემდე... ამ ძალიან საშიშ რეგიონში ჩვენ, შესაძლოა, დავრჩეთ მარტო და აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში. თუ რომელიმე მტაცებელ სახელმწიფოს საქართველოს მიმართ აგრესიული და მკაცრი პოლიტიკის გატარება მოუნდება, საქართველოს შეიძლება აღარ შერჩეს მეგობარი, რომელსაც ამ დროს დახმარებისთვის მიმართავს...

- "ქართული ოცნებიდან" წასული ე.წ. ოთხეული არ ჩერდება. გასულ კვირას კიდევ ერთი ანტიდასავლური წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც კვლავაც აშშ-ის ელჩს დაესხნენ თავს... ისინი უკვე არასამთვარობო ორგანიზაციებსაც გადასწვდნენ. მათი შეფასებით, "ისფედი“, რამდენიმე ენჯეოსთან ერთად, პირდაპირ არის ჩართული რევოლუციურ სცენარში, რომლის განხორციელება ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული...

- ჩემი აზრით, ჩვენს ყურს აჩვევენ ამ ყველაფერს... აქამდე საქართველოში გარკვეულწილად ტაბუ ედო დასავლეთის კრიტიკას, მით უფრო - უსაფუძვლოს, დღეს კი ამგვარი ჯგუფები ცდილობენ ამას შეგვაჩვიონ. წარმოგიდგენიათ? ამას "ალტ ინფო" კი არ ამბობს, არამედ "ქართული ოცნების" ვითომ ყოფილი დეპუტატები! ისინი მკვეთრად ანტიამერიკულ კამპანიას ეწევიან, რაც, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან აშშ ჩვენი დამოუკიდებლობისა და განვითარების მთავარი გარანტია. ჩვენ ვხედავთ პერსონიფიცირებულ თავდასხმას აშშ-ის ელჩზე...

მე არ ვამბობ, რომ თუ საფუძველი არსებობს, დასავლეთი არ უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თითიდან გამოწოვილ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებენ! ასე დაიწყო რუსეთშიც 2001-2003 წლებში. სწორედ ასეთი თავდასხმები ხდებოდა დასავლეთზე, რასაც ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა მოჰყვა, შემდეგ - ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების ქვეყნიდან გაყრა და ა.შ. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო და დღეს რაც ხდება რუსეთში, ვხედავთ... იგივე წამოიწყეს აქაც, საზოგადოება კი ამაზე სათანადოდ ვერ რეაგირებს. ხელისუფლება გვიცხადებს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან ეს დეპუტატები მათგან წავიდნენ, ამასობაში კი გვაჩვევენ, რომ თურმე შესაძლებელია შენი მოკავშირე სრულიად უსაფუძვლოდ ლანძღო. ეს საშიში მოვლენაა. ამაზე სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა რეაგირებდნენ, რადგან ამ ოთხეულის რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ასე შეეჩვივნენ თავის დროზე გერმანიაში ნაცისტურ რიტორიკას და საბოლოდ ეს რიტორიკა მათთვის ბუნებრივი გახდა. ამიტომ არის სახიფათო ასეთი პერსონიფიცირებული, აგრესიული თავდასხმები... ეს არის გასული საუკუნის 30-იანი წლების ტოტალიტარული სახელმწიფოების მეთოდი, რაც საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის, თორემ ქალბატონ კელი დეგნანს ამით არაფერი დაუშავდება. წაიკითხეთ სრულად