საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები" - მარია ზახაროვა მიწიერი და ზეციური სასამართლოთი იმუქრება: რას წერს კრემლის რუპორი დარია დუგინას მკვლელობაზე?
"ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები" - მარია ზახაროვა მიწიერი და ზეციური სასამართლოთი იმუქრება: რას წერს კრემლის რუპორი დარია დუგინას მკვლელობაზე?

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა "ტე­ლეგ­რა­მარხზე" პოსტსაქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის რე­აქ­ცი­ით, რო­მე­ლიც არაფ­რად აგ­დებს ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის შვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბას. მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და თუ ფაქ­ტე­ბით და­დას­ტურ­და მას­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი კვა­ლი, ეს უნდა შე­ფას­დეს, რო­გორც "კი­ე­ვის რე­ჟი­მის მიერ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რიზ­მი".

"ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს", - წერს ზა­ხა­რო­ვა და იქვე მი­მარ­თავს დუ­გინს:

"ალექ­სან­დრ გე­ლე­ვიჩ, თქვე­ნი ტრა­გე­დია მი­ლი­ო­ნე­ბის ტკი­ვი­ლად იქცა. მერ­წმუ­ნეთ, ხალ­ხი მთელ მსოფ­ლი­ო­ში თქვენს ტრა­გე­დი­ას გა­ნიც­დის, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ქირ­ქი­ლე­ბენ მხო­ლოდ არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი", - წერს მა­რია ზა­ხა­რო­ვა და ასე­ვე იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ შე­ი­ტყო და­რია დუ­გი­ნას აფეთ­ქე­ბის ამ­ბა­ვი:

"ღა­მის ორ სა­ათ­ზე გა­მეღ­ვი­ძა. მე­ქა­ნი­კუ­რად ტე­ლე­ფო­ნი შე­ვა­მოწ­მე. წა­ვი­კი­თხე ეს ამ­ბე­ბი. ვნა­ხე კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი უყუ­რებ­და აა­ლე­ბულ მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი იჯდა. სხვა­დას­ხვა ტრა­გე­დია მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ამან მთა­ვა­რი გა­მახ­სე­ნა: "მა­მაო, მი­უ­ტე­ვე მათ, რა­მე­თუ არა იცი­ან რას სჩა­დი­ან“ (ლუკა 23:34). მინ­და, ვი­კი­თხო: "რო­გორ არ იცი­ან?". მაგ­რამ უფა­ლი გა­არ­კვევს“.

ზა­ხა­რო­ვა მი­წი­ერ­თან ერ­თად ზე­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო­თიც იმუქ­რე­ბა. ის ემუქ­რე­ბა არა მხო­ლოდ აფეთ­ქე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლე­ბე­ლებს, არა­მედ მა­თაც, ვინც სოცქსე­ლებ­ში მისი სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ალექ­სან­დრ დუ­გინ­სა და მისი ქა­ლიშ­ვილ­ზე ქირ­ქი­ლე­ბენ...

"ვის მხა­რეს არის სი­მარ­თლე, არა იმ მხა­რეს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის აფეთ­ქე­ბით სიკ­ვდი­ლი უხა­რი­ათ..." - წერს ზა­ხა­რო­ვა და აგ­რძე­ლებს:

"არის მი­წი­ე­რი სა­სა­მარ­თლო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის შედ­გე­ბა. არის ზე­ცი­უ­რი სა­მარ­თა­ლი და ისიც იქ­ნე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თის ან მე­ო­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ძა­ლა­დო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის გზე­ბის მო­ძებ­ნა. ეს არ სჭირ­დე­ბა ალექ­სან­დრ დუ­გინს. ეს სჭირ­დე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას, რათა არ გა­და­უხ­ვი­ოს სი­ნათ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზი­დან უფსკრუ­ლის­კენ. არის კა­ნო­ნე­ბი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის დროა“.

შე­გახ­სე­ნებთ, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რის, ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი იდე­ო­ლო­გის ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი 20 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბი­სას, და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ნაძირლებო უკრაინაში რომ ბავშვები ჩახოცეთ ის როგორია? ნაძირლებო თქვენი ერი არის გასანადგურებელი

ქართველი
1

მიაკვდა და მიგაკვდათ ძაღლი სულში თქვე მონღოლების შთამომავალნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები" - მარია ზახაროვა მიწიერი და ზეციური სასამართლოთი იმუქრება: რას წერს კრემლის რუპორი დარია დუგინას მკვლელობაზე?

"ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები" - მარია ზახაროვა მიწიერი და ზეციური სასამართლოთი იმუქრება: რას წერს კრემლის რუპორი დარია დუგინას მკვლელობაზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა "ტელეგრამარხზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ აღშფოთებულია საზოგადოების ნაწილის რეაქციით, რომელიც არაფრად აგდებს ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობას. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ფაქტებით დადასტურდა მასში უკრაინული კვალი, ეს უნდა შეფასდეს, როგორც "კიევის რეჟიმის მიერ რეალიზებული სახელმწიფო ტერორიზმი".

"ველოდებით გამოძიების შედეგებს", - წერს ზახაროვა და იქვე მიმართავს დუგინს:

"ალექსანდრ გელევიჩ, თქვენი ტრაგედია მილიონების ტკივილად იქცა. მერწმუნეთ, ხალხი მთელ მსოფლიოში თქვენს ტრაგედიას განიცდის, იმიტომ, რომ ადამიანები არიან. ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები", - წერს მარია ზახაროვა და ასევე იხსენებს, თუ როგორ შეიტყო დარია დუგინას აფეთქების ამბავი:

"ღამის ორ საათზე გამეღვიძა. მექანიკურად ტელეფონი შევამოწმე. წავიკითხე ეს ამბები. ვნახე კადრები, რომელშიც ალექსანდრ დუგინი უყურებდა აალებულ მანქანას, რომელშიც მისი ქალიშვილი იჯდა. სხვადასხვა ტრაგედია მინახავს, მაგრამ ამან მთავარი გამახსენა: "მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან რას სჩადიან“ (ლუკა 23:34). მინდა, ვიკითხო: "როგორ არ იციან?". მაგრამ უფალი გაარკვევს“.

ზახაროვა მიწიერთან ერთად ზეციური სასამართლოთიც იმუქრება. ის ემუქრება არა მხოლოდ აფეთქების ორგანიზატორებსა და შემსრულებელებს, არამედ მათაც, ვინც სოცქსელებში მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ალექსანდრ დუგინსა და მისი ქალიშვილზე ქირქილებენ...

"ვის მხარეს არის სიმართლე, არა იმ მხარეს, სადაც ახალგაზრდა ქალის აფეთქებით სიკვდილი უხარიათ..." - წერს ზახაროვა და აგრძელებს:

"არის მიწიერი სასამართლო, დარწმუნებული ვარ, ის შედგება. არის ზეციური სამართალი და ისიც იქნება. შეუძლებელია ერთის ან მეორის წინასწარმეტყველება, მაგრამ აუცილებელია, ამ ინფორმაციულ ძალადობაზე არსებული სამართლებრივი ნორმების გავრცელებისთვის გზების მოძებნა. ეს არ სჭირდება ალექსანდრ დუგინს. ეს სჭირდება კაცობრიობას, რათა არ გადაუხვიოს სინათლისკენ მიმავალი გზიდან უფსკრულისკენ. არის კანონები და მათი გამოყენების დროა“.

შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმის მხარდამჭერის, ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი 20 აგვისტოს, მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, დაიღუპა.

იხილეთ ასევე: