სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი?
"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი?

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

თორ­ნი­კე ყრუ­აშ­ვი­ლი, ნი­კას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი:

"ორი­ვე - ნი­კაც და ივი­კოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უიშ­ვი­ა­თე­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რად კარ­გი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. ნი­კას უფრო კარ­გად ვიც­ნობ­დი და ასე­თი წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, მე­გობ­რუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. ძმებს ოჯა­ხიც სა­ნი­მუ­შო აქვთ. ნიკა 2019 წელს გა­ვი­ცა­ნი, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხეთ (სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე) და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დავ­მე­გობ­რდით, იმ დღი­დან ძმე­ბი­ვით ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერ­ში ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს. მერე კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბო­ლოს ერთ სამ­სა­ხურ­შიც ვმუ­შა­ობ­დით. ბოლო დროს ნიკა სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ე­რი იყო, გა­მო­კი­თხვებ­ზე მუ­შა­ობ­და “CRRS ჯორ­ჯი­ა­ში”.

ის ყვე­ლა­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, იყო სტი­პენ­დი­ა­ტი. სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი იყო, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, თუ სხვა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით. არ შე­მიძ­ლია ნი­კა­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, ჯერ კი­დევ არ ვარ გონ­ზე... რო­გორც ვიცი, უჯარ­მა მისი დე­დის სო­ფე­ლია და ყო­ველ წელს ჩა­დი­ოდ­ნენ პაპა-ბე­ბი­ას­თან. გუ­შინ­წი­ნაც ვე­სა­უბ­რე, უბ­რა­ლოდ, ეგ დე­ტა­ლი არ ვი­ცო­დი, მდი­ნა­რე­ზე რომ და­დი­ოდ­ნენ სა­ბა­ნა­ოდ. წელს მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, გუ­შინ არ მი­სა­უბ­რია ნი­კას­თან, არ შე­მო­სუ­ლა და ვერ მო­ვა­ხერ­ხე მო­კი­თხვა. ის­ვე­ნებ­და და არ გამ­კვირ­ვე­ბია.

თბი­ლის­ში 24 სა­ა­თი ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით, ვა­თან­ხმებ­დით და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი დავ­კარ­გე. ზუს­ტად არ ვიცი, რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, მაგ­რამ რაც მახ­სენ­დე­ბა ის არის, რომ ზღვა­ზე როცა ვლა­პა­რა­კობ­დით, ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ცურ­ვა არ იცო­და. რო­გორც თქვეს, არხზე ძმას, ივი­კოს და­უც­და ფეხი, წყალ­ში ჩა­ვარ­და და ნიკა მის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­დახ­ტა წყალ­ში. წინა დღე­საც ყო­ფი­ლან იმა­ვე ად­გი­ლას სა­ბა­ნა­ოდ, მე­ზობ­ლებს და­უ­ნა­ხავთ. მათი მა­მი­დაშ­ვი­ლიც იქ ყო­ფი­ლა და უთ­ქვამს, სა­ნამ მო­ვი­ხე­დე, არც ერთი აღარ იყოო. ნი­კას 10 დღე­ში, 29 აგ­ვის­ტოს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე და გუ­შინ­წინ, გვი­ან ღა­მით რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, ხელ­ფა­სი რომ ჩა­მე­რი­ცხე­ბა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის სად­მე უნდა წა­ვი­დე, კარ­გად და­ვის­ვე­ნოო. არ აუხ­და ოც­ნე­ბა...

ნიკა 21 წლის გახ­დე­ბო­და. ივი­კო მე-12 კლას­ში გა­და­ვი­და. ჩემი თხოვ­ნაა და­წე­როთ, რომ ნი­კას­ნა­ი­რი პა­ტი­ო­სა­ნი, ადა­მი­ა­ნუ­რი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი, ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია. ის პირ­ვე­ლი კურ­სი­დან სტი­პენ­დი­ა­ტი და სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბის ავ­ტო­რია, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია მხო­ლოდ. ჩვენ მე­ო­თხე კურ­სზე გა­და­ვე­დით. ნი­კას და ივი­კოს ერთი პა­ტა­რა ძმა დარ­ჩათ. ეს უდი­დე­სი, ენი­თუთ­ქმე­ლი და რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი ტრა­გე­დი­აა, ნი­კას სა­ხით ერ­თგუ­ლი ძმა დავ­კარ­გე.."

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირენა
1

აი ესაა უბედურება, როცა ასეთი ახალგაზრდები იღუპებიან. საჯიშე ბიჭები, რომ იტყვიან. მშობლებისთვის სანუგეშო სიტყვებს ვერ ვპოულობ!

"""""
1

ვაიიი... ჯოჯოხეთად ექცათ სიცოცხლე გაუბედურებულ მშობლებს,ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა,ასეთი სანიმუშო ბიჭები,ღმერთოო,ეს რა უბედურება გვჭირს 

ავტორი:

"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი?

"ნიკაც და ივიკოც უიშვიათესი ბიჭები იყვნენ... ნიკა პირველი კურსიდან სტიპენდიატი იყო, მალე დაბადების დღე ჰქონდა" - რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი?

უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები გუშინ, გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

თორნიკე ყრუაშვილი, ნიკას უახლოესი მეგობარი:

"ორივე - ნიკაც და ივიკოც არაჩვეულებრივი, უიშვიათესი, ყველანაირად კარგი ბიჭები იყვნენ. ნიკას უფრო კარგად ვიცნობდი და ასეთი წესიერი, პატიოსანი, მეგობრული და ჭკვიანი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ძმებს ოჯახიც სანიმუშო აქვთ. ნიკა 2019 წელს გავიცანი, როცა უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ (სოციალური პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე) და პირველივე დღიდან დავმეგობრდით, იმ დღიდან ძმებივით ვიყავით, ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს. მერე კონფერენციებში ვიღებდით მონაწილეობას, ბოლოს ერთ სამსახურშიც ვმუშაობდით. ბოლო დროს ნიკა სატელეფონო ინტერვიუერი იყო, გამოკითხვებზე მუშაობდა “CRRS ჯორჯიაში”.

ის ყველანაირად წარმატებული და შემდგარი ადამიანი იყო, იყო სტიპენდიატი. სამეცნიერო სტატიები იყო, კონფერენციები, თუ სხვა, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. არ შემიძლია ნიკაზე წარსულში ლაპარაკი, ჯერ კიდევ არ ვარ გონზე... როგორც ვიცი, უჯარმა მისი დედის სოფელია და ყოველ წელს ჩადიოდნენ პაპა-ბებიასთან. გუშინწინაც ვესაუბრე, უბრალოდ, ეგ დეტალი არ ვიცოდი, მდინარეზე რომ დადიოდნენ საბანაოდ. წელს მამიდაშვილთან ერთად ჩავიდნენ სოფელში, გუშინ არ მისაუბრია ნიკასთან, არ შემოსულა და ვერ მოვახერხე მოკითხვა. ისვენებდა და არ გამკვირვებია.

თბილისში 24 საათი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ვათანხმებდით და ჩათვალეთ, რომ ჩემი ტყუპისცალი დავკარგე. ზუსტად არ ვიცი, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ რაც მახსენდება ის არის, რომ ზღვაზე როცა ვლაპარაკობდით, ნათქვამი აქვს, რომ ცურვა არ იცოდა. როგორც თქვეს, არხზე ძმას, ივიკოს დაუცდა ფეხი, წყალში ჩავარდა და ნიკა მის გადასარჩენად გადახტა წყალში. წინა დღესაც ყოფილან იმავე ადგილას საბანაოდ, მეზობლებს დაუნახავთ. მათი მამიდაშვილიც იქ ყოფილა და უთქვამს, სანამ მოვიხედე, არც ერთი აღარ იყოო. ნიკას 10 დღეში, 29 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე და გუშინწინ, გვიან ღამით რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, ხელფასი რომ ჩამერიცხება, ჩემი დაბადების დღისთვის სადმე უნდა წავიდე, კარგად დავისვენოო. არ აუხდა ოცნება...

ნიკა 21 წლის გახდებოდა. ივიკო მე-12 კლასში გადავიდა. ჩემი თხოვნაა დაწეროთ, რომ ნიკასნაირი პატიოსანი, ადამიანური, მოწესრიგებული, მეგობრული, ჭკვიანი ადამიანი იშვიათია. ის პირველი კურსიდან სტიპენდიატი და სამეცნიერო სტატიების ავტორია, სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. მასზე ყველაფერი კარგის თქმა შემიძლია მხოლოდ. ჩვენ მეოთხე კურსზე გადავედით. ნიკას და ივიკოს ერთი პატარა ძმა დარჩათ. ეს უდიდესი, ენითუთქმელი და რთულად გადასატანი ტრაგედიაა, ნიკას სახით ერთგული ძმა დავკარგე.."

ნახეთ ასევე: