სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. ის რომ არა, ციმბირში გამიშვებდნენ... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ" - გოგი დოლიძე
"რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. ის რომ არა, ციმბირში გამიშვებდნენ... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ" - გოგი დოლიძე

"ქაშ­ვე­თის წინ, გა­ჩე­რე­ბას­თან, დიდი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქვე­ბია და ახლა რომ მოვ­სინ­ჯე, ვე­რაფ­რით დავ­ძა­რი, 9 აპ­რილს კი მინ­დო­და ეს ქვე­ბი ამე­ღო, რომ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის­თვის მეს­რო­ლა და გამ­წა­რე­ბულ­მა გვა­რი­ა­ნად წა­მოვ­წიე... ახ­ლაც სულ ვფიქ­რობ, ისევ არ მოგ­ვად­გნენ... მა­რი­უ­პო­ლი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბა... ქვე­ყა­ნა არა­ნორ­მა­ლუ­რის ხელ­შია და ატო­მუ­რი ია­რა­ღი თუ გა­მო­ი­ყე­ნა, მსოფ­ლი­ოს გა­ა­ნად­გუ­რებს", - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე გოგი დო­ლი­ძე.

- სახ­ლში, ერთ ოთახ­ში, ფაქ­ტი­ობ­რი­ვად, ჩემი სამ­სა­ხუ­რი მაქვს მო­წყო­ბი­ლი... უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტზე - პირ­ველ ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ზე ვმუ­შა­ობ უკვე რვა წე­ლია. ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მიქ­მნეს, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა მი­ჭირს და ძი­ლის რე­ჟი­მიც და­მერ­ღვა, რად­გან არ შე­მიძ­ლია უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა ცნო­ბას არ გა­ვეც­ნო... უკ­რა­ი­ნა ჩემ­თვის ერთი რი­გი­თი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა არ არის, რად­გან სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი იქ და­ვი­ცა­ვი. კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში ხა­რის­ხის დაც­ვა მოს­კო­ვის გარ­და არ­სად შე­იძ­ლე­ბო­და, მოს­კო­ვი კი ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რად­გან ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტად ვი­ყა­ვი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი...

- რა­ტომ?

- მოს­კოვ­თან სულ უთან­ხმო­ე­ბა მქონ­და. ახ­ლაც მე­და­ვე­ბი­ან, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვარ... ერ­თმა რუს­მა კო­ლე­გამ და­წე­რა მო­ნოგ­რა­ფია "ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რია". მა­შინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ხე­ლოვ­ნე­ბის" თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ვი­ყა­ვი და ეს წიგ­ნი და­ვი­წუ­ნე. საქ­მე­ში აკა­კი ბაქ­რა­ძეც ჩა­ე­რია და გა­მო­ცე­მა­ზე უარი ვუ­თხა­რით. აკა­კი ბაქ­რა­ძის უარ­ყო­ფი­თი რე­ცენ­ზია 1991 წელს მოს­კოვ­ში, სა­კავ­ში­რო თათ­ბირ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­მო­ვი­ყე­ნე და ვთქვი, თავი დაგ­ვა­ნე­ბეთ, ჩვენ თვი­თონ გა­ვერ­კვე­ვით და ქარ­თუ­ლი კი­ნოს შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ას თა­ვად­ვე დავ­წერთ-მეთ­ქი. მერე "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­შიც" დავ­წე­რე, ვინ წერს ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ას-მეთ­ქი! მახ­სოვს, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძემ მი­თხრა, აქ მო­სუ­ლი აღარ გნა­ხო, შენი სტა­ტი­ე­ბი სულ ასე­თი სა­და­ვო­აო... რუსი ავ­ტო­რი ჩი­ვი­ლით გვე­მუქ­რე­ბო­და, მაგ­რამ რეზო ჩხე­ი­ძემ დაგ­ვიც­ვა. რეზო რომ არ დაგ­ვხმა­რე­ბო­და და მას "ჯა­რის­კა­ცის მამა" გა­და­ღე­ბუ­ლი არ ჰქო­ნო­და, ციმ­ბირ­ში გა­მიშ­ვებ­დნენ... დო­კუ­მენ­ტე­ბი ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ისე­თი რა­მე­ე­ბი წე­რია, გა­ო­ცე­ბის­გან თმა ყალ­ყზე და­გიდ­გე­ბათ...

ერთხელ მოს­კო­ვი­დან მი­ნის­ტრის დო­ნის კაცი ჩა­მო­ვი­და და მთავ­რო­ბის სახ­ლში გა­ნა­ცხა­და, გოგი დო­ლი­ძემ არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან ამო­ყა­რაო. ჩემ­მა კო­ლე­გამ, ნა­თია ამი­რე­ჯიბ­მა, ვერ მო­ით­მი­ნა და თქვა, ეს ცი­ლის­წა­მე­ბა­აო... ხში­რად მი­რე­კავ­და რეზო ჩხე­ი­ძე, ფაქ­ტობ­რივ შეც­დო­მებს "მი­ა­წე­ქი", თო­რემ გა­და­გა­სახ­ლე­ბე­ნო... ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბი იყო სა­ხე­ლებ­ში, გვა­რებ­ში, თა­რი­ღებ­ში... რე­ზომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი წე­რი­ლი და­წე­რა ვა­სილ ამა­შუ­კელ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვა­სილ ამა­შუ­კელ­მა 1912 წელს გა­და­ი­ღო ფილ­მი "აკა­კის მოგ­ზა­უ­რო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­ში", რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია. რუსი კი­ნომ­ცოდ­ნე­ე­ბი ამა­ში არ მე­თან­ხმე­ბოდ­ნენ - პირ­ვე­ლე­ბი ჩვენ ვარ­თო, ამ­ტკი­ცებ­დნენ. ქარ­თველ­მა, რუ­სუ­ლად ამე­ტყვე­ლე­ბულ­მა კი­ნომ­ცოდ­ნემ თქვა, ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ამ ქარ­თუ­ლი კინო მოგ­ვი­ტა­ნაო და ამას რო­გორ ვა­პა­ტი­ებ­დით?!.

არა­ნა­ი­რი ორი რუ­სე­თი არ არ­სე­ბობს, რუ­სე­თი ერ­თია და ისე­თი, რო­გორ­საც ვხე­დავთ!.. ბოლო დროს ბავ­შვე­ბი კი­დევ უფრო შე­მიყ­ვარ­და. სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რომ მივ­დი­ვარ, ჯი­ბით ნა­ხე­ვა­რი კილო კან­ფე­ტი მი­მაქვს და გზა­ში ყვე­ლა შემ­ხვედრ ბავ­შვს ვჩუქ­ნი - ქარ­თვე­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი, რუსი თუ სხვა ეროვ­ნე­ბის... რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ამ დღე­ში ჩა­ე­ყა­რა ბავ­შვე­ბი, უმ­წეო ქა­ლე­ბი?! სა­მა­მუ­ლო ომი რომ და­ი­წყო, 7 წლის ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს... მა­შინ არ იყო ასე­თი ჯო­ჯო­ხე­თი, რო­გო­რიც ახლა, მგო­ნი, ადა­მი­ა­ნი უფრო სას­ტი­კი გახ­და... ჩა­ნა­წე­რი მო­ვის­მი­ნე, რუსი ჯა­რის­კა­ცი თა­ვის ახ­ლო­ბელს რომ ეუბ­ნე­ბო­და, დიდი და პა­ტა­რა, ყვე­ლა უნდა ამოვ­ხო­ცო­თო. არ ვიცი, ეს ომი რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მარ­თლაც ხომ არ მო­დის კა­ცობ­რი­ო­ბის აღ­სას­რუ­ლი... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ. ს.
14

ბ-ნო გოგი, დიდი პატივისცემით, მაგრამ .......

30 წელია რაც ამერიკასთან "ვმეგობრობთ" და ერთ ქარხანა კი არა, საწყალი სახელოსნოს გახსნაში დაგვეხმაროს! 

გამგონმა გაიგოს
24

ამერიკა არ დასხმია იაპონიას, მუშტს თუ მოიქნევ მერე ნუ ტირიხარ პანღურს რატომ მირტყამო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. ის რომ არა, ციმბირში გამიშვებდნენ... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ" - გოგი დოლიძე

"რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. ის რომ არა, ციმბირში გამიშვებდნენ... ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ" - გოგი დოლიძე

"ქაშვეთის წინ, გაჩერებასთან, დიდი დეკორატიული ქვებია და ახლა რომ მოვსინჯე, ვერაფრით დავძარი, 9 აპრილს კი მინდოდა ეს ქვები ამეღო, რომ რუსული ტანკებისთვის მესროლა და გამწარებულმა გვარიანად წამოვწიე... ახლაც სულ ვფიქრობ, ისევ არ მოგვადგნენ... მარიუპოლი მონაგონი იქნება... ქვეყანა არანორმალურის ხელშია და ატომური იარაღი თუ გამოიყენა, მსოფლიოს გაანადგურებს", - ამბობს ცნობილი კინომცოდნე გოგი დოლიძე.

- სახლში, ერთ ოთახში, ფაქტიობრივად, ჩემი სამსახური მაქვს მოწყობილი... უმნიშვნელოვანეს პროექტზე - პირველ ქართულ თეატრალურ ენციკლოპედიაზე ვმუშაობ უკვე რვა წელია. ძალიან კარგი პირობები შემიქმნეს, თუმცა მუშაობა მიჭირს და ძილის რეჟიმიც დამერღვა, რადგან არ შემიძლია უკრაინის შესახებ ყველა ცნობას არ გავეცნო... უკრაინა ჩემთვის ერთი რიგითი საბჭოთა რესპუბლიკა არ არის, რადგან სამეცნიერო ხარისხი იქ დავიცავი. კინომცოდნეობაში ხარისხის დაცვა მოსკოვის გარდა არსად შეიძლებოდა, მოსკოვი კი ჩემი წინააღმდეგი იყო, რადგან ნაციონალისტად ვიყავი გამოცხადებული...

- რატომ?

- მოსკოვთან სულ უთანხმოება მქონდა. ახლაც მედავებიან, რომ ნაციონალისტი ვარ... ერთმა რუსმა კოლეგამ დაწერა მონოგრაფია "ქართული კინოს ისტორია". მაშინ გამომცემლობა "ხელოვნების" თეატრისა და კინოს განყოფილების გამგე ვიყავი და ეს წიგნი დავიწუნე. საქმეში აკაკი ბაქრაძეც ჩაერია და გამოცემაზე უარი ვუთხარით. აკაკი ბაქრაძის უარყოფითი რეცენზია 1991 წელს მოსკოვში, საკავშირო თათბირზე სიტყვით გამოსვლისას გამოვიყენე და ვთქვი, თავი დაგვანებეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით და ქართული კინოს შესახებ ისტორიას თავადვე დავწერთ-მეთქი. მერე "ლიტერატურულ საქართველოშიც" დავწერე, ვინ წერს ქართული კინოს ისტორიას-მეთქი! მახსოვს, გურამ ფანჯიკიძემ მითხრა, აქ მოსული აღარ გნახო, შენი სტატიები სულ ასეთი სადავოაო... რუსი ავტორი ჩივილით გვემუქრებოდა, მაგრამ რეზო ჩხეიძემ დაგვიცვა. რეზო რომ არ დაგვხმარებოდა და მას "ჯარისკაცის მამა" გადაღებული არ ჰქონოდა, ციმბირში გამიშვებდნენ... დოკუმენტები ახლაც შენახული მაქვს. ისეთი რამეები წერია, გაოცებისგან თმა ყალყზე დაგიდგებათ...

ერთხელ მოსკოვიდან მინისტრის დონის კაცი ჩამოვიდა და მთავრობის სახლში განაცხადა, გოგი დოლიძემ არაქართული წარმოშობის შემოქმედება ქართული კინოს ისტორიიდან ამოყარაო. ჩემმა კოლეგამ, ნათია ამირეჯიბმა, ვერ მოითმინა და თქვა, ეს ცილისწამებააო... ხშირად მირეკავდა რეზო ჩხეიძე, ფაქტობრივ შეცდომებს "მიაწექი", თორემ გადაგასახლებენო... ფაქტობრივი შეცდომები იყო სახელებში, გვარებში, თარიღებში... რეზომ შესანიშნავი წერილი დაწერა ვასილ ამაშუკელზე. მოგეხსენებათ, ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს გადაიღო ფილმი "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც მსოფლიოში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია. რუსი კინომცოდნეები ამაში არ მეთანხმებოდნენ - პირველები ჩვენ ვართო, ამტკიცებდნენ. ქართველმა, რუსულად ამეტყველებულმა კინომცოდნემ თქვა, ოქტომბრის რევოლუციამ ქართული კინო მოგვიტანაო და ამას როგორ ვაპატიებდით?!.

არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი ერთია და ისეთი, როგორსაც ვხედავთ!.. ბოლო დროს ბავშვები კიდევ უფრო შემიყვარდა. საჯარო ბიბლიოთეკაში რომ მივდივარ, ჯიბით ნახევარი კილო კანფეტი მიმაქვს და გზაში ყველა შემხვედრ ბავშვს ვჩუქნი - ქართველია, უკრაინელი, რუსი თუ სხვა ეროვნების... როგორ შეიძლებოდა რუსეთს უკრაინაში ამ დღეში ჩაეყარა ბავშვები, უმწეო ქალები?! სამამულო ომი რომ დაიწყო, 7 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს... მაშინ არ იყო ასეთი ჯოჯოხეთი, როგორიც ახლა, მგონი, ადამიანი უფრო სასტიკი გახდა... ჩანაწერი მოვისმინე, რუსი ჯარისკაცი თავის ახლობელს რომ ეუბნებოდა, დიდი და პატარა, ყველა უნდა ამოვხოცოთო. არ ვიცი, ეს ომი როგორ დამთავრდება, მაგრამ ვფიქრობ, მართლაც ხომ არ მოდის კაცობრიობის აღსასრული... გააგრძელეთ კითხვა