პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის განცხადებით, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ
პროკურორის განცხადებით, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ

დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და მისი მე­გობ­რის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წი­ნას­წარ იყ­ვნენ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი, რომ მათ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად უნდა ჩა­ე­დი­ნათ.

მი­სი­ვე თქმით, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი გენ­დერუ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა იყო.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

„საქ­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი, ასე­ვე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­როვ­ნე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით," - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს და მის მე­გო­ბარს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 19 სექ­ტემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შვილ­მა დე­დას და­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ხოლო შვი­ლის მე­გო­ბარ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შე­ბო­ჭა და მას გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლის შვილს ნ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით, ჯგუ­ფუ­რად, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით), ხოლო რ.ნ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით, ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პროკურორის განცხადებით, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ

პროკურორის განცხადებით, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ

დედის მკვლელობაში ბრალდებულის და მისი მეგობრის საქმის პროკურორის, გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ მათ განზრახ მკვლელობა ერთად, ჯგუფურად უნდა ჩაედინათ.

მისივე თქმით, მკვლელობის მოტივი გენდერული შეუწყნარებლობა იყო.

პროკურორის განცხადებით, ორივე ბრალდებულს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

„საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე და ბრალდებულების ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაინიშნება, როგორც ფსიქიატრიული, ასევე, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ბრალდებულების პიროვნებების შეფასების მიზნით," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.