საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა
"როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

"შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე მარ­ტი­ვია“ - პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი შე­სა­ბა­მი­სი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა და მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა.

ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი, პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე: "და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. ერ­თა­დერ­თი ტრან­სპორ­ტი ტაქ­სია, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­ვად­გილ­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სა­ერ­თოდ ვერ ვსარ­გებ­ლობ, რად­გან გა­ჩე­რე­ბამ­დე მის­ვლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბა­ზე არც იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ავ­ტო­ბუ­სი სწო­რად მო­უდ­გეს ჩემს ეტლს. სამ­წუ­ხა­როდ, არც მძღო­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ხდე­ბა, რო­გორ უნდა და­ეხ­მა­რონ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ანს და არც ის იცი­ან, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა“.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს სპე­ცი­ფი­კუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოა. რე­გი­ო­ნებ­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში კი მსგავ­სი პი­რო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ბორ­დი­უ­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პან­დუ­სე­ბი, არას­წო­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შშმ პი­რე­ბის­თვის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა და და­მა­ტე­ბი­თი დაბ­რკო­ლე­ბაა.

"ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვშვრე­ბი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა - და­მი­რე­კავს შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში და მი­თხო­ვია, რო­გორ­მე უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ ჩემი და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა, თუმ­ცა ამა­ოდ. ასე­ვე ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ბორ­დი­ურ­ზე მოვ­დი­ო­დი ჩემს დას­თან ერ­თად და უეც­რად, ზუს­ტად ჩემს წინ გა­ა­ჩე­რა მძღოლ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არც თხოვ­ნამ და არც მუ­ქა­რამ არ გაჭ­რა - მოგ­ვა­ძა­ხა, და­მე­ლო­დეთ 10 წუთი და გა­ვა­ლო. ძა­ლი­ან ბევ­რია მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ ვერ ხვდე­ბი­ან, რას აშა­ვე­ბენ. სწო­რედ ეს უნდა მი­ვი­ტა­ნოთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე და ავუხ­სნათ, რომ მათი კომ­ფორ­ტი სხვის­თვის შე­საძ­ლოა საფრ­თხის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდეს“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პარ­კინ­გით სარ­გებ­ლო­ბა მხო­ლოდ მა­შინ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი კონ­კრე­ტუ­ლად შშმ პირს ეკუთ­ვნის და მას­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

"თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი შენ არ გე­კუთ­ვნის, სპე­ცი­ა­ლურ სად­გომ­ზე ვერ გა­ა­ჩე­რებ. ეს და­მა­ტე­ბი­თი ბა­რი­ე­რია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა შშმ პირი, ვი­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. ამის მი­ზე­ზი სწო­რედ ის გა­რე­მოა, რაც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ანს ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ხვდე­ბა.

პრობ­ლე­მაა ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბაც, იმი­ტომ რომ მა­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ნიშ­ნუ­ლი. ვფიქ­რობ, ამ კუ­თხი­თაც უნდა შე­იც­ვა­ლოს რა­ღა­ცე­ბი, ჯერ კი­დევ ბევ­რია სა­მუ­შაო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად“.

ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ წა­მო­წყე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა და ფიქ­რობს, რომ მსგავ­სი კამ­პა­ნი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს.

"ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას არც მო­წო­დე­ბა უყ­ვარს და არც მო­თხოვ­ნა, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ ვთხოვ­დი, რომ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, მე­ტად გა­აზ­რე­ბით, მეტი სიფრ­თხი­ლით იმოძ­რა­ონ.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ მე მუ­დამ ვფიქ­რობ სხვის კომ­ფორ­ტსა და მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, ასე­ვე უნდა მო­იქ­ცეს ყვე­ლა.

რო­დე­საც მე გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზით, ისე­დაც შე­ზღუ­დუ­ლი მაქვს გა­და­ად­გი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, მძღო­ლებ­მა ბა­რი­ე­რე­ბი არ უნდა და­მი­მა­ტონ“.

ვახტანგი. 70 წლის
0

თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მერიებმა მაქსიმალურად უნდა გადმოიღონ ის წესები, რომლებიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში შშმ პირებთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ ეტყობა რომ ჯერ კიდევ გასაკეთებელია ამ მიმართულებით.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობაში და პირველ რიგში სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებთან ჩატარდეს სხვადასხვა სახის სააგიტაციო პროპაგანდა თუ მოწოდება მათი ცნობიერების, პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ამაღლებისათვის.

როდესაც ქუჩაში, ტროტუარზე და სხვა ნებისმიერ ადგილზე ვხედავთ შშმ პირებს (ეტლით, ხელჯოხით, ან კოჭლობით მოსიარულეებს) უნდა გავითავისოთ, რომ მათ ფიზიკურად ნამდვილად უჭირთ გადაადგილება და აუცილებლად უნდა დავუთმოთ გზა თუნდაც ეს იწვევდეს მანქანის სიჩქარის შემცირებას ან საერთოდ მის გაჩერებას.

პ.ს. არ დამავიწყდება პარიზის ქუჩაში ახალგაზრდა მძღოლმა დემონსტრაციულად როგორ გააჩერა მოტოციკლეტი და გზა დამითმო, როდესაც მე - სრულიად ჯანმრთელი ადამიანი მივუახლოვდი ფეხით მოსიარულეების გადასასველელს. გაკვირვებულმა უცებ აქეთ-იქეთ მოვიხედე - ჩემს გარდა არავინ იყო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

"როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია“ - პარაოლიმპიელი სპორტსმენი ირმა ხეცურიანი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე: "დანიშნულების ადგილამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია, რითაც შეგვიძლია შედარებით მარტივად გადავადგილდეთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ ვერ ვსარგებლობ, რადგან გაჩერებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. ყველა გაჩერებაზე არც იმის შესაძლებლობაა, რომ ავტობუსი სწორად მოუდგეს ჩემს ეტლს. სამწუხაროდ, არც მძღოლების გადამზადება ხდება, როგორ უნდა დაეხმარონ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და არც ის იციან, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულებაა“.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციფიკური და ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა ადაპტირებული გარემოა. რეგიონებსა და დედაქალაქში კი მსგავსი პირობები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოუწესრიგებელი ბორდიური, დაზიანებული პანდუსები, არასწორად გაჩერებული ავტომობილები შშმ პირებისთვის მოუგვარებელი პრობლემა და დამატებითი დაბრკოლებაა.

"ასეთ სიტუაციებში ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვშვრები. ყოფილა შემთხვევა - დამირეკავს შესაბამის უწყებაში და მითხოვია, როგორმე უზრუნველეყოთ ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა ამაოდ. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ბორდიურზე მოვდიოდი ჩემს დასთან ერთად და უეცრად, ზუსტად ჩემს წინ გააჩერა მძღოლმა ავტომობილი. სამწუხაროდ, არც თხოვნამ და არც მუქარამ არ გაჭრა - მოგვაძახა, დამელოდეთ 10 წუთი და გავალო. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. სწორედ ეს უნდა მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და ავუხსნათ, რომ მათი კომფორტი სხვისთვის შესაძლოა საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ავტომობილი კონკრეტულად შშმ პირს ეკუთვნის და მასზეა გაფორმებული.

"თუ ავტომობილი შენ არ გეკუთვნის, სპეციალურ სადგომზე ვერ გააჩერებ. ეს დამატებითი ბარიერია, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა შშმ პირი, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ამის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს ავტომობილით გადაადგილებისას ხვდება.

პრობლემაა ტაქსის გაჩერებაც, იმიტომ რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშნული. ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა შეიცვალოს რაღაცები, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად“.

ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის“ წამოწყებას სიამოვნებით შეუერთდა და ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

"ჩვენს მოსახლეობას არც მოწოდება უყვარს და არც მოთხოვნა, ამიტომ უბრალოდ ვთხოვდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტად გააზრებით, მეტი სიფრთხილით იმოძრაონ.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე მუდამ ვფიქრობ სხვის კომფორტსა და მათი უფლებების დაცვაზე, ასევე უნდა მოიქცეს ყველა.

როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“.