მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს
"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი ოთხე­უ­ლი ისევ ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პა­თო­სით გაჟ­ღენ­თილ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს აკ­რი­ტი­კებს. მათი მტკი­ცე­ბით, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ძა­ლის­ხმე­ვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სუს­ტე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ორი­ო­დე დღის წინ წე­რი­ლო­ბით წა­რუდ­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით ამ­ყა­რებს ჩვენს დას­კვნას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ელ­ჩოს მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სუს­ტე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის ძალა“ ავ­რცე­ლებს."და­ვი­წყებთ იმით, რომ დო­კუ­მენ­ტში სი­ტყვა "უნდა“ 60-ჯერ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო სა­ელ­ჩო პარ­ლა­მენტს "რე­კო­მენ­და­ცი­ას“ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე მხო­ლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქ­ტიც აჩ­ვე­ნებს სრუ­ლი­ად უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და უხეშ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ.

ასეთ დო­კუ­მენტს არა "რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, არა­მედ მხო­ლოდ "ინ­სტრუქ­ცია“ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, საბ­ჭო­თა წარ­სულს გვახ­სე­ნებს და შე­სა­ბა­მის მძი­მე ასო­ცი­ა­ცი­ებს აღ­ძრავს. რა თქმა უნდა, სა­ელ­ჩო შე­იძ­ლე­ბა გა­მოთ­ქვამ­დეს მო­საზ­რე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში მოქ­მე­დი და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით გამ­სჭვა­ლუ­ლი სა­ელ­ჩო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მი­სას მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ას­პექ­ტით უნდა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­დეს, ხოლო მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ერე­ო­დეს. კერ­ძოდ, სა­ელ­ჩოს შე­უძ­ლია თქვას, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ესა თუ ის ნორ­მა უსა­მარ­თლოა, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი ნორ­მე­ბი რო­გორ უნდა შე­იც­ვა­ლოს, ამის თქმის უფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პა­ტი­ვის­ცე­მის პი­რო­ბებ­ში, სა­ელ­ჩო სა­კუ­თარ თავს არ უნდა აძ­ლევ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რდა მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში უშუ­ა­ლოდ ის­ხდნენ და კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ასე­თი პრაქ­ტი­კა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­გო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლიც არ უნდა იყოს პარტნი­ო­რო­ბა ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა სა­მო­მავ­ლოდ მა­ინც აღიკ­ვე­თოს და კა­ნო­ნე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სა­ხალ­ხო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ იმ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ და­ი­წე­როს, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი ლე­გი­ტი­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და სი­ტყვა, აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­გან ხუთი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მის შეც­ვლას ითხოვს. ამას­თან, სა­უ­ბა­რია ნორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ უკვე არის სა­მარ­თლი­ა­ნად და უხარ­ვე­ზოდ შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ესეც არის სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი საყ­რდე­ნია. რო­დე­საც სა­ელ­ჩო გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა აი­ძუ­ლოს, ეს კი­დევ ერთხელ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­ელ­ჩოს­თვის სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სუს­ტე­ბა ერ­თგვა­რი თვით­მი­ზა­ნია.სა­ელ­ჩოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტში არა­ერ­თი პრობ­ლე­მუ­რი და აბ­სურ­დუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას დღეს მხო­ლოდ სამ მათ­გან­ზე შე­ვა­ჩე­რებთ. ესე­ნია: მო­სა­მარ­თლე­თა არ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნი­სას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამი მო­სა­მარ­თლის უვა­დოდ გა­და­ნიშ­ვნა.სა­ელ­ჩოს ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უნდა აირ­ჩი­ოს არა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არა­მედ 3/5-ის უმ­რავ­ლე­სო­ბით. გარ­და ამი­სა, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უნდა და­ნიშ­ნოს და წა­რად­გი­ნოს ორ­მა­გი 2/3-ის უმ­რავ­ლე­სო­ბით, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს რო­გორც მო­სა­მარ­თლე წევრთა 2/3-მა, ისე არა­მო­სა­მარ­თლე წევრთა 2/3-მა უნდა და­უ­ჭი­როს. პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ელ­ჩოს ინ­სტრუქ­ცი­ა­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ნორ­მებს დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­რო­ში ანა­ლო­გი არა აქვს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მარ­ტი­ვად რომ გან­ვუ­მარ­ტოთ, ამ ინ­სტრუქ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ოპო­ზი­ცია იღებს სრულ კონ­ტროლს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა­სა და და­ნიშ­ვნა­ზე. ვერ­ცერ­თი მო­სა­მარ­თლე ვე­ღარ აირ­ჩე­ვა ან და­ი­ნიშ­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რაც ნიშ­ნავს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სის­ტე­მა­ში მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შეყ­ვა­ნას შეძ­ლებს. რას ნიშ­ნავს სა­ელ­ჩოს და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიერ მარ­თუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს 2004-12 წლებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ იწ­ვნია და ამის გა­მე­ო­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, წი­ნას­წა­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის, გი­რა­ო­სა და ჯა­რი­მის შე­ფარ­დე­ბის უმ­ძი­მე­სი სტა­ტის­ტი­კა 2004-12 წლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბა­სა და სის­ტე­მუ­რო­ბას უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ 2004 წელს სწო­რედ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მით­ვი­სე­ბით და­ი­წყო. ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ სა­ელ­ჩოს და ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ჰქონ­დათ სრუ­ლი ჰარ­მო­ნია იმ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის, რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნის, ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­წო­ლი­სა და ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს მე­ქა­ნიზ­მად იყო ქცე­უ­ლი.

გარ­და ამი­სა, სა­რა­ლი­ძის საქ­მემ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბელ ერთ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც კი ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი არე­უ­ლო­ბი­სა და რყე­ვე­ბის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია. ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად შე­უძ­ლია გან­სა­ჯოს, რის­თვის და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ სა­ელ­ჩო და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სის­ტე­მა­ში მათ მიერ შეყ­ვა­ნილ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მო­სა­მარ­თლეს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ დაბ­რუნ­დეს ის უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე იყო შექ­მნი­ლი.სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბა ნიშ­ნავს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში პო­ლი­ტი­კის შე­ტა­ნას, მო­სა­მარ­თლე­ებს შო­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა­სა და სის­ტე­მის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას. სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბას გან­ვი­თა­რე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში ანა­ლო­გი არა აქვს. ასეთ პი­რო­ბებ­ში, რა­ტომ იძ­ლე­ვა სა­ელ­ჩო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვი­თო­ბის შე­მო­ღე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ას, ვფიქ­რობთ, არ­ცთუ რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია.სა­ელ­ჩოს მე­სა­მე ინ­სტრუქ­ცია სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია. სა­ელ­ჩო, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, აცხა­დებს, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამი მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე - ნინო ბა­ქა­ქუ­რი, ეკა­ტე­რი­ნე გა­სი­ტაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ძლი­ე­რიშ­ვი­ლი უვა­დოდ უნდა იქ­ნენ არ­ჩე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იღე­ბენ. საბ­ჭოს და პარ­ლა­მენ­ტის მიერ კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­ელ­ჩოს ესო­დენ უხე­ში ჩა­რე­ვა საბ­ჭო­თა ცე­კა­საც კი შე­შურ­დე­ბო­და. აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­სა­მარ­თლე ნინო ბა­ქა­ქუ­რი მთელ სის­ტე­მა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არა­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლეა. რო­გორც გა­ირ­კვა, 2017 წლი­დან დღემ­დე მას ვა­დის დარ­ღვე­ვით 560 საქ­მე აქვს გან­ხი­ლუ­ლი, როცა სა­ელ­ჩოს მიერ რე­კო­მენ­დი­რე­ბულ­მა კი­დევ ერ­თმა მო­სა­მარ­თლემ, ზუ­რაბ ძლი­ე­რიშ­ვილ­მა იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ვა­დის დარ­ღვე­ვით მხო­ლოდ 1 საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. რაც კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ნინო ბა­ქა­ქურ­მა უკვე გან­ხი­ლულ საქ­მე­ებ­ზე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ერ­თთვი­ა­ნი ვადა 626 საქ­მი­დან 271 საქ­მე­ზე და­არ­ღვია, სა­ი­და­ნაც 213 საქ­მე­ზე მხა­რე­ე­ბი და­სა­ბუ­თე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ამა­ოდ ელი­ან. ასე­თი უდის­ციპ­ლი­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, რა გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ელ­ჩოს გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­პა­თი­ებს მო­სა­მარ­თლე ბა­ქა­ქუ­რის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად გან­სა­ჯოს. რო­დე­საც სა­ელ­ჩო, ერთი მხრივ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს და­კომ­პლექ­ტე­ბას აფერ­ხებს და მე­ო­რე მხრივ, ისე­თი მო­სა­მარ­თლის უვა­დოდ გან­წე­სე­ბას ითხოვს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ე­ბის დრო­ულ გან­ხილ­ვას სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის, მძაფ­რდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში კო­ლაფ­სის შექ­მნას სა­ელ­ჩო, სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, შეგ­ნე­ბუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს.რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნებს სა­ელ­ჩოს მიერ მო­სა­მარ­თლე ჩხიკ­ვა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლას და ადას­ტუ­რებს ჩვენს დას­კვნას, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფა სა­ელ­ჩოს­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, სა­ელ­ჩოს ორ მცდე­ლო­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და: პირ­ვე­ლი, ეს იყო ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და მე­ო­რე, იმა­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში შეღ­წე­ვა.სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და მას­ში შეღ­წე­ვის მი­ზანს სა­ელ­ჩოს მიერ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მთა­ვა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნოს - იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მაც ადას­ტუ­რებს. კლა­ნუ­რი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ელ­ჩოს შერ­ჩე­უ­ლი ყავს ათამ­დე ფა­ვო­რი­ტი მო­სა­მარ­თლე, რომ­ლე­ბიც ვი­ზი­ტე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის და­გეგ­მვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ზო­გა­დად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას, რაც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გვერ­დის ავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იკ­ვე­თე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა, რომ­ლის უკან ფა­ვო­რი­ტი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წრის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იკი­თხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა ელ­ჩის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი ვი­ზი­ტე­ბი სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ზუს­ტად იგი­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს სა­კი­თხე­ბი მკაცრ სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­წეს­რი­გე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რათა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კლა­ნუ­რი და სე­ლექ­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში ვერც სა­ელ­ჩომ და ვერც რო­მე­ლი­მე სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა სუ­ბი­ექ­ტმა ვერ შეძ­ლოს.ვფიქ­რობთ, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დათ­მო­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გად­მო­სა­ხე­დი­დან, პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის დათ­მო­ბა­ზე უა­რე­სია. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სცე­ნა­რი თე­ო­რი­უ­ლად რომ და­ვუშ­ვათ, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ მი­ით­ვი­სე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო სა­მუ­და­მო და გა­მო­უს­წო­რე­ბელ პრობ­ლე­მას მი­ი­ღებს. სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა აკონ­ტრო­ლებს, ნუ­ლო­ვა­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

P.S. ჩვე­ნი წინა გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­მო­იკ­ვე­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­ელ­ჩოს შე­ტე­ვის ახა­ლი ხაზი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად სა­ელ­ჩოს და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლო­ბის­ტის, თო­მას ილ­ვე­სის პი­რით გა­ახ­მო­ვა­ნეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ის ილ­ვე­სია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­გან აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში ომის და­წყე­ბას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვ­და. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ჩვენს გან­ცხა­დე­ბა­ზე სა­ელ­ჩოს ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია ჰქო­ნო­და, ახლა ისი­ნი ქვე­ყა­ნას, სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბის მო­გო­ნი­ლი სა­ბა­ბით, უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ით ემუქ­რე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, ჩვენს მიერ სა­ელ­ჩოს­თვის ნიღ­ბის ჩა­მოხ­სნამ და სი­მარ­თლის თქმამ მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მარ­თებთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე, რათა ქვე­ყა­ნამ შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბი აი­ცი­ლოს თა­ვი­დან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნ.ზ
44

სოციალურად დაუცველები.ბედოვლათები.უკუდო ხარიო კუდიანს ბუზს უგერიებდაო.

უპარტიო
5

მე ამ ოთხეულს, როგორც ახალ მოცემულობას გულისურით ვადევნებ თვალს, მაინტერესებს მათი რეალური მიზანი. დღემდე რაც დავინახე მათ შეკითხვები აქვთ ამერიკის ელჩთან საქართველოს მიმართებით მის კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებით თუ ვინმე ამას აღითქვამს ზეწოლად ის პოლიტიკურად უგუნური ან ანგაჟირებულია, შეკითხვის დასმა არ ნიშნავს ანტის, ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ეხლა ზემოაღნიშნული განცხადება სასამაღტლო რეფორმის საკითხზე ელჩის თუ საელჩოს პოზიციასთან დაკავშირებით, თუ უცხო ქვეყნის საელჩო პარლამენტს მიმართავს რაიმე რეკომენდაციით ეს ნორმალურია მაგრამ თუ პარლამენტს უდგენს რაღაც "დოკუმენტს" სასამ,ართლო რეფორმასთან დაკავშირებით და 'სასურველიას' ნაცვლად 60-ჯერ ციტირებს "უნდა' ეს პირადად მე საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ და საკანონმდებლო არგანოზე საქართველოს პარლამენტძე ზეწოლად აღვითქვი, ეს შესაძლოა ენჯეოების ან ოპოზიციურ პარტიათა მიერ შედგენილი "დოკუმენტი '' შევიდა საელჩოს გავლით პარლამენტში რაც ასევე სამწუხაროა, მაგრამ თუ ასეთი საელჩომ განახორციელა საკუთარი შეხედულებით ეს მარტივად არამეგობრული ქმედებაა და შესაბამისი ელჩის წარმომდგენი სახე4ლმწიფო უნდა გაერკვეს ამ ნიუანსებში. დამერწმუნეთ ამერიკამ და ევროპამ შეიძლება შეაფასოს ( და ასეც იქცევა) საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა გასცეს რეკომენდაციები, საკუთარი პოზიციის იძულებით თავს მოხვევას ''უნდა ''-ს არც საკუთარ თავს და არც პარტნიორ ქვეყანას არ აკადრებს. და ბოლოს მე არ ვუთანაგრძნობ არცერთ პოლიტიკურ ძალას ველი ახალი სახეების გამოჩენას. ამ ოთხეულს ვაკვირდები, დიპლომატიაში ნამდვილად არ ბრჭყინავენ , მაგრამ "ანტიდასავლურ "იარლიყს რომ აწებებენ უსაფუძვო- უარგუმენტოდ ფაქტია გარკვეული ზალები უფრთხიან მათ პოლიტიაში შემოსვლას. ჩვენ წინაპარს უთქვამს "აღდგომა და ხვალეო" ჩვენც თვალი ვადევნოთ მოვლენებს, ზოგი რამის სააშკარაოზე გამოტანა ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას ვიცი წაადგება, ისიც უდავოა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ანა- ბანაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

"ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული ისევ ანტიდასავლური პათოსით გაჟღენთილ განცხადებას ავრცელებს და ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

"ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა“ ავრცელებს."დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა "უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს "რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ასეთ დოკუმენტს არა "რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ "ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს. რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას.

სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.რადგან კონსტიტუციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული.

ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია.საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს.

საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული.

გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია.საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

P.S. ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.