მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს
მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ქო­ბუ­ლეთ­ში, 21 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბას წინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი უძღო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი კლუბ "ჰა­ვა­ნა­ში“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­რძელ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მოკ­ლუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი რე­ვაზ ლომ­სა­ძე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით დაჭ­რა.

ქო­ბუ­ლე­თის რე­გი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სის­ხლის მა­სი­უ­რი და­ნა­კარ­გით შე­იყ­ვა­ნეს, მას ჩა­უ­ტარ­და გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, თუმ­ცა გარ­დაც­ვლილს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბა, სა­ზარ­დუ­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი ხა­შუ­რი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი გო­რის მკვიდ­რია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგებით------დაკიდებულები
2

გაგებით მოეკიდეთ,საქართველოა.

ეხხ
1

დაალომბარდებდა და სლოტებში შეტენიდა ერთ საათში.

ავტორი:

მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ქობულეთში, 21 წლის მამაკაცის მკვლელობას წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი კლუბ "ჰავანაში“ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოკლულის მობილური ტელეფონის მითვისებას ცდილობდა.

გარდაცვლილი რევაზ ლომსაძე, რომელიც ბრალდებულმა დანით დაჭრა.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში "აჭარის ტელევიზიას" განუცხადეს, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში, სისხლის მასიური დანაკარგით შეიყვანეს, მას ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა გარდაცვლილს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, საზარდულის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ხაშურიდან ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, ხოლო ბრალდებული გორის მკვიდრია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.