მინდა დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დავით არახამიას განცხადებები არამეგობრულია და ის "ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს იმეორებს.
"ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, მთელი ამ თვეების განმავლობაში თავს ვიკავებთ, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც რეალურად იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები. როცა უკრაინაში ომია, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს და მინდა მას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის 14-წლის თავზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ქვეყანასთან მიმართებაშიც არ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.
იხილეთ ასევე:
ერთი ფაქტია გაგანია ომში ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს რუსეთი შენი დაუძინებელი მტერიც და ამ დროს შენ იმის შეგნებაც არა გაქვს ჩვენი მთავრობა მყავს მხედველობაში, რომ უკრაინა და მისი ხელმძღვანელები გალანძღო როგორიც არ გინდა მტყუანები იყვნენ, შენ წინაშე, ეს არის ლაჩრობა და გინდა არგინდა რუსების გვერდში დგომა!!
ელემენტარული ღირსება არ გააჩნია , ნამუსგაყიდულია და ასეთებად აგვიქვამს მთელს ერს , შურაცხყოფას გვაყენებს ყველას-წესია შენებურს გვერდით ედგა მომხდური როცა თუნდაც მტყუანს უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ კი არა, საფუძვლიანად ესხმოდეს თავს არამართალს და დამნაშავეს , გინდა მიშასავით სისხლისმსმელი იყოს, ეს გვეუბნება გაიწიეთ განზე , თქვენ კარგად იქნებით , ჩვენ მარტო ბიძოს გავპუტავთო , თვენც იხეირებთ , ჩვენცო , ამას ამბობს ეს იაფფაიანი ნაძირალა და გგონიათ ვისაც ემსახურება იმან არ იცის ეს რა გამყიდველი უგვანო არსებაა , თუ ალექსანდრეა აუცილებლად დაკიდებს დარიოსის გამყიდველებს და თუ ამასავით ახვარამიაა ჩვენ უნდა დავიკიდოთ ! თხუნელაა, ასეთებია სამშობლოს გამყიდველები ! უპირო და უპიროვნებო , სახე მლიქვნელის , მითხარით ამ ლაჩარს ვაჟკაცის გამოხედვა აქვს ? ამასთან ერთად დადიან დაზვერვაზე ? ხომ იქვე გაყიდის ეს მათხოვარი ესა , მძორზე მისული სვავი , ან უარესი, ტურა !?