სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის ტყვეობაში "აზოვსტალიდან“ 131 უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება" - უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი
"რუსეთის ტყვეობაში "აზოვსტალიდან“ 131 უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება" - უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი

მა­რი­უ­პო­ლის ქარ­ხა­ნა "აზოვსტა­ლი­დან“ რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში ამ­ჟა­მად 130-ზე მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი ჯა­რის­კა­ცი იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, ირი­ნა ვე­რეშ­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და.

"აზოვსტა­ლი­დან გვყავს 131 ქალი, მათ შო­რის არი­ან აზო­ვის პოლ­კის მსა­ხურ­ნი, სამ­ხედ­რო ექი­მე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, სა­ზღვაო ქვე­ით­თა 36-ე ბრი­გა­და, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ე­ლე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და სხვა ფორ­მი­რე­ბე­ბი“, - დას­ძი­ნა მან.

ვე­რეშ­ჩუკ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა შე­ეც­დე­ბა მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და სთხო­ვა მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს რუ­სე­თის არა­სა­თა­ნა­დო ქმე­დე­ბებს სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16-20 მა­ისს მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლებ­მა "აზოვსტა­ლი“ და­ტო­ვეს, რის შემ­დე­გაც რუ­სე­თის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. რუ­სუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­ხა­ნა 2439-მა მებ­რძოლ­მა და­ტო­ვა. "წი­თე­ლი ჯვრის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბად და­ა­რე­გის­ტრი­რეს.

იმედა
4

ცოცხალი თუ მკვდარი გმირები არიან.

ავტორი:

"რუსეთის ტყვეობაში "აზოვსტალიდან“ 131 უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება" - უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი

"რუსეთის ტყვეობაში "აზოვსტალიდან“ 131 უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება" - უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი

მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალიდან“ რუსეთის ტყვეობაში ამჟამად 130-ზე მეტი უკრაინელი ქალი ჯარისკაცი იმყოფება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"აზოვსტალიდან გვყავს 131 ქალი, მათ შორის არიან აზოვის პოლკის მსახურნი, სამხედრო ექიმები, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, ეროვნული გვარდიელები, შეიარაღებული ძალები და სხვა ფორმირებები“, - დასძინა მან.

ვერეშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეეცდება მათ გათავისუფლებას და სთხოვა მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაპყროს რუსეთის არასათანადო ქმედებებს სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ 16-20 მაისს მარიუპოლის დამცველებმა "აზოვსტალი“ დატოვეს, რის შემდეგაც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. რუსული მხარის ინფორმაციით, ქარხანა 2439-მა მებრძოლმა დატოვა. "წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა უკრაინელი დამცველები სამხედრო ტყვეებად დაარეგისტრირეს.