სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსალოდნელია საწვავის ფასების შემცირება? - რაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა საწვავის მსხვილ რეალიზატორებთან?
მოსალოდნელია საწვავის ფასების შემცირება? -   რაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა საწვავის მსხვილ რეალიზატორებთან?

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი დღეს საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი მსხვი­ლი ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ და მათ­თან ერ­თად ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­შიც ასე­ვე კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბი, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­კი­თხე­ბი და მარ­ჟე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, საწ­ვა­ვის ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქსე­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი­სა და ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის, ასე­ვე საწ­ვა­ვით მო­მა­რა­გე­ბის იაფი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვა­ვის არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა, კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და გა­ნი­ხი­ლავს მაქ­სი­მა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შეხ­ვედ­რა­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე იყოს უფრო მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცია და კომ­პა­ნი­ებ­თან გაგ­რძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა იმ სა­კი­თხებ­ზე, თუ რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა და რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ მსხვილ კომ­პა­ნი­ებს ბევ­რად უფრო მი­სა­ღე­ბი ფა­სით შეს­თა­ვა­ზონ საწ­ვა­ვი მომ­ხმა­რებ­ლებს.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბას მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ მიმ­დი­ნა­რე თვის ბო­ლოს­თვის გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
0

დღედაღამე ხალხზე ზრუნავენ

გიორგი
1

ვაიმე რა გვეშველება დარჩენილ ფულს რა უნდა ვუყოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მოსალოდნელია საწვავის ფასების შემცირება? - რაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა საწვავის მსხვილ რეალიზატორებთან?

მოსალოდნელია საწვავის ფასების შემცირება? -   რაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა საწვავის მსხვილ რეალიზატორებთან?

ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.

მათივე ცნობით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს.

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.

მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.