სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ" - რუსა მორჩილაძე შემოქმედებაზე, ცხოვრებასა და სმენის პრობლემებზე, რომელსაც გაუმკლავდა
"მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ" - რუსა მორჩილაძე შემოქმედებაზე, ცხოვრებასა და სმენის პრობლემებზე, რომელსაც გაუმკლავდა

ამ­ჯე­რად ბა­თუმ­შია, ის­ვე­ნებს, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად კონ­ცერ­ტე­ბიც აქვს, 10 აგ­ვის­ტოს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ამ­ბობს, რომ დას­ვე­ნე­ბას მშვე­ნივ­რად შე­უ­თავ­სა ეს სა­კონ­ცერ­ტო სამ­ზა­დი­სი...

კომ­პო­ზი­ტორ რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სიმ­ღე­რე­ბის რი­ცხვმა თით­ქმის 5000-ს მი­აღ­წია და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰი­ტია. ამ­ბობს, რომ 25 წლის და­წე­რი­ლე­ბი, ახალ თა­ო­ბა­საც მოს­წონს და კონ­ცერ­ტებ­ზე მათ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა... მოკ­ლედ, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მსმე­ნე­ლამ­დე ახ­ლოს მი­ვი­და. მან ეს შეძ­ლო...

ბევ­რმა არც იცის, რომ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, მათ შო­რის სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სმე­ნის პრობ­ლე­მებს, ეს არ არის ახა­ლი ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მჭირ­დე­ბო­და, ანუ სმე­ნა, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა. ამ და­ა­ვა­დე­ბას ჰქვია ოტოსკლე­რო­ზი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მა­ნამ­დე არც მსმე­ნია. ის ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და ორი­ვე ყურ­ში და თით­ქმის სა­მოც­და­ა­თი პრო­ცენ­ტით და­მაკ­ლდა ყურ­თას­მე­ნა. თა­ვი­დან ვა­ტყობ­დი ცოტ-ცოტა პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან რომ შევ­წუხ­დი ჩემ­მა მე­ბო­ბარ­მა სულ ძა­ლის­ძა­ლით მო­მიგ­ვა­რა ყვე­ლა­ფე­რი და გა­მიშ­ვა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც გა­ვი­კე­თე ორი­ვე ყურ­ში ოპე­რა­ცია და ამ­ჟა­მად მაქვს იმპლან­ტე­ბი. ახლა კარ­გი სმე­ნა მაქვს..." - ამ­ბობს რუსა მორ­ჩი­ლა­ძე ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში.

მისი ცხოვ­რე­ბა და ბრძო­ლა მარ­თლაც სა­მა­გა­ლი­თოა.

კომ­პო­ზი­ტო­რი, ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რუსა მორ­ჩი­ლა­ძე ambebi.ge-ს სტუ­მა­რია და ჩვენს კი­თხვებს გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხებს.

- ალ­ბათ, ერთი ხელი გვე­ყო­ფა იმ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ჩა­მო­სათ­ვლე­ლად, ვი­საც ბოლო 20 წე­ლი­წად­ში ამ­დე­ნი სიმ­ღე­რა აქვს შექ­მნი­ლი, რო­გორც თქვენ...

- თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, ერთი ხე­ლიც არ არის სა­ჭი­რო, ერთი თი­თიც გე­ყო­ფათ, რად­გა­ნაც სა­სიმ­ღე­რო ჟანრ­ში ჩემ­ზე მეტი სიმ­ღე­რა მარ­თლა არა­ვის და­უ­წე­რია, თო­რემ კლა­სი­კუ­რი ფორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სხვებს მე­ტიც ჰქონ­დეთ. კი, ეს სი­მარ­თლეა - სა­სიმ­ღე­რო ჟანრ­ში ჩემ­ზე მეტი ნამ­დვი­ლად არა­ვის შე­უქ­მნია...

- რო­დის მო­დის მუზა და როცა მო­დის, სიმ­ღე­რა მა­შინ­ვე იწე­რე­ბა?

- მუზა მა­შინ მო­დის, როცა არის იდეა. როცა რა­ი­მე­ზე ვბრაზ­დე­ბი, რა­ი­მე მი­ხა­რია, - ეს ჩემ­თვის რა­ღა­ცის შექ­მნის სა­წყი­სი, იმ­პულ­სი და გარ­კვე­უ­ლი ფლუ­ი­დია. ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში კი იდე­აა იმის­თვის, რომ სიმ­ღე­რა დავ­წე­რო. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცა­ზე ვი­დარ­დო და ამა­ზე აე­წყოს მთე­ლი ამ­ბა­ვი, ფი­ლო­სო­ფია. ეს ხომ იდე­ე­ბია? შეკ­ვე­თაც იდე­აა. ამ დროს მო­დის რა­ღაც ბგე­რე­ბის "სიგ­ნა­ლი“, რაც მერე ტვინ­ში იხარ­შე­ბა და შე­საძ­ლოა, 6 თვის, ერთი წლის მერე დავ­წე­რო. ისე, არ არის, რომ იდე­ას ღვე­ძე­ლი­ვით ვა­ცხობ. რო­გორც ვთქვი, ეს იმ­პულ­სე­ბი, ფლუ­ი­დე­ბი, იდე­ე­ბია... მუ­სი­კა ჩემ­ში ღრმა ბავ­შვო­ბა­ში გაჩ­ნდა. იმ წლებ­ში მუ­ზე­ბი ჩემ­თან თა­ვის­თა­ვად და­ბო­დი­ა­ლობ­დნენ, მაგ­რამ უკვე იმ ასაკ­ში, როცა შენ­ში რა­ღა­ცე­ბი წყნარ­დე­ბა და ბა­ლანსდე­ბა, ყვე­ლა­ფერს ალა­გებ და უკვე იდე­ე­ბის დო­ნე­ზეც და­დი­ხარ.

- კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში იფიქ­რებ­დით, რომ ასე­თი აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა გექ­ნე­ბო­დათ?

- ერთი წლის ასა­კი­დან გა­მო­მივ­ლე­ნია მუ­სი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვმღე­რო­დი, ოჯახ­შიც სულ კარ­გი მუ­სი­კა მეს­მო­და... ასე რომ, რაც შემ­დგომ გა­ვა­კე­თე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თის სა­ჩუქ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... პრო­ფე­სი­ა­ში სიღ­რმე­ე­ბის, მი­მარ­თუ­ლე­ბის და სირ­თუ­ლე­ე­ბის არ მე­ში­ნია.

- ე.ი. ბავ­შვო­ბა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად წარ­მო­სად­გე­ნი იყო შემ­დგო­მი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა?

- არ მი­ფიქ­რია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა უნდა მქო­ნო­და. თვით­დი­ნე­ბით ვმღე­რო­დი, ღვთის­გან ნა­ჩუ­ქა­რი ნიჭი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, ასე არ მე­მოქ­მე­და. უბ­რა­ლოდ, სულ დი­ნა­მი­კა­ში ვი­ყა­ვი და კა­რი­ე­რა­ზე არ მიზ­რუ­ნია. ჩემს ამ პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე იმ მომ­ღერ­ლებ­მა იზ­რუ­ნეს, ვინც ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ. ისი­ნი გა­ჩე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა, მე­ზარ­მა­ცა და ამ­დე­ნი არ და­მე­წე­რა.

- რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ მომ­ღერ­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც თქვენს სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს?

- სმე­ნა, რიტ­მი, გული, ნა­მუ­სი, სინ­დი­სი, ადა­მი­ა­ნო­ბა, გე­მოვ­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეს. ბევ­რი რამ არის, რაც მას სჭირ­დე­ბა...

- მომ­ღერ­ლის­თვის სიმ­ღე­რა­ზე უარი გით­ქვამთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- სწყე­ნია?

- ალ­ბათ, არ ვიცი... კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რიც არ ყო­ფი­ლა, - ვნა­ხოთ, ასე­თი ყო­ფი­ლა ჩემი პა­სუ­ხი და მერე არ და­მი­წე­რია. ვის­ზეც არ მომ­დის სურ­ვი­ლი, რომ დავ­წე­რო, ძა­ლით ვერ დავ­წერ, არ შე­მიძ­ლია.

- იმ ადა­მი­ანს წყე­ნა თუ გა­მო­უ­ხა­ტავს, უგ­რძნო­ბი­ნე­ბია თუ არც შე­უმ­ჩნე­ვია?

- არა, არა­ვის ვერ­ჩი, ის ადა­მი­ა­ნი შემ­დეგ­ში, შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც პრო­დი­უ­სერს, სხვა პრო­ექ­ტში ჩა­მირ­თავს. ყვე­ლას ხომ ვერ ექ­ნე­ბა შენი სიმ­ღე­რა. ხომ ასეა?!

- კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით რა­მეს ხომ არ ნა­ნობთ?

- კი, ვნა­ნობ, - უნდა მემ­ღე­რა და პა­რა­ლე­ლუ­რად მე­წე­რა. მე წერა ავირ­ჩიე, არა­და, პი­რი­ქით უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ჩემ­მა ოჯახ­მა და მის­მა მო­თხოვ­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, იმ რე­ა­ლო­ბამ, რა­შიც ვცხოვ­რობ­დი. მა­შინ ასე იყო სა­ჭი­რო, ასე იყო კომ­ფორ­ტუ­ლი და გა­მო­სა­ვა­ლიც ეს იყო, რომ ჩემს პრო­ფე­სი­ას სულ არ ჩა­მოვ­შო­რე­ბო­დი.

- მგო­ნი, არც არა­ფე­რი დაგკლე­ბი­ათ...

- არა, წლე­ბი სახ­ლში ვი­ჯე­ქი და ჩემს სიმ­ღე­რებს არ ვმღე­რო­დი. არ იყო სწო­რი ნა­ბი­ჯი. ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო.

- ამ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა.

- არა, ახლა აღარ...

- ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს?

- ასე მგო­ნია.

- რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მუ­სი­კა და ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი, რა იქ­ნე­ბო­და?

- ვიქ­ნე­ბო­დი პე­და­გო­გი, თუ მო­ვა­ხერ­ხებ­დი, სა­ვაჭ­რო ქსე­ლის მე­პატ­რო­ნეც, იმი­ტომ, რომ მიყ­ვარს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლე­ბი, - ბავ­შვო­ბა­ში ამა­ზე მი­ოც­ნე­ბია. ექი­მო­ბაც მინ­დო­და, არ­ტის­ტო­ბაც... ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მუ­სი­კამ არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და რო­გორც ვთქვი, ძი­რი­თა­დად მომ­ღერ­ლებ­მა...

- მუ­სი­კის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­დის მი­ი­ღეთ?

- ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი წლი­დან... ასე გა­მო­ვი­და...

- ხომ არ ხა­ტავთ? ეს ნი­ჭიც ხომ არ გქვთ?

- ძა­ლი­ან მინ­და, ვხა­ტავ­დე, ვცეკ­ვავ­დე და ვერც ერთს ვა­კე­თებ. ეს ნი­ჭე­ბი არ მაქვს. მან­ქა­ნის ტა­რე­ბაც არ ვიცი... სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს ვნა­ნობ, რაც არ ვიცი...ბევ­რი ენა რომ ვერ შე­ვის­წავ­ლე, ბევ­რი შვი­ლი რომ არ გა­ვა­ჩი­ნე, - ესეც სი­ნა­ნულს მგვრის. იმ­დე­ნი სი­ნა­ნუ­ლე­ბი მაქვს... კი, ყვე­ლა შეც­დო­მას ვნა­ნობ, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­მი­დე­ნია. რომ მე­კი­თხე­ბი­ან, ახ­ლი­დან და­ი­წყებ­დიო? და­ვი­წყებ­დი.

- და რით და­ი­წყებ­დით?

- პირ­ვე­ლი, რი­თაც და­ვი­წყებ­დი, ქმარ-შვი­ლი იგი­ვე უნდა მყავ­დეს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად წა­ვიყ­ვან­დი ცხოვ­რე­ბას, ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბით და ნაკ­ლე­ბი გან­საც­დე­ლე­ბით მო­ვა­ხერ­ხებ­დი იმას, მეტი სა­სი­ხა­რუ­ლო, ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი ყო­ფი­ლი­ყო...

- ამას ხომ ადა­მი­ანს გა­მოც­დი­ლე­ბა აძ­ლევს?

- კი, მაგ­რამ როცა ჭკუა გაქვს, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შეც სხვის მა­გა­ლი­თებ­ზე, წიგ­ნებ­ზე, ფილ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­გიძ­ლია, არ გა­ი­მე­ო­რო, ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თო, დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნო, ისე იცხოვ­რო, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე არ "და­ი­ხიო“ ნერ­ვე­ბი.

- ქმარ-შვი­ლი ახ­სე­ნეთ. მომ­თხოვ­ნი დედა ხართ?

- რო­გორც ყვე­ლა დე­დას, ჩემი შვი­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი მინ­და. რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მაძ­ლევს, რომ ვუ­თხრა და ვურ­ჩიო, იქამ­დე მივ­დი­ვარ, მე­ტად არ ვა­წუ­ხებ...

- თქვენ­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და გე­მოვ­ნე­ბა რას ნიშ­ნავს?

- ჩემ­თვის გე­მოვ­ნე­ბა ნიშ­ნავს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეს, გა­რეგ­ნუ­ლად, გან­ვი­თა­რე­ბით, მა­ნე­რე­ბით, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, თვი­სე­ბე­ბით, მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით...

- რო­გორც ერთ-ერთი გა­და­ცე­მი­დან შე­ვი­ტყვეთ, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა გა­და­გი­ტა­ნი­ათ... ამა­ზე იქ ისა­უბ­რეთ...

- კი, ავად ვი­ყა­ვი. კა­პი­ლა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მა მქონ­და, ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, იო­დიც დავ­ლიე და ახლა კარ­გად ვარ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ იყო...სა­ერ­თოდ, 4 ოპე­რა­ცია მაქვს სულ გა­კე­თე­ბუ­ლი, და­სა­მა­ლიც არა­ფე­რია, მაგ­რამ ამა­ზე კი­დევ სა­უ­ბა­რი აღარ მინ­და... მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ჩემი და­ა­ვა­დე­ბა ჩემი ხა­სი­ა­თის და ემო­ცი­ე­ბის ბრა­ლია... კი, მძი­მე სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფი­ზი­კუ­რი ტან­ჯვა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ ფეხ­ზე ვდგა­ვარ…

ღვთის წყა­ლო­ბით, მინ­და, ყო­ვე­ლი დღე ბედ­ნი­ე­რი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lლერი
12

5000 სიმღერას 5000 დღე უნდა .. ყოჩაღ შენს მუზებს ანუ ყველა მესამე დღეს ეს ქალი თუ ახალ სიმღერას წერს ყოჩაღ. და მეორე კითხვა სადაა ეს 5000 სიმღერა? ერთი მაინც არ ვიცით???

გელა
12

ერთი ლილიკო ნემსაძის ,, თბილისის მზეს" ფორტეს შესრულებით ჯობია მთელ თქვენს შემოქმედებას ქალბატონო რუსუდან!

ავტორი:

"მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ" - რუსა მორჩილაძე შემოქმედებაზე, ცხოვრებასა და სმენის პრობლემებზე, რომელსაც გაუმკლავდა

"მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ" - რუსა მორჩილაძე შემოქმედებაზე, ცხოვრებასა და სმენის პრობლემებზე, რომელსაც გაუმკლავდა

ამჯერად ბათუმშია, ისვენებს, თუმცა პარალელურად კონცერტებიც აქვს, 10 აგვისტოს მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამბობს, რომ დასვენებას მშვენივრად შეუთავსა ეს საკონცერტო სამზადისი...

კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერების რიცხვმა თითქმის 5000-ს მიაღწია და მათი უმრავლესობა ჰიტია. ამბობს, რომ 25 წლის დაწერილები, ახალ თაობასაც მოსწონს და კონცერტებზე მათზე დიდი მოთხოვნაა... მოკლედ, თავისი შემოქმედებით მსმენელამდე ახლოს მივიდა. მან ეს შეძლო...

ბევრმა არც იცის, რომ ყველასთვის საყვარელმა კომპოზიტორმა არაერთი დაავადება დაამარცხა, მათ შორის სმენის პრობლემები.

"რაც შეეხება სმენის პრობლემებს, ეს არ არის ახალი ამბავი, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა, ანუ სმენა, მასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი, რომლის შესახებაც მანამდე არც მსმენია. ის ეტაპობრივად განვითარდა ორივე ყურში და თითქმის სამოცდაათი პროცენტით დამაკლდა ყურთასმენა. თავიდან ვატყობდი ცოტ-ცოტა პრობლემებს, მაგრამ ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი ჩემმა მებობარმა სულ ძალისძალით მომიგვარა ყველაფერი და გამიშვა გერმანიაში, სადაც გავიკეთე ორივე ყურში ოპერაცია და ამჟამად მაქვს იმპლანტები. ახლა კარგი სმენა მაქვს..." - ამბობს რუსა მორჩილაძე ერთ-ერთ გადაცემაში.

მისი ცხოვრება და ბრძოლა მართლაც სამაგალითოა.

კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი რუსა მორჩილაძე ambebi.ge-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს გულწრფელად უპასუხებს.

- ალბათ, ერთი ხელი გვეყოფა იმ კომპოზიტორების ჩამოსათვლელად, ვისაც ბოლო 20 წელიწადში ამდენი სიმღერა აქვს შექმნილი, როგორც თქვენ...

- თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, ერთი ხელიც არ არის საჭირო, ერთი თითიც გეყოფათ, რადგანაც სასიმღერო ჟანრში ჩემზე მეტი სიმღერა მართლა არავის დაუწერია, თორემ კლასიკური ფორმები შეიძლება, სხვებს მეტიც ჰქონდეთ. კი, ეს სიმართლეა - სასიმღერო ჟანრში ჩემზე მეტი ნამდვილად არავის შეუქმნია...

- როდის მოდის მუზა და როცა მოდის, სიმღერა მაშინვე იწერება?

- მუზა მაშინ მოდის, როცა არის იდეა. როცა რაიმეზე ვბრაზდები, რაიმე მიხარია, - ეს ჩემთვის რაღაცის შექმნის საწყისი, იმპულსი და გარკვეული ფლუიდია. ყველაფერი ჯამში კი იდეაა იმისთვის, რომ სიმღერა დავწერო. შეიძლება, რაღაცაზე ვიდარდო და ამაზე აეწყოს მთელი ამბავი, ფილოსოფია. ეს ხომ იდეებია? შეკვეთაც იდეაა. ამ დროს მოდის რაღაც ბგერების "სიგნალი“, რაც მერე ტვინში იხარშება და შესაძლოა, 6 თვის, ერთი წლის მერე დავწერო. ისე, არ არის, რომ იდეას ღვეძელივით ვაცხობ. როგორც ვთქვი, ეს იმპულსები, ფლუიდები, იდეებია... მუსიკა ჩემში ღრმა ბავშვობაში გაჩნდა. იმ წლებში მუზები ჩემთან თავისთავად დაბოდიალობდნენ, მაგრამ უკვე იმ ასაკში, როცა შენში რაღაცები წყნარდება და ბალანსდება, ყველაფერს ალაგებ და უკვე იდეების დონეზეც დადიხარ.

- კარიერის დასაწყისში იფიქრებდით, რომ ასეთი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გექნებოდათ?

- ერთი წლის ასაკიდან გამომივლენია მუსიკის მიმართ ინტერესი. პატარაობიდან ვმღეროდი, ოჯახშიც სულ კარგი მუსიკა მესმოდა... ასე რომ, რაც შემდგომ გავაკეთე, ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქრის დამსახურებაა... პროფესიაში სიღრმეების, მიმართულების და სირთულეების არ მეშინია.

- ე.ი. ბავშვობაში მეტ-ნაკლებად წარმოსადგენი იყო შემდგომი მუსიკალური კარიერა?

- არ მიფიქრია, რომ წარმატებული კარიერა უნდა მქონოდა. თვითდინებით ვმღეროდი, ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭი იმის საშუალებას არ მაძლევდა, ასე არ მემოქმედა. უბრალოდ, სულ დინამიკაში ვიყავი და კარიერაზე არ მიზრუნია. ჩემს ამ პროდუქტიულობაზე იმ მომღერლებმა იზრუნეს, ვინც ჩემს სიმღერებს მღეროდნენ. ისინი გაჩერების საშუალებას არ მაძლევდნენ, თორემ მე შეიძლება, მეზარმაცა და ამდენი არ დამეწერა.

- რა მოთხოვნები გაქვთ მომღერლის მიმართ, რომელიც თქვენს სიმღერას ასრულებს?

- სმენა, რიტმი, გული, ნამუსი, სინდისი, ადამიანობა, გემოვნება უნდა ჰქონდეს. ბევრი რამ არის, რაც მას სჭირდება...

- მომღერლისთვის სიმღერაზე უარი გითქვამთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- სწყენია?

- ალბათ, არ ვიცი... კატეგორიული უარიც არ ყოფილა, - ვნახოთ, ასეთი ყოფილა ჩემი პასუხი და მერე არ დამიწერია. ვისზეც არ მომდის სურვილი, რომ დავწერო, ძალით ვერ დავწერ, არ შემიძლია.

- იმ ადამიანს წყენა თუ გამოუხატავს, უგრძნობინებია თუ არც შეუმჩნევია?

- არა, არავის ვერჩი, ის ადამიანი შემდეგში, შეიძლება, როგორც პროდიუსერს, სხვა პროექტში ჩამირთავს. ყველას ხომ ვერ ექნება შენი სიმღერა. ხომ ასეა?!

- კარიერული თვალსაზრისით რამეს ხომ არ ნანობთ?

- კი, ვნანობ, - უნდა მემღერა და პარალელურად მეწერა. მე წერა ავირჩიე, არადა, პირიქით უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ეს ჩემმა ოჯახმა და მისმა მოთხოვნებმა განაპირობა, იმ რეალობამ, რაშიც ვცხოვრობდი. მაშინ ასე იყო საჭირო, ასე იყო კომფორტული და გამოსავალიც ეს იყო, რომ ჩემს პროფესიას სულ არ ჩამოვშორებოდი.

- მგონი, არც არაფერი დაგკლებიათ...

- არა, წლები სახლში ვიჯექი და ჩემს სიმღერებს არ ვმღეროდი. არ იყო სწორი ნაბიჯი. ღმერთი რომ დაგაჯილდოებს და ერთხელ მოგცემს სიცოცხლეს, როგორც საჭიროა, უნდა გამოიყენო და წლები სახლში არ უნდა გაატარო.

- ამ შეცდომის გამოსწორება ახლაც შეიძლება.

- არა, ახლა აღარ...

- ყველაფერს თავისი დრო აქვს?

- ასე მგონია.

- რომ არ ყოფილიყო მუსიკა და ღვთისგან ბოძებული მუსიკალური ნიჭი, რა იქნებოდა?

- ვიქნებოდი პედაგოგი, თუ მოვახერხებდი, სავაჭრო ქსელის მეპატრონეც, იმიტომ, რომ მიყვარს ეს ურთიერთობა, მაღაზიების ქსელები, - ბავშვობაში ამაზე მიოცნებია. ექიმობაც მინდოდა, არტისტობაც... ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მუსიკამ არ მომცა საშუალება და როგორც ვთქვი, ძირითადად მომღერლებმა...

- მუსიკის სასარგებლოდ გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

- ფაქტობრივად, ერთი წლიდან... ასე გამოვიდა...

- ხომ არ ხატავთ? ეს ნიჭიც ხომ არ გქვთ?

- ძალიან მინდა, ვხატავდე, ვცეკვავდე და ვერც ერთს ვაკეთებ. ეს ნიჭები არ მაქვს. მანქანის ტარებაც არ ვიცი... საერთოდ, ყველაფერს ვნანობ, რაც არ ვიცი...ბევრი ენა რომ ვერ შევისწავლე, ბევრი შვილი რომ არ გავაჩინე, - ესეც სინანულს მგვრის. იმდენი სინანულები მაქვს... კი, ყველა შეცდომას ვნანობ, რაც ცხოვრებაში ჩამიდენია. რომ მეკითხებიან, ახლიდან დაიწყებდიო? დავიწყებდი.

- და რით დაიწყებდით?

- პირველი, რითაც დავიწყებდი, ქმარ-შვილი იგივე უნდა მყავდეს, მაგრამ სხვანაირად წავიყვანდი ცხოვრებას, ნაკლები ემოციებით და ნაკლები განსაცდელებით მოვახერხებდი იმას, მეტი სასიხარულო, ბედნიერი დღეები ყოფილიყო...

- ამას ხომ ადამიანს გამოცდილება აძლევს?

- კი, მაგრამ როცა ჭკუა გაქვს, გამოცდილების გარეშეც სხვის მაგალითებზე, წიგნებზე, ფილმებზე დაყრდნობით, შეგიძლია, არ გაიმეორო, ანალიზი გააკეთო, დასკვნა გამოიტანო, ისე იცხოვრო, რომ ახალგაზრდობაშივე არ "დაიხიო“ ნერვები.

- ქმარ-შვილი ახსენეთ. მომთხოვნი დედა ხართ?

- როგორც ყველა დედას, ჩემი შვილისთვის მაქსიმალური სიკეთეები მინდა. რის საშუალებასაც მაძლევს, რომ ვუთხრა და ვურჩიო, იქამდე მივდივარ, მეტად არ ვაწუხებ...

- თქვენთვის გემოვნებიანი ადამიანი და გემოვნება რას ნიშნავს?

- ჩემთვის გემოვნება ნიშნავს ლანა ღოღობერიძეს, გარეგნულად, განვითარებით, მანერებით, მსოფლმხედველობით, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებით, თვისებებით, მისი შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი ცხოვრებით...

- როგორც ერთ-ერთი გადაცემიდან შევიტყვეთ, მძიმე ავადმყოფობა გადაგიტანიათ... ამაზე იქ ისაუბრეთ...

- კი, ავად ვიყავი. კაპილარული კარცინომა მქონდა, ოპერაცია გავიკეთე, იოდიც დავლიე და ახლა კარგად ვარ. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო...საერთოდ, 4 ოპერაცია მაქვს სულ გაკეთებული, დასამალიც არაფერია, მაგრამ ამაზე კიდევ საუბარი აღარ მინდა... მიმაჩნია, რომ ყველა ჩემი დაავადება ჩემი ხასიათის და ემოციების ბრალია... კი, მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ…

ღვთის წყალობით, მინდა, ყოველი დღე ბედნიერი იყოს.