პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს მსოფლიოს ეძინა - თუ უგულვებელყოფ, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მხოლოდ უფრო მოაშიებს" - ადამ კირზინგერი
"2008 წელს მსოფლიოს ეძინა - თუ უგულვებელყოფ, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მხოლოდ უფრო მოაშიებს" - ადამ კირზინგერი

"მგო­ნია, ძა­ლი­ან გულბრყვი­ლოდ არ­სე­ბობ­და იმის იმე­დი, რომ რუ­სე­თი წა­ი­ღებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წილს, ამით დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და და შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა", - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა ადამ კინ­ზინ­გერ­მა "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­შიც ის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე სა­უბ­რობს.

  • კონ­გრეს­მე­ნის შე­ფა­სე­ბით, "2008 წელს მსოფ­ლი­ოს ეძი­ნა“, რად­გან ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ზე იყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ თუ თავს ისე და­ი­ჭერ, თით­ქოს შეჭ­რა არ მომ­ხდა­რა, ეს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თავ­დამ­სხმელს და მას კი­დევ უფრო მო­ა­ში­ებს.

"და­სავ­ლეთ­მა ვერ გა­ი­გო ის, რისი გა­გე­ბაც მათ მო­უხ­დათ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჰიტ­ლე­რის შემ­თხვე­ვა­ში, რომ ვერ და­ა­ო­კებ იმას, ვი­საც და­უ­ო­კე­ბე­ლი მადა აქვს. ამის გა­სა­გე­ბად და­სავ­ლეთს დას­ჭირ­და, რომ ენა­ხა, რო­გორ გა­ნახ­ლდა ომი უკ­რა­ი­ნა­ში. ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის თქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა. ეტა­პობ­რი­ვად, ამან ბევ­რი რამ გა­უ­კე­თა უკ­რა­ი­ნას თავ­დაც­ვის­თვის.

ის, რაც რუ­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის­გან ის­წავ­ლეს, იყო ის, თუ სად ჰქონ­დათ სი­სუს­ტე­ე­ბი. მათ სჯე­რო­დათ, რომ ამა­ზე იმუ­შა­ვეს, თუმ­ცა, რა­საც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ვხე­დავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძა­ლი­ან დიდი ჩა­ვარ­დნე­ბი და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს - ესაა ის, რაც კო­რუფ­ცი­ას მოყ­ვე­ბა, ის და­უც­ველს გტო­ვებს ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში. ჩვენ ასე­ვე ვის­წავ­ლეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­ბი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მა­ინც შე­ეძ­ლოთ, რომ მა­სი­უ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ეს­რო­ლათ და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ.

მახ­სოვს, რო­გორ ვი­ბძ­რო­დით იმის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ რუ­სეთს საფ­რან­გე­თი­დან არ მი­ე­ღო გე­მე­ბი შავ ზღვა­ში, რომ­ლებ­ზეც თვითმფრი­ნა­ვებ­სა და ვერ­ტმფრე­ნებს და­უშ­ვებ­დნენ. საფ­რან­გეთ­მა რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ უარი თქვა ამა­ზე. ასე რომ, შავი ზღვის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გახ­და.

თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით 2008 წელს, მგო­ნია, რომ მსოფ­ლი­ოს ეძი­ნა. ვფიქ­რობ, უფრო მე­ტად ტე­რო­რიზ­მთან ბრო­ლა­ზე ვი­ყა­ვით ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ვი­ცო­დით, რომ რუ­სე­თი შე­საძ­ლოა სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, თუმ­ცა ბევ­რს გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ეგო­ნა, რომ ცივი ომის შემ­დგომ ერა­ში რუ­სე­თი, ზო­გა­დად მა­ინც მო­კავ­ში­რე იყო. ასე რომ, ვფიქ­რობ, ეს იყო გარ­კვე­უ­ლი სურ­ვი­ლი, თუ თავ­ბრუს­ხვე­ვა, რომ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ამე­რი­კუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან, იყო სამ­ხედ­რო გან­ხილ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მა­გა­ლი­თად ჩა­კე­ტი­ლი­ყო გვი­რა­ბი. ვფიქ­რობ, რომ ავ­ღა­ნე­თი­სა და ერა­ყის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ არ­სე­ბობ­და არაფ­რის კე­თე­ბის გან­ცდა.

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ არა­ვის უნდა ომი, არა­ვის უნდა ეს, და­სავ­ლეთ­ში ნამ­დვი­ლად. ჩვენ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ის­ტო­რია გაკ­ვე­თი­ლებს გვიგ­ზავ­ნის და სა­მო­მავ­ლოდ გვას­წავ­ლის. 2008 წლის ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ თუ უგულ­ვე­ბელ­ყოფ, ან თავს ისე და­ი­ჭერ, რომ თით­ქოს შეჭ­რა არ მომ­ხდა­რა, ეს არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თავ­დამ­სხმელს და მას მხო­ლოდ კი­დევ უფრო მო­ა­ში­ებს“, - აცხა­დებს ადამ კინ­ზინ­გე­რი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2
0

დასავლეთი რომ აიყოს ეს პუტინი გიტლერსაც მოუჯოკრავდა მადაში

მარი
1

არც თქვენ ხართ უმადოები, მხოლოდ სხვისი ხელით გიყვართ ნარის გლეჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"2008 წელს მსოფლიოს ეძინა - თუ უგულვებელყოფ, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მხოლოდ უფრო მოაშიებს" - ადამ კირზინგერი

"2008 წელს მსოფლიოს ეძინა - თუ უგულვებელყოფ, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მხოლოდ უფრო მოაშიებს" - ადამ კირზინგერი

"მგონია, ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა", - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ის 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს.

  • კონგრესმენის შეფასებით, "2008 წელს მსოფლიოს ეძინა“, რადგან ტერორიზმთან ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორია გვასწავლის, რომ თუ თავს ისე დაიჭერ, თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას კიდევ უფრო მოაშიებს.

"დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა. ეტაპობრივად, ამან ბევრი რამ გაუკეთა უკრაინას თავდაცვისთვის.

ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსები არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ.

მახსოვს, როგორ ვიბძროდით იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთს საფრანგეთიდან არ მიეღო გემები შავ ზღვაში, რომლებზეც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაუშვებდნენ. საფრანგეთმა რაღაც დროის შემდეგ უარი თქვა ამაზე. ასე რომ, შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდანვე ძალიან ნათელი გახდა.

თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო. ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს“, - აცხადებს ადამ კინზინგერი.