"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველოში რუსი ტურისტები ჩამოდიან, მთავარი პრობლემა არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.
"რეალურად, ეს რეჟიმი ქსენოფობიაზე, ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა ნიშნით დაყოფაზე დგას. უმცირესობის წინააღმდეგ სიძულვილზე აქვთ აგებული საკუთარი პუტინისტური, შავრაზმული მსოფლმხედველობა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მათი მხრიდან საუბარი ცინიზმია. ახლა ეს თემა იმისთვის სჭირდებათ, რომ შიშის ფაქტორი ისევ ათამაშონ ჩვეულებრივ ადამიანებში.
იცით რა, შეიძლება ჩვენ დაგვბომბონ ამის გამოო. მძევლებად ვყავართ, რომ დისკუსიაც კი არ შეიძლება ამაზე. ეს არის უტიფარი, დიდი სიცრუე. ქსენოფობია არის, როდესაც ადამიანებს ეთნიკური წარმოშობის ან რაიმე სხვა ნიშნით უპირისპირდები. ამ შემთხვევაში, ყველა მივესალმებით ანტიპუტინისტ რუსეთის მოქალაქეს და პუტინთან მებრძოლს, მათ შორის მათ, ვისაც ეს რეჟიმი არ უშვებს.
როდესაც მტრული სახელმწიფოს მოქალაქეები ასეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც თავისუფალი სამყარო "გუდავს“ რუსეთს ეკონომიკურად, არატურისტულ სეზონზე დიდი რაოდენობით საქართველოში შემოდიან, ეს ბუნებრივია, ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანის შეშფოთებას იწვევს და არაფერ შუაში არ არის აქ ეთნიკურ წარმოშობაზე საუბარი. ეს არის მტრული სახელმწიფო. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს. აქედან გამომდინარე არის შეშფოთება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ტურისტები კი არ არიან, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ხელისუფლება“ , - განაცხადა ბოკერიამ.
და ეს სუბიექტი იცავდა როდესმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს?????
ამ დანცმაცუნებს მაგარი ამნეზია სჭირთ ყველას.
ბოკერიამ რაო,ეროვნული ინტერესიო??? ბოკერიამ ეროვნულიო??? თფუი,ავლიპიც ვეღარ უშველის