პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას" - ევროკავშირის წარმომადგენლობა
"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 14 წელი გა­ვი­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 14 წელი გა­ვი­და. ევ­რო­კავ­ში­რი ერ­თხმად უმ­კაც­რე­სად გმობს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სა­ფუძ­ველ­მოკ­ლე­ბულ და გა­უ­მარ­თლე­ბელ აგ­რე­სი­ულ ომს, ასე­ვე კვლავ ვგმობთ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბას და ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მისი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყოფ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას. ეს არის რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, ასე­ვე 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით რუ­სე­თის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა.

კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ისევ ირ­ღვე­ვა, მათ შო­რის ე.წ. "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის", გა­დაკ­ვე­თის პუნ­ქტე­ბის და­ხურ­ვი­სა და უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მათი გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა უნდა შე­წყდეს. კვლავ მო­ვუ­წო­დებთ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­კენ, მათ შო­რის წარ­სულ­ში ჩა­დე­ნილ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა დარ­ღვე­ვის სან­დო გა­მო­ძი­ე­ბის გზით, რათა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი აგონ, მსხვერ­პლე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 21 იან­ვრის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბა.

კვლავ სრუ­ლად მხარს ვუ­ჭერთ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­ში თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის რან­გში ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბის, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის, და ად­გილ­ზე უწყვე­ტად მყო­ფი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ვა­დას­ტუ­რებთ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
4

ამაზე მეტი საბაბი რაღა უნდა ევროპას რაც უკრებს დამართეს ღრუსებმა? რა გაუხდა ერთი ქვეყნის შეჩერება? მაგრამ ასეთი მდგომარეობა აწყობთ ისე როგორც კიდევ ბევრი არაევროკავშირის ქვეყნის გახვევა ამ უბედურებაში! 

 

დარია
6

რუსი არის კაი. თუ კლავს, ზნაჩიტ მისთვის კარგს აკეთებს. ევროკავშირს კი უნდა ომი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას" - ევროკავშირის წარმომადგენლობა

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლი განცხადებას ავრცელებს.

“რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.