პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე
"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ლანჩთა­იმ­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ილა­პა­რა­კა.

"მე­გო­ბა­რი მე არ და­მი­კარ­გავს, ჩემ­თვის ის დღე­საც მე­გო­ბა­რია, თუ ჩვენ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ენა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. მისი პი­რა­დი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა იყოს და­ცუ­ლი, მისი ოჯა­ხის... ეკა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა დღე­საც, მისი მე­უღ­ლე. ჩვენ ვგავ­დით ძა­ლი­ან, მე ხომ პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ვარ, იდე­ა­ლურ სამ­ყა­როს ვე­ძებ. რა­ღაც რომ მოხ­დე­ბო­და, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, იმან მგო­ნი ფუ­ლის­კენ გა­ი­ხე­და - მეთ­ქი... მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი მყავს სახ­ლში პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და ახლა შენ და­ე­მა­ტეო.

რა თქმა უნდა, მაკ­ლია ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, ბევ­რმა ეს არ იცის და ჩვენ 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით. ოჯა­ხი გაშ­ვე­ბუ­ლი მყავ­და და მათ­თან ვჭამ­დი და ვსვამ­დი. გავ­ხიზ­ნე ჩემი ოჯა­ხი, ჩემი შვი­ლი სა­შიშ ასაკ­ში იყო და საკ­მა­ოდ მწვა­ვე პრო­ცე­სი იყო და მე­ში­ნო­და მის­თვის რამე არ მო­ე­წყოთ. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო, რაც დღემ­დე არ­სად არ მით­ქვამს და არც ვა­პი­რებ. ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი მახ­სოვს მის­გან და ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. გულ­წრფელს ვამ­ბობ და არა ან­გა­რე­ბით გა­კე­თე­ბულს.

რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყო, ჩემი მხრი­დან დღემ­დე ასეა. ჩვენ რომ ვშორ­დე­ბო­დით, ბოლო სა­უ­ბა­რი ურეკ­ში გვქონ­და, სა­დაც ჩემი სა­ბო­ლოო უა­რის შემ­დეგ ის ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა და გაბ­რაზ­და. იმ დღეს არ წა­მო­ვე­დით, უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და არ მინ­დო­და ასეთ ნა­ჩხუ­ბარ ნო­ტა­ზე დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით, დავ­რჩით. მე­ო­რე დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ, მე, ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა და ეკა. მა­შინ ვუ­თხა­რი ბი­ძი­ნას, დღე­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მეც ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ყო­ველ­თვის შენ და შენი ოჯა­ხი ჩემ­თვის ძვირ­ფა­სე­ბი იქ­ნე­ბით-მეთ­ქი. ეს იყო ჩემი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო ფრა­ზა და­შო­რე­ბის მო­მენ­ტში.

იმის შემ­დეგ, კი­დევ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ ასეთ თე­მებ­ზე აღარ გვი­სა­უბ­რია. ეს აღ­მოჩ­ნდა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ფრა­ზა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მის­თვის შე­იც­ვა­ლა კი­დეც. არ მინ­და, ეს და­ვი­ჯე­რო, რომ თა­ვი­დან­ვე რომ მე­უბ­ნე­ბო­და მე­გობ­რე­ბი ვარ­თო, ეს თა­მა­ში იყო, მაგ­რამ არ მინ­და, რომ ეს ასე იყოს..." - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე;

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
18

რაღაც ბიკი ყუფარიასავით გამოგდით ბატონო ლაპარაკი.

ზურაბ
10

ეს კაცი ალბათ დაჯდა კეზერაშვილის კმაყოფაზე და შეუერთდა გიორგი თარგამაძის, ვახო სანაიას, ინგა გრიგოლიას გუნდს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე

"ბიძინა ივანიშვილის მეუღლე განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება... 24 საათი ერთად ვიყავით..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობაზე

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ლანჩთაიმში" ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

"მეგობარი მე არ დამიკარგავს, ჩემთვის ის დღესაც მეგობარია, თუ ჩვენ საყოფაცხოვრებო ენაზე ვისაუბრებთ. მისი პირადი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყოს დაცული, მისი ოჯახის... ეკა განსაკუთრებით მიყვარს და მენატრება დღესაც, მისი მეუღლე. ჩვენ ვგავდით ძალიან, მე ხომ პერფექციონისტი ვარ, იდეალურ სამყაროს ვეძებ. რაღაც რომ მოხდებოდა, სულ ვეუბნებოდი, იმან მგონი ფულისკენ გაიხედა - მეთქი... მეუბნებოდა, ერთი მყავს სახლში პერფექციონისტი და ახლა შენ დაემატეო.

რა თქმა უნდა, მაკლია ეს ურთიერთობა, ბევრმა ეს არ იცის და ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით. ოჯახი გაშვებული მყავდა და მათთან ვჭამდი და ვსვამდი. გავხიზნე ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი საშიშ ასაკში იყო და საკმაოდ მწვავე პროცესი იყო და მეშინოდა მისთვის რამე არ მოეწყოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საიდუმლო, რაც დღემდე არსად არ მითქვამს და არც ვაპირებ. ბევრი ძალიან კარგი მახსოვს მისგან და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. გულწრფელს ვამბობ და არა ანგარებით გაკეთებულს.

რაღაც პერიოდი ჩვენი ურთიერთობა ნატურალური იყო, ჩემი მხრიდან დღემდე ასეა. ჩვენ რომ ვშორდებოდით, ბოლო საუბარი ურეკში გვქონდა, სადაც ჩემი საბოლოო უარის შემდეგ ის ძალიან დაიძაბა და გაბრაზდა. იმ დღეს არ წამოვედით, უნდა წამოვსულიყავით და არ მინდოდა ასეთ ნაჩხუბარ ნოტაზე დავშორებულიყავით, დავრჩით. მეორე დღეს შევიკრიბეთ, მე, ჩემი მეუღლე, ბიძინა და ეკა. მაშინ ვუთხარი ბიძინას, დღეის შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მეც ამ საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის შენ და შენი ოჯახი ჩემთვის ძვირფასები იქნებით-მეთქი. ეს იყო ჩემი, ფაქტობრივად, ბოლო ფრაზა დაშორების მომენტში.

იმის შემდეგ, კიდევ გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ასეთ თემებზე აღარ გვისაუბრია. ეს აღმოჩნდა წინასწარმეტყველური ფრაზა ჩვენს ურთიერთობაში. არ ვიცი, შეიძლება მისთვის შეიცვალა კიდეც. არ მინდა, ეს დავიჯერო, რომ თავიდანვე რომ მეუბნებოდა მეგობრები ვართო, ეს თამაში იყო, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ასე იყოს..." - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ასევე;