საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?
"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?

"რუ­სებს ვუ­თხა­რი, "პა­პას“ გა­და­ე­ცით, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს რომ და­აბ­რუ­ნებს, მერე და­ვუ­წერ მუ­სი­კას-მეთ­ქი“ - დათო ევ­გე­ნი­ძე

დათო ევ­გე­ნი­ძე ისე­თი­ვე გულ­წრფე­ლი მო­სა­უბ­რეა, რო­გო­რიც მისი მუ­სი­კა და ლექ­სე­ბია. მის ინ­ტრე­ვი­უს გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს:

- ორი ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ვა­ტა­რე: ერთი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის, მე­ო­რე ბა­თუმ­ში - ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი. ბოლო წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და ჩემი პი­რა­დი გეგ­მე­ბიც გა­ჩე­რე­ბუ­ლი მაქვს. ვე­ძებ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სებს და ვცდი­ლობ გზა გა­ვუკ­ვა­ლო.

რუ­სეთ­ში მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­აც, ას­პი­რან­ტუ­რაც და ჩემი პირ­ვე­ლი ბა­ლე­ტიც დიდ თე­ატ­რში და­იდ­გა, მერე მა­რი­ას თე­ატ­რში, ინ­ტენ­სი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი რუ­სეთ­თან.

- დღეს თუ თა­ნამ­შრომ­ლობთ და ვის­თან გაქვთ კონ­ტაქ­ტი?

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ შე­წყდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სხვა აზრი არ­სე­ბობ­დეს, ვი­ყა­ვი და ვარ იმ ქარ­თველ­თა რი­ცხვში, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამ უსა­მარ­თლო კა­ცისმკვლელ ომს.

- უკ­რა­ი­ნა­ში თუ გაქვთ კავ­ში­რე­ბი?

- ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, ვინც ჩემ­თან ერ­თად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, ლვოვ­შიც, კი­ევ­შიც, ოდე­სა­შიც...

- 2008 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­თან სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტეთ კავ­ში­რი?

- არა, ერ­თა­დერ­თხელ ჩა­ვე­დი, 2013 წელს, ფი­ო­დორ ბონ­დარ­ჩუ­კი ჩემი მე­გო­ბა­რია, მის ყვე­ლა ფილმზე ნა­მუ­შე­ვა­რი ვარ, იუ­ბი­ლე ჰქონ­და. მა­შინ შე­მომ­თა­ვა­ზეს 3 უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექ­ტზე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რო­ბა, მაგ­რამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მე­რეც ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, ვი­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე ფილმზე, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფო არ აფი­ნან­სებ­და. რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის რამ­დე­ნი­მე ფილ­მის­თვის დავ­წე­რე მუ­სი­კა, ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის­თვი­საც... იქ, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო იყო დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, არც ერთი პრო­ექ­ტის მუ­სი­კა არ და­მი­წე­რია. არა­ერ­თხელ კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც მთხოვ­დნენ, მაგ­რამ აღარ ჩავ­სულ­ვარ.

- უა­რის მი­ზეზს გე­კი­თხე­ბი­ან?

- მი­ზე­ზი ნათ­ქვა­მი მაქვს. ყი­რი­მის ანექ­სია რომ მოხ­და პირ­ვე­ლად, დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის "ყი­რი­მის დაბ­რუ­ნე­ბა" რე­კონ­სტრუქ­ცია გა­ა­კე­თეს. რუ­სე­ბი თვლიდ­ნენ, რომ და­იბ­რუ­ნეს, კი არ წა­არ­თვეს. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, ვი­ცო­დი, ამ ფილ­მის­თვის არ დავ­წერ­დი მუ­სი­კას. პრო­დი­უ­სე­რი ყო­ველ და­რეკ­ვა­ზე ჰო­ნო­რა­რის თან­ხას ზრდი­და. თით­ქმის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე რომ ავი­და, ვუ­თხა­რი, ვერ ხვდე­ბით, რომ არ გი­წერთ მუ­სი­კას-მეთ­ქი?! მი­თხრეს - რუ­სუ­ლად "პა­პას" ეძა­ხი­ან იმ კაცს, იცით, ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ - ანუ მა­მას ვერ ვე­ტყვით, რომ ვერ და­გი­ყო­ლი­ე­თო. ვუ­თხა­რი, "პა­პას" გა­და­ე­ცით, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს რომ და­აბ­რუ­ნებს, მერე და­ვუ­წერ მუ­სი­კას-მეთ­ქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგ­რამ დღემ­დე მის­ტი­რი­ან ჩემს მუ­სი­კას.

- დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა მეგი გო­გი­ტი­ძის რუ­სეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლას.

- ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ეს საქ­ცი­ე­ლი. მარ­თა­ლი გი­თხრათ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვარ მისი შე­მოქ­მე­დე­ბით, მაგ­რამ ფაქ­ტი რომ გა­ვი­გე, მერე მო­ვუს­მი­ნე და უკვე მაქვს ჩემი პი­რა­დი აზრი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნა­ბიჯს, 8 აგ­ვის­ტოს წინ და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს მოს­კოვ­ში წა­ვი­დეს და კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­როს, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდაა
1

იაფი პოპულიზმი

მიშა
1

ეგეთ პაპებს მამაპაპური

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?

"ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი..." - რა შეუთვალა დათო ევგენიძემ პუტინს?

"რუსებს ვუთხარი, "პაპას“ გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი“ - დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე ისეთივე გულწრფელი მოსაუბრეა, როგორიც მისი მუსიკა და ლექსებია. მის ინტრევიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტს:

- ორი ფესტივალი ჩავატარე: ერთი კლასიკური მუსიკის, მეორე ბათუმში - ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალი. ბოლო წლებია საქართველოში ვარ და ჩემი პირადი გეგმებიც გაჩერებული მაქვს. ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს და ვცდილობ გზა გავუკვალო.

რუსეთში მაქვს დამთავრებული კონსერვატორიაც, ასპირანტურაც და ჩემი პირველი ბალეტიც დიდ თეატრში დაიდგა, მერე მარიას თეატრში, ინტენსიურად ვთანამშრომლობდი რუსეთთან.

- დღეს თუ თანამშრომლობთ და ვისთან გაქვთ კონტაქტი?

- თანამშრომლობა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ შეწყდა, საქართველოში დავბრუნდი. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როგორ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს, ვიყავი და ვარ იმ ქართველთა რიცხვში, რომლებიც აპროტესტებენ ამ უსამართლო კაცისმკვლელ ომს.

- უკრაინაში თუ გაქვთ კავშირები?

- ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ჩემთან ერთად კონსერვატორიაში სწავლობდა, ლვოვშიც, კიევშიც, ოდესაშიც...

- 2008 წლის შემდეგ რუსეთთან საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი?

- არა, ერთადერთხელ ჩავედი, 2013 წელს, ფიოდორ ბონდარჩუკი ჩემი მეგობარია, მის ყველა ფილმზე ნამუშევარი ვარ, იუბილე ჰქონდა. მაშინ შემომთავაზეს 3 უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუსიკალური პროდიუსერობა, მაგრამ, საქართველოში დავბრუნდი. მერეც ბევრი შემოთავაზება იყო, ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. რეზო გიგინეიშვილის რამდენიმე ფილმისთვის დავწერე მუსიკა, ერთი კერძო კომპანიისთვისაც... იქ, სადაც სახელმწიფო იყო დამფინანსებელი, არც ერთი პროექტის მუსიკა არ დამიწერია. არაერთხელ კონცერტების ჩატარებასაც მთხოვდნენ, მაგრამ აღარ ჩავსულვარ.

- უარის მიზეზს გეკითხებიან?

- მიზეზი ნათქვამი მაქვს. ყირიმის ანექსია რომ მოხდა პირველად, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის "ყირიმის დაბრუნება" რეკონსტრუქცია გააკეთეს. რუსები თვლიდნენ, რომ დაიბრუნეს, კი არ წაართვეს. სცენარი რომ წავიკითხე, ვიცოდი, ამ ფილმისთვის არ დავწერდი მუსიკას. პროდიუსერი ყოველ დარეკვაზე ჰონორარის თანხას ზრდიდა. თითქმის ნახევარ მილიონამდე რომ ავიდა, ვუთხარი, ვერ ხვდებით, რომ არ გიწერთ მუსიკას-მეთქი?! მითხრეს - რუსულად "პაპას" ეძახიან იმ კაცს, იცით, ვისაც ვგულისხმობ - ანუ მამას ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, "პაპას" გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგრამ დღემდე მისტირიან ჩემს მუსიკას.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მეგი გოგიტიძის რუსეთში გასტროლებზე წასვლას.

- ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს საქციელი. მართალი გითხრათ, დაინტერესებული არ ვარ მისი შემოქმედებით, მაგრამ ფაქტი რომ გავიგე, მერე მოვუსმინე და უკვე მაქვს ჩემი პირადი აზრი მის შემოქმედებაზე. რაც შეეხება ქართველი მომღერლის ნაბიჯს, 8 აგვისტოს წინ და რუსეთ-უკრაინის ომის დროს მოსკოვში წავიდეს და კონცერტი ჩაატაროს, ჩემთვის გაუგებარია. ვერაფრით გავამართლებ. გააგრძელეთ კითხვა