სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო. თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს "უწყინრად“ - რას წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუს ტურისტებზე
"გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო. თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს "უწყინრად“ - რას წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუს ტურისტებზე

ის­ტო­რი­კო­სი ბუბა კუ­და­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნილ ქცე­ვებ­ზე წერს და "დე­და­ე­ნის ბარ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"შე­მო­ვიდ­ნენ თა­ვი­დან "მოკ­რძა­ლე­ბით“, უკ­რა­ი­ნის­დრო­ში­ა­ნი პი­ნე­ბით და სა­მა­ჯუ­რე­ბით, ხა­ნაც ინ­გლი­სუ­რი გა­მო­სა­უბ­რე­ბე­ბით.მერე ნელ-ნელა მო­იხ­სნეს, მშობ­ლი­უ­რი ენაც ამო­იდ­გეს, წელ­შიც გას­წორ­დნენ, სერ­ვი­სიც და­ი­წუ­ნეს, ხმა­საც აუ­წი­ეს, უკ­რა­ი­ნუ­ლი მუ­სი­კაც იხა­მუ­შეს.

მერე ერთი (ათას­ში ერთი!), ისიც კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის (რო­მელ­საც შე­გიძ­ლია უბ­რა­ლოდ გვერ­დი აუ­ა­რო) ერთი რე­გუ­ლა­ცია იუ­კად­რი­სეს, ხო­მალ­დის­თვის გე­ზის მიმ­ცე­მი სლო­გა­ნით აღ­შფოთ­დნენ...და და­ი­რაზმნენ, და და­უ­ში­ნეს, და იმუქ­რეს, და ამო­ა­ლა­გეს დრო­ე­ბით ჩა­მა­ლულ-ჩა­კუ­ჭუ­ლე­ბი.

გა­დაგწ­ვავ­თო, ჩვე­ნი მი­წა­აო, 2008 გა­იხ­სე­ნე­თო. თან ეს ხალ­ხი აქ ცხოვ­რობს, აქ, და­სე­ირ­ნობს "უწყინ­რად“, რუს­თა­ველ­ზე, ვერა-ვაკე-მთაწ­მინ­და­ზე და გულ­ში რე­ებს აღარ იხ­ვევს, და­ხეთ ერთი.

მად­ლო­ბა ჩრდი­ლო­ე­ლე­ბო! ისევ თქვენ თუ შეგ­ვა­ფხიზ­ლებთ, თქვენ თუ ამოგ­ვი­ქე­ქავთ კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლებს, ისევ თქვენ, ისევ თქვენ. 2 სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია ასეა: ჩაგ­ვთვლემს თუ არა, გა­ბიჟ­ვი­ნე­ბულ სი­ფათ­ზე და­ბი­ჯე­ბუ­ლი თქვე­ნი ჩექ­მის სიმ­ძი­მე გვაღ­ვი­ძებს. არ იც­ვლე­ბი­ან ხალ­ხო, არა, არა და არც შე­იც­ვლე­ბი­ან, ვიდ­რე ერთხელ, ორ­ჯერ და კი­დევ ბევ­რჯერ მწა­რედ არ და­მარ­ცხდე­ბი­ან! ვიდ­რე სამ­შობ­ლო­სა და სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლე­ბი კუ­დით ქვას არ ას­რო­ლი­ნე­ბენ.ასე­თია არა მარ­ტო ჩვე­ნი და მა­გა­თი, არა­მედ მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

დე­და­ე­ნის ბარი, მად­ლო­ბა, მად­ლო­ბა! გეწ­ვე­ვით პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე", - წერს ბუბა კუ­და­ვა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სებ­მა გუ­შინ დე­და­ე­ნის ბარ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­რის მფლო­ბელ­მა, დათა ლა­ფა­ურ­მა და­წე­რა. რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი Google-ში ბარს და­ბალ შე­სა­ფე­ბას და ცუდ კო­მენ­ტა­რებს უწერ­დნენ. მი­ზე­ზი ისაა, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ ამ ბარ­ში შეს­ვლის მსურ­ველ რუ­სებს უწევთ აღი­ა­რონ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნაა. ამის არ აღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ბარ­ში არ უშ­ვე­ბენ. ბარი, იმ რუ­სე­ბის მხრი­დან, ვინვ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამით, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ში კარ­გა ხა­ნია მო­ექ­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­სი­ჯე­ბიც, რომ­ლე­ბიც მათ რუსი ტუ­რის­ტე­ბის­გან მი­ი­ღეს. მე­სი­ჯებ­ში ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის ომს ახ­სე­ნე­ბენ, აგი­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნას, ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და წე­რენ, რომ დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბის ღირ­სი არ ვართ, თუკი მხარს ფა­შიზმს ვუ­ჭერთ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
11

ამდენი მავნებელი ყავს ქვეყანას თუ რახდება ვერ გავიგე, ერთ მარტივ კითხვას უპასუხეთ საქართველოს ვოთომ გულშემატკივრებო, ხვალ არცერთი რუსი აღარ შემოვა აქ და ასევე ყველა ქართველს გამოყრის რუსეთი და რახდება ზეგინდელ საქართველოში? ესეთ ჩამოშლილ საქართველოს ნატრობთ?

ავთო
10

დემაგოგი...

ავტორი:

"გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო. თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს "უწყინრად“ - რას წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუს ტურისტებზე

"გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო. თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს "უწყინრად“ - რას წერს ისტორიკოსი ბუბა კუდავა რუს ტურისტებზე

ისტორიკოსი ბუბა კუდავა საქართველოში რუსი ტურისტების მხრიდან გამოვლენილ ქცევებზე წერს და "დედაენის ბართან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"შემოვიდნენ თავიდან "მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით, ხანაც ინგლისური გამოსაუბრებებით.მერე ნელ-ნელა მოიხსნეს, მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს, უკრაინული მუსიკაც იხამუშეს.

მერე ერთი (ათასში ერთი!), ისიც კერძო დაწესებულების (რომელსაც შეგიძლია უბრალოდ გვერდი აუარო) ერთი რეგულაცია იუკადრისეს, ხომალდისთვის გეზის მიმცემი სლოგანით აღშფოთდნენ...და დაირაზმნენ, და დაუშინეს, და იმუქრეს, და ამოალაგეს დროებით ჩამალულ-ჩაკუჭულები.

გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო. თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს "უწყინრად“, რუსთაველზე, ვერა-ვაკე-მთაწმინდაზე და გულში რეებს აღარ იხვევს, დახეთ ერთი.

მადლობა ჩრდილოელებო! ისევ თქვენ თუ შეგვაფხიზლებთ, თქვენ თუ ამოგვიქექავთ კარგად დავიწყებულებს, ისევ თქვენ, ისევ თქვენ. 2 საუკუნეზე მეტია ასეა: ჩაგვთვლემს თუ არა, გაბიჟვინებულ სიფათზე დაბიჯებული თქვენი ჩექმის სიმძიმე გვაღვიძებს. არ იცვლებიან ხალხო, არა, არა და არც შეიცვლებიან, ვიდრე ერთხელ, ორჯერ და კიდევ ბევრჯერ მწარედ არ დამარცხდებიან! ვიდრე სამშობლოსა და სიმართლისთვის მებრძოლები კუდით ქვას არ ასროლინებენ.ასეთია არა მარტო ჩვენი და მაგათი, არამედ მთელი კაცობრიობის გამოცდილება.

დედაენის ბარი, მადლობა, მადლობა! გეწვევით პირველივე შესაძლებლობისთანავე", - წერს ბუბა კუდავა.

ცნობისთვის, რუსებმა გუშინ დედაენის ბარზე კიბერშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბარის მფლობელმა, დათა ლაფაურმა დაწერა. რუსი ინტერნეტმომხმარებლები Google-ში ბარს დაბალ შესაფებას და ცუდ კომენტარებს უწერდნენ. მიზეზი ისაა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ბარში შესვლის მსურველ რუსებს უწევთ აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. ამის არ აღიარების შემთხვევაში, მათ ბარში არ უშვებენ. ბარი, იმ რუსების მხრიდან, ვინვ უკმაყოფილოა ამით, თავდასხმის სამიზნეში კარგა ხანია მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ბარის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მესიჯებიც, რომლებიც მათ რუსი ტურისტებისგან მიიღეს. მესიჯებში ისინი საქართველოს 2008 წლის ომს ახსენებენ, აგინებენ საქართველოს, უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხს და წერენ, რომ დედამიწაზე ცხოვრების ღირსი არ ვართ, თუკი მხარს ფაშიზმს ვუჭერთ.