პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მიმართვა და პირველი კადრები თურქული სერიალიდან, სადაც ის მთავარ როლშია
"უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მიმართვა და პირველი კადრები თურქული სერიალიდან, სადაც ის მთავარ როლშია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ Ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ ქარ­თვე­ლი ქალი, ბა­თუ­მე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და მო­ცეკ­ვა­ვე თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "Emanet" (სხვი­სი შვი­ლი) მე­სა­მე სე­ზონ­ში მთა­ვარ გმირს შეც­ვლი­და. ინ­ფორ­მა­ცია ამ­ჯე­რად დამ­წყებ­მა მსა­ხი­ობ­მა თა­ვად და­ა­დას­ტუ­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გვერ­დში დგო­მა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი:

- უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ ეს ინ­ფორ­მა­ცია. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც მგულ­შე­მატ­კივ­რობთ. თქვე­ნი გვერ­დით დგო­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პირ­ველ რიგ­ში, ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი მაძ­ლევთ სტი­მულს და ძა­ლას. ვეც­დე­ბი, ღირ­სე­უ­ლად გა­ვარ­თვა თავი და წარ­მო­ვა­ჩი­ნო ჩემი ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლე­ბი ისე, რო­გორც ჩვენ გვე­კად­რე­ბა.

უამ­რა­ვი წე­რი­ლი შე­მომ­დის, გა­ზი­ა­რე­ბა­ზე მო­ნიშ­ვნა, კო­მენ­ტა­რი დრო­ის სიმ­ცი­რის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ ყვე­ლას წა­კი­თხვას და პა­სუ­ხის გა­ცე­მას, მაგ­რამ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მიყ­ვე­ბი­ან და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე გა­გა­ხა­რეთ. უფა­ლი ჩვენ­სკენ“, - წერს მსა­ხი­ო­ბი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე ვრცელ­დე­ბა სე­რი­ა­ლის თი­ზე­რი, პირ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნი­დან, სა­დაც ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის გმი­რი, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰანს ხვდე­ბა.

პირ­ველ ორ სე­ზონ­ში სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვილს, 32 წლის ქალი პრო­ფე­სი­ით მო­ცეკ­ვა­ვეა. ის ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რია და აქვს სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის ხაზი "ნანა ქარ­თვე­ლი...“ მსა­ხი­ო­ბი წლე­ბია რაც ქორ­წი­ნე­ბა­შია და მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

უზომოდ მომეწონა ნანა ❤️ძალიან ლამაზი და განსხვავებული ქარიზმის გოგონაა! ვფიქრობ ამდენადვე ნიჭიერიც აღმოჩნდება და მაყურებლის სიმპატიასა და სიყვარულსაც დაიმსახურებს! მით უფრო რომ აღნიშნულ სერიალში ყველა გრძნობა და ემოცია ძირითადად დაჟინებული მზერის მეშვეობით გადმოიცემა , რაც დიდ პროფესიონალიზმს ნამდვილად არ მოითხოვს! 

Hasna
11

რა ულამაზესი რის ულამაზესი? თქვენ მგონი ლამაზი ქალები არ გინახიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მიმართვა და პირველი კადრები თურქული სერიალიდან, სადაც ის მთავარ როლშია

"უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ" - ულამაზესი ქართველი მსახიობის მიმართვა და პირველი კადრები თურქული სერიალიდან, სადაც ის მთავარ როლშია

რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომ ქართველი ქალი, ბათუმელი დიზაინერი და მოცეკვავე თურქული სერიალის "Emanet" (სხვისი შვილი) მესამე სეზონში მთავარ გმირს შეცვლიდა. ინფორმაცია ამჯერად დამწყებმა მსახიობმა თავად დაადასტურა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გულშემატკივრების გვერდში დგომა მისთვის მნიშვნელოვანია...

ნანა სტამბოლიშვილი:

- უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ. თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას. ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება.

უამრავი წერილი შემომდის, გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენსკენ“, - წერს მსახიობი.

სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება სერიალის თიზერი, პირველი კადრები გადასაღებ მოედნიდან, სადაც ნანა სტამბოლიშვილის გმირი, მთავარი როლის შემსრულებელ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს ხვდება.

პირველ ორ სეზონში სერიალში მთავარ გმირ ქალს ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ თამაშობდა, თუმცა მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა. ის უბრალოდ ადგა და გადაღებებზე აღარ მივიდა და განაცხადა, რომ მესამე სეზონში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.

რაც შეეხება ნანა სტამბოლიშვილს, 32 წლის ქალი პროფესიით მოცეკვავეა. ის ასევე დიზაინერია და აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი "ნანა ქართველი...“ მსახიობი წლებია რაც ქორწინებაშია და მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს.