საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული
თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული

მსოფ­ლი­ო­ში ინ­სულ­ტის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად ხუთ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბა ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ვა­ლი­დო­ბის ყვე­ლა­ზე ხშირ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს. ინ­სულ­ტი პირ­ვე­ლად ჰი­პოკ­რა­ტემ აღ­წე­რა და და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც სის­ხლის სიმ­ცი­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბის უე­ცა­რი დამ­ბლა. მას შემ­დეგ, ინ­სულ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა, რად­გან ის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს შო­რის მე-3 ად­გილ­ზეა.

იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დია - ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი თრომ­ბექ­ტო­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თრომ­ბექ­ტო­მია თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვი­დან თრომ­ბის ამო­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც პა­ცი­ენ­ტის უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბას 4-ჯერ ზრდის.

მწვა­ვე ინ­სულ­ტის ეფექ­ტუ­რად სა­მარ­თა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ისე ჰოს­პიტ­ლის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი თავ­სდე­ბა, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ინ­სულ­ტის სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, და­ნერ­გი­ლი იყოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რო­გო­რიც არის სის­ტე­მუ­რი თრომ­ბო­ლი­ზი­სი და ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი თრომ­ბექ­ტო­მია.

სწო­რედ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა 67 წლის პა­ცი­ენ­ტის, გივი ვარ­დოშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. რო­გორც მისი შვი­ლი, ალექ­სი ვარ­დოშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, პა­ცი­ენ­ტმა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ი­ტა­რა, რის შემ­დე­გაც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი და­უ­ფიქ­სირ­და:

„ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­დან მე­სა­მე დღეს, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­რი­გე ექიმ­მა შე­ნიშ­ნა, რომ მა­მას ხელი წა­ერ­თვა და მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. ნევ­რო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა სი­ჭი­ნა­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. გა­და­უ­ღეს თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და და­დას­ტურ­და, რომ სა­ძი­ლე არ­ტე­რია დათ­რომ­ბი­ლი ჰქონ­და. მყი­სი­ე­რად ჩა­ტარ­და თრომ­ბექ­ტო­მია, მოხ­და თრომ­ბის ამო­ტუმბვა და სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ა­ში სტენ­ტის ჩად­გმა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მა­მამ მა­ლე­ვე გა­ა­მოძ­რა­ვა კი­დუ­რე­ბი და მე­ტყვე­ლე­ბაც ეტა­პობ­რი­ვად აღუდ­გა. რომ არა კლი­ნი­კის პერ­სო­ნა­ლის ასე­თი სწრა­ფი, მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ინ­სულ­ტის მარ­თვის გა­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კა, მა­მას ის­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა ასე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ თრომ­ბექ­ტო­მია რამ­დე­ნი­მე მე­თო­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ნე­ი­რო­ქი­რურ­გი ცოტ­ნე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 15-მდე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აქვს გავ­ლი­ლი, გან­მარ­ტავს, რომ მე­თო­დის შერ­ჩე­ვა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა. სწო­რედ მან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა წარ­მა­ტე­ბით ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი თრომ­ბექ­ტო­მია გივი ვარ­დოშ­ვილ­თან:

„ზო­გა­დად, ინ­სულ­ტის მარ­თვა­ში მთა­ვა­რია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ჩა­რე­ვა. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი, მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას, რად­გან კლი­ნი­კე­ბის დიდ ნა­წილს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. სწო­რედ ამი­ტომ, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტი სიმპტო­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­ვდეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ინ­სულ­ტის ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა მიმ­ღე­ბი ბრი­გა­დის რო­ლიც, რად­გან სწო­რედ მათ უნდა ამო­იც­ნონ ნიშ­ნე­ბი და შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ. ყო­ვე­ლი წუთი და წამი გა­დამ­წყვე­ტია იმ პა­ცი­ენ­ტის­თვის, რომ­ლის ტვინ­საც სის­ხლი არ მი­ე­წო­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­როს, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდეს, რად­გან გა­სუ­ლი იყოს იმა­ზე მეტი დრო, ვიდ­რე ტვინს უსის­ხლოდ ყოფ­ნა შე­ეძ­ლო,“ - გან­მარ­ტავს ცოტ­ნე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი.

უახ­ლე­სი პრო­ტო­კო­ლე­ბით, ინ­სულ­ტის სა­მარ­თა­ვად მაქ­სი­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დი 24 სა­ა­თია, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი თავ­სე­ბა­დია ამ ვა­დას­თან. და­ყოვ­ნე­ბის პე­რი­ო­დი სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უმ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის კი უმ­თავ­რე­სია ის, თუ დამ­ხმა­რე სის­ხლძარ­ღვე­ბი რამ­დე­ნად კარ­გად აკომ­პენ­სი­რე­ბენ თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­წო­დე­ბას მა­შინ, როცა მთა­ვა­რი არ­ტე­რია დაბ­ლო­კი­ლია.

ცოტ­ნე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის თქმით სამი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მია, რო­მელ­თა აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტი ინ­სულ­ტის ცენ­ტრში უნდა მო­თავ­სდეს, ესე­ნია:

  • სი­სუს­ტე კი­დუ­რებ­ში (მოძ­რა­ო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა სხე­უ­ლის ცალ მხა­რეს)
  • ასი­მეტ­რი­უ­ლი სახე (ცალ მხა­რეს ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი სახე)
  • მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვა (გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­უ­ბა­რი)

ექი­მის თქმით, „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ინ­სულ­ტის

ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც თა­ვის ტვი­ნის ყვე­ლა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბის მარ­თვა,

ერთ სივ­რცე­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც გეგ­მი­ურ ისე გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში.

R

კახელი
0

სამწუხაროდ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავადმყოფები იქ შეყავთ რომელი კლინიკაც ფულს იხდის, ისეთ რა დონეზეა ეს საქმე გახლართული რომ საშველი ვერ დაადგა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული

თრომბექტომია - იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და რთული სამედიცინო შემთხვევის წარმატებული დასასრული

მსოფლიოში ინსულტის შედეგად ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპება. ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის ინვალიდობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ინსულტი პირველად ჰიპოკრატემ აღწერა და დაახასიათა, როგორც სისხლის სიმცირით გამოწვეული, სხეულის ნაწილების უეცარი დამბლა. მას შემდეგ, ინსულტის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რადგან ის სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-3 ადგილზეა.

იშემიური ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდია - ენდოვასკულური თრომბექტომია, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. თრომბექტომია თავის ტვინის სისხლძარღვიდან თრომბის ამოღებას გულისხმობს, რაც პაციენტის უნარშეზღუდულობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების ალბათობას 4-ჯერ ზრდის.

მწვავე ინსულტის ეფექტურად სამართავად აუცილებელია, როგორც სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, ისე ჰოსპიტლის ტექნიკური აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პაციენტი თავსდება, ფუნქციონირებდეს ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, დანერგილი იყოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგორიც არის სისტემური თრომბოლიზისი და ენდოვასკულარული თრომბექტომია.

სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობამ განაპირობა 67 წლის პაციენტის, გივი ვარდოშვილის წარმატებული მკურნალობა. როგორც მისი შვილი, ალექსი ვარდოშვილი გვიამბობს, პაციენტმა „ნიუ ჰოსპიტალსში“ კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინსულტის ნიშნები დაუფიქსირდა:

„ქირურგიული ჩარევიდან მესამე დღეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მორიგე ექიმმა შენიშნა, რომ მამას ხელი წაერთვა და მეტყველების პრობლემა შეექმნა. ნევროლოგმა ხათუნა სიჭინავამ მდგომარეობა შეაფასა და სწრაფი რეაგირება მოახდინა. გადაუღეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადასტურდა, რომ საძილე არტერია დათრომბილი ჰქონდა. მყისიერად ჩატარდა თრომბექტომია, მოხდა თრომბის ამოტუმბვა და საძილე არტერიაში სტენტის ჩადგმა. ოპერაციის შემდეგ, მამამ მალევე გაამოძრავა კიდურები და მეტყველებაც ეტაპობრივად აღუდგა. რომ არა კლინიკის პერსონალის ასეთი სწრაფი, მაღალპროფესიონალური რეაგირება და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ინსულტის მართვის გამართული პრაქტიკა, მამას ისტორია შეიძლება ასე არ დასრულებულიყო“.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ თრომბექტომია რამდენიმე მეთოდით ხორციელდება. ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი, რომელსაც პროფესიული პრაქტიკა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაში აქვს გავლილი, განმარტავს, რომ მეთოდის შერჩევა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ხდება. სწორედ მან განახორციელა წარმატებით ენდოვასკულარული თრომბექტომია გივი ვარდოშვილთან:

„ზოგადად, ინსულტის მართვაში მთავარია დროული დიაგნოსტირება და შესაბამისი ჩარევა. დაგვიანებული მკურნალობის შედეგად მიღებული ფატალური შედეგი, მსოფლიოში აქტუალური საკითხია. საქართველოში კი განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან კლინიკების დიდ ნაწილს შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი სიმპტომების დაფიქსირებისთანავე მოხვდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს. საპასუხისმგებლოა მიმღები ბრიგადის როლიც, რადგან სწორედ მათ უნდა ამოიცნონ ნიშნები და შესაბამის განყოფილებაში გადაამისამართონ. ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია იმ პაციენტისთვის, რომლის ტვინსაც სისხლი არ მიეწოდება. შესაძლებელია ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდეს, რადგან გასული იყოს იმაზე მეტი დრო, ვიდრე ტვინს უსისხლოდ ყოფნა შეეძლო,“ - განმარტავს ცოტნე ჩხიკვიშვილი.

უახლესი პროტოკოლებით, ინსულტის სამართავად მაქსიმალური პერიოდი 24 საათია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი თავსებადია ამ ვადასთან. დაყოვნების პერიოდი სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის კი უმთავრესია ის, თუ დამხმარე სისხლძარღვები რამდენად კარგად აკომპენსირებენ თავის ტვინში სისხლის მიწოდებას მაშინ, როცა მთავარი არტერია დაბლოკილია.

ცოტნე ჩხიკვიშვილის თქმით სამი ძირითადი სიმპტომია, რომელთა აღმოჩენისთანავე პაციენტი ინსულტის ცენტრში უნდა მოთავსდეს, ესენია:

  • სისუსტე კიდურებში (მოძრაობის დაქვეითება სხეულის ცალ მხარეს)
  • ასიმეტრიული სახე (ცალ მხარეს ჩამოშვებული სახე)
  • მეტყველების დარღვევა (გაურკვეველი საუბარი)

ექიმის თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინსულტის

ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი დაზიანების მართვა,

ერთ სივრცეში ხორციელდება, როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ შემთხვევებში.

R