ნარატივი შავ ხვრელთან და სანქციებიდან თავის არიდებასთან დაკავშირებით არის უბრალო, მარტივი და მდაბიო ტყუილი. გვიწევს თავის მართლება იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა ლაპარაკობენ რუსი ტურისტების პრობლემაზე, - ასე აფასებს "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.
მდინარაძის განმარტებით, განცხადება, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოსული, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.
"ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო, თუ რამე მსგავსი საჭიროება იქნება, მსგავსი ინიციატივა ისედაც გაჩნდება. გუშინ ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, თავად "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მთელი წლის განმავლობაში, 2022 წელს კი შემოსულია 247 000. პირიქით, ნაკლები რაოდენობაა შემოსული, თუ შევადარებთ პანდემიამდე წლებს. ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.
რატომ იცინის ეს კაცი გაუჩერებლად, კომპრაჩიკოსების ბრალია?
უზარმაზარი თანხები შემოდის ტურიზმიდან, მგონი საბრძნეტს გავუსაწარით ერთ სულ მოსახლეზე ტურისტებით, რაც მახარებს ვინც არ უნდა იყოს , მაგრამ ვადით, მხოლოდ ვადით!!!!!! სად მიდის ამდენი ფული, რომლიც მე რაც მახსოვს ბიუჯეტში არ ყოფილა??? არც ქარხნა აგვიმუსავებია და არც ფაბრიკა?? ხო მაგრამ ტურიზმი არა ნაკლებია ასე პატარ ქვეყნისტვის!! დოლარი დავარდა ომდენი შემოვიდა!! ბიუჯეტი გაიბერა!!! რატომ არ აკლდება ფასები???? პროდუქტს??? ადრე 4 ლ რომ ყიდულობდნენ , ეხლა ლამის 65 თეთრია ??? რატომ არ აკონტროლებთ პროდუქციას ბიზნესს??? რა ხდება?? მერე ხელფასები რატომ არ იზრდება??? 1000 ლარიანს და თუნდაც 1500 ლარიანს, რომელიც 4 სულს ინახავს 10% გაზრდა წაეხმარება??? მაგ დროისტვის ზეთი 100 ლარი რომ ეღირებააა??? რატო 50% არა??? ფული არის??? სად მიდის??? ასეთი სეზონი რომ ყველა სეზონი დატვირთული ყოფილიყოს არვის ახსოვს??? მუშაობს ყველაფერი!! სატურისტო!!! გადასხადები შედის!!! მემგონი აკონტროლებთ??? ხოდა რა ხდება??? გაგვგებინეთ!!! მაგრამ არა ექსპერტი ამ ქვეყნაში არა ეკონომისტი, ნაფტალინ დადებული რობოტები მარტო!!!!უმუშევრზე არ ვლაპარაკობ, ის რა დრეშია, ნუ მე ვისაც ვიცნობ ღვთის მადლით ან დედას ინახავს და მთლიანდა ოჯახს უმუშვრებს!!! მაგარმ ვინც უპატრონოა????? მოგვეცით იმდენი რომ ოჯხის უმუშევრაი წევრები შევინახოთ მშობლები და საკუთარი ოჯახი მინიმალურამდე მაინც!!!! დღეს 1500 ლარი 150 ლარია!!! მე კიდე ვამბობ არის ამის საშუალება, როგროც არსდროს ბიუჯეტი ისე შეივსო, ამდნი ტურისტი ფეხს ვერ აუვლი!!! სადაც არ უნდა წახვიდე მიუვალშიც კი!!! ყველა ხარჯაავს ბოლომდე!!! სად მიდის ეს ფულიიი!! ან გადსახადი რატომ არ იკლებს!!! ??????ან პენსია რატომ არ მატულობს???? ეს ხომ ვირტუალური არაა??? ქვეყნებია არაფერს არ აკეტებენ თუნდაც იტალია და ტურზმზე ცხოვრობს!!! იქაურ მოქალაქეს არ უჭირს!!! და ცვენ 3 კინკილა კაცს ნახევარი მილიონი ტურისტის დანახარჯი რატომ არ გვეტყობა?????