"დედაენის ბარის" მფლობელი დათა ლაფაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მათზე რუსების მხრიდან კიბერშეტევა მიმდინარეობს.
"SOS!
ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა დედაენის ბარზე, გვესხმიან თავს ახვარი რუსები. წარმოუდგენელი რამე ხდება, წაგვილეკეს ყველა სოც მედია და google.სოც-მედიის მართვაში განსწავლული ადამიანების დახმარება მჭირდება, როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში?" - წერს ლაფაური.
ცნობილია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ბარში შესვლის მსურველ რუსებს უწევთ აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. ამის არ აღიარების შემთხვევაში, რუსებს ბარში არ უშვებენ. ბარი, იმ რუსების მხრიდან, ვინ უკმაყოფილოა ამით, თავდასხმის სამიზნეში კარგა ხანია მოექცა.
"სწყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის "ადამიანი" რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ "დედაენის ბარში" ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს. ყოველი მე-11 ქართველი დევნილია რუსების გამო, საქართველოს 20 % დაპყრობილი აქვს რუსეთს და მეტი უნდა, რუსული ურდო უკრაინის დაპყრობას ცდილობს და მთელს მსოფლიოში ებრძვის თავისუფლებას, თვითდეკლარირებული "კარგი" რუსები, "მეორე რუსეთიდან" ღიმილიან დახვედრას ითხოვენ და ჩვენი სავიზო პოლიტიკა აღიზიანებთრუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით. მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას. და ბოლოს, F**ქ russia", - ეს კი "დედაენის ბარის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერია.
იხილეთ ასევე: