სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდილება, რომელიც სხვა ფესტივალებზე დავაგროვე, ვეცადე, ჩვენთან გამომეყენებინა" - როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში
"გამოცდილება, რომელიც სხვა ფესტივალებზე დავაგროვე, ვეცადე, ჩვენთან გამომეყენებინა" - როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში

2022 წლის 10-16 ივ­ლისს მეს­ტი­ა­ში უკვე მე­ო­რედ ჩა­ტარ­და სვა­ნე­თის ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ქალღმერ­თი დალი“. იგი წელს სტუმ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. აქ იყ­ვნენ - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ოთხი და "ბერ­ლი­ნა­ლეს“ ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე, სან­დე­სის, ტა­ლი­ნის, გე­ტე­ბორ­გის, ლო­კარ­ნო­სა და სხვა­დას­ხვა A კლა­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "ქალღმერ­თმა და­ლიმ“ უმას­პინ­ძლა ოთხმო­ცამ­დე კი­ნო­ხე­ლო­ვანს, წარ­მა­ტე­ბულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­სა და დამ­წყებ რე­ჟი­სო­რებს. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვალს საკ­მა­ოდ თვალ­სა­ჩი­ნო და წო­ნი­ა­ნი უცხო­ე­ლი თუ ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბი მეს­ტი­ის ფეს­ტი­ვალს უკვე მსოფ­ლიო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის რან­გში მო­ი­აზ­რე­ბენ.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლე­ბი არი­ან: რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი და თე­ი­მუ­რაზ ჩხვი­მი­ა­ნი. რო­გორ ჩა­ი­ა­რა ფეს­ტი­ვალ­მა, გა­ა­მარ­თლა თუ არა მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი, იყო თუ არა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ჩა­ი­ფიქ­რეს და, სა­ერ­თოდ, რა ხდე­ბო­და სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ში? - წლე­ვან­დე­ლი სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ზე რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, ვის ჩა­მოს­ვლა­საც ვა­ა­ნონ­სებ­დით. ამინდმაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნაც და და­ხურ­ვაც, ასე­ვე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც ღია ცის ქვეშ უნდა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩვენს სტუმ­რებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ სვა­ნე­თი და ყვე­ლას უნდა, რომ ისევ ჩა­მო­ვი­დეს ჩვენ­თან. ზო­გა­დად, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, ძი­რი­თა­დად, ჩა­მოგ­ვყავს პროგ­რა­მე­რე­ბი - სწო­რედ მათი ყოფ­ნაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ფეს­ტი­ვა­ლის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს სურს, შეხ­ვდეს კა­ნის, ვე­ნე­ცი­ის, ბერ­ლი­ნი­სა და ა.შ. პროგ­რა­მე­რებს, რად­გან სწო­რედ ისი­ნი წყვე­ტენ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბის ბედს, რათა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მოხ­ვდეს მათი ფილ­მე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ გვინ­და, ჩვენს ფეს­ტი­ვალ­ზე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ვფიქ­რობ, 2-3 წე­ლი­წად­ში ამა­საც მო­ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ ეს მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, რად­გან მეტი ორ­გა­ნი­ზე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ცნო­ბა­დო­ბას - წელს ისე­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი, რომ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვეხ­მი­ა­ნე­ბა ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლით.

გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე და­ვაგ­რო­ვე, ვე­ცა­დე, ჩვენს ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და გა­ვა­კე­თე მიქ­სი - იყ­ვნენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ე­წყო ინ­დუსტრი­უ­ლი დღე­ე­ბი - ვორკშო­ფე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ასე­ვე, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი ღია და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

მა­გა­ლი­თად, ფეს­ტი­ვალ­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და 12 ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და, პა­რა­ლე­ლუ­რად, - ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი პროგ­რა­მე­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ტარ­და - ამ პროგ­რა­მე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს მას­ტერკლა­სე­ბი, თუ რო­გორ, რა ეტაპ­ზე და რო­გო­რი ფილ­მი უნდა გა­აგ­ზავ­ნონ რე­ჟი­სო­რებ­მა პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი ჰქონ­დეთ. ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაც ეს არის - გან­ვა­ვი­თა­როთ ინ­დუსტრი­უ­ლი სფე­რო. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბი ან, თუნ­დაც, "სეილ-აგენ­ტე­ბი“, ან სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვის ისეთ ფეს­ტი­ვალს ანი­ჭე­ბენ, სა­დაც ინ­დუსტრი­უ­ლი პლატ­ფორ­მა არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მარ­ტო იმის­თვის არ ჩა­მოვ­ლენ, რომ სვა­ნეთს ეწ­ვი­ონ და ასეთ ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში ნა­ხონ ფილ­მე­ბი, ფილ­მებს ში­ნაც ნა­ხა­ვენ, კომ­პი­უ­ტერ­ში. მაგ­რამ თუკი მათ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ეს ყო­ველ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, - ჩა­მოვ­ლენ. სულ სხვა იქ­ნე­ბა, ვთქვათ, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­დე­საც და­უ­გეგ­მავ ტურს, პი­რო­ბი­თად, შხა­რა­ზე და მას­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებ სვა­ნეთ­ში. წელს, გარ­და ვორკშო­ფე­ბი­სა, მას­ტერკლა­სე­ბი­სა, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და ა. შ. რამ­დე­ნი­მე ტუ­რიც გვქონ­და მთა­ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პროგ­რა­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ევ­ლოთ. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან მე, პი­რა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ, ძა­ლი­ან ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე ვარ ნამ­ყო­ფი და, მა­გა­ლი­თად, ვინც წელს სვა­ნე­თის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, თუნ­დაც ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Director’s Fortnight სექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მარ­ტა ბლე­ი­სი და სხვე­ბი, მათ­თან შეხ­ვედ­რა და მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის თქმაც კი ყვე­ლას­თვის სა­ოც­ნე­ბოა, რად­გან მათ იო­ლად ვერ შეხ­ვდე­ბი ან თუ შეხ­ვდე­ბი, ასე მარ­ტი­ვად არ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან.

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი, ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი, კარ­მენ გრეი, მარ­ტა ბა­ლა­გა

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა ფეს­ტი­ვალ­მა, გახ­სნით და­წყე­ბუ­ლი და და­ხურ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მახ­სოვს, ღია ცის ქვეშ დიდი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა გქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი...

- გახ­სნის და და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­აც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, ამინდმაც ხელი შეგ­ვი­წყო, რად­გან უა­მინ­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ვერ გა­მო­ვი­დო­და. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა - ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მერ­მა, რო­მე­ლიც "ახალ­გაზ­რდა“ ფეს­ტი­ვა­ლის დო­ნემ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­აკ­ვირ­ვა, სცე­ნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლაც კი ითხო­ვა და არა მარ­ტო სცე­ნი­დან აღ­ნიშ­ნა, კო­ლე­გებ­საც სწერ­და, არ ვე­ლო­დი ასეთ ლა­მაზ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალ­სო, მერე და­ა­მა­ტა, - ამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ერ­თად ჩა­მოყ­ვა­ნა ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­ხელ­გან­თქმულ ფეს­ტი­ვა­ლებ­საც კი უჭირთ, ამი­ტომ ამ ფეს­ტი­ვალს უკვე ჩემს ფა­ვო­რი­ტებს შო­რის მო­ვი­აზ­რე­ბო. ე.წ. ფი­ჩინ­გებ­მაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ი­ა­რა და, შარ­შან­დელ ფეს­ტი­ვალ­თან შე­და­რე­ბით, წელს მას­ში უფრო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

- კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის წლე­ვან­დელ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­ზე რას გვე­ტყვით - ვინ არი­ან და რა ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი?

- მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რებ­მა, კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მერ­მა - ვიმ ვა­ნა­კერ­მა, ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა - გელა ბაბ­ლუ­ან­მა და ოქ­როს პალ­მის რტოს მფლო­ბელ­მა რე­ჟი­სორ­მა - სა­მეჰ ალამ სამი სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი შე­არ­ჩი­ეს:

სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თვის "ქალღმერთ და­ლის“ ჯილ­დო გა­და­ე­ცა ფილ­მს - "ბეს­ტია" რეჟ: უგო კო­ვა­რუ­ბი­ა­სი (2021/ ჩილე)

"ქალღმერთ და­ლის“ ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის და­იმ­სა­ხუ­რა კიმ ტო­რე­სის ფილმმა "ღა­მის ნა­თე­ბა“ (2022/ კოს­ტა რიკა)

"ქალღმერთ და­ლის“ ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო სამ­სა­ხი­ო­ბო ან­საბ­ლის­თვის გა­და­ე­ცა სან­დრო სუ­ლა­ძის ფილ­მს "გუ­შა­გე­ბი“ (2021/ სა­ქარ­თვე­ლო).

სა­ლო­მე ვე­ფხვა­ძე

ასე­ვე, ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოვ­ლინ­და კრი­ტი­კის რჩე­უ­ლი ფილ­მე­ბი:

"სი­ტყვე­ბის ნა­კა­დი“ - რეჟ: ელი­ა­ნე ის­ტე­რი (2021წ/ ნი­დერ­ლან­დე­ბი) და

"გუ­შა­გე­ბი“ - რეჟ : სან­დრო სუ­ლა­ძე (2021/ სა­ქარ­თვე­ლო).

ჟი­უ­რის წევ­რე­ბი გახ­ლდნენ ბერ­ლი­ნა­ლეს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მე­რი კარ­მენ გრეი და კი­ნომ­ცოდ­ნე ნინო მხე­ი­ძე.

ანა კვი­ჭი­ძე

"სა­უ­კე­თე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ის“ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს ჟი­უ­რის წევ­რებ­მა: ბერ­ლი­ნა­ლეს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მარ­კე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მარ­ტი­ნა ბლე­ის­მა, ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილ­მა და ტა­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მერ­მა ედ­ვი­ნას პუშ­კამ.

"სა­უ­კე­თე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია "ბე­დის მწერ­ლე­ბი“. მის ავ­ტორს - სა­ლო­მე ვე­ფხვა­ძეს გა­და­ე­ცა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო 5000 ლარი.

მე­ო­რე ად­გი­ლი მი­ი­ღო პრო­ექ­ტმა "ის“. მის ავ­ტორს - გაბ­რი­ელ რაზ­მა­ძეს გა­და­ე­ცა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო 3000 ლარი.

"სა­უ­კე­თე­სო ქალი რე­ჟი­სო­რის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა ანა კვი­ჭი­ძემ პრო­ექ­ტის­თვის "მკვდრე­ბის ზღვა“ და მას გა­და­ე­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრი­ზი 5000 ლარი.

გაბ­რი­ელ რაზ­მა­ძე

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ხე­ლით მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და პი­რა­დად ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ანს, რო­მელ­საც უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს ამ ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ში, კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტორს ბა­ტონ კარ­ლო სი­ხა­რუ­ლი­ძეს, ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს ქალ­ბა­ტონ მე­დეა ჯა­ნი­აშ­ვილს, მაშო ბოჯ­გუ­ას, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბე­ლის დი­რექ­ტორს - თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილს, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს - ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე­სა და კახა ჟორ­ჟო­ლი­ანს.

ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი ახლა იდ­გამს ფეხს და, რა თქმა უნდა, შეც­დო­მე­ბი გვექ­ნე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს, ფი­ნან­სუ­რად არ ვართ მყა­რად, რაც გვინ­და, ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში უფრო და უფრო განვვი­თარ­დე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც უფრო მეტი გვექ­ნე­ბა.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დასი
4

თია წულუკიანს უხდიან მადლობას. ანუ მორიგი სამთავრობო ფორმალობა

ავტორი:

"გამოცდილება, რომელიც სხვა ფესტივალებზე დავაგროვე, ვეცადე, ჩვენთან გამომეყენებინა" - როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში

"გამოცდილება, რომელიც სხვა ფესტივალებზე დავაგროვე, ვეცადე, ჩვენთან გამომეყენებინა" - როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში

2022 წლის 10-16 ივლისს მესტიაში უკვე მეორედ ჩატარდა სვანეთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ქალღმერთი დალი“. იგი წელს სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აქ იყვნენ - კანის კინოფესტივალის ოთხი და "ბერლინალეს“ ორი წარმომადგენელი, ასევე, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალების წარმომადგენლები. "ქალღმერთმა დალიმ“ უმასპინძლა ოთხმოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. წლევანდელი ფესტივალს საკმაოდ თვალსაჩინო და წონიანი უცხოელი თუ ქართველი სტუმრები მესტიის ფესტივალს უკვე მსოფლიო კინოფესტივალების რანგში მოიაზრებენ.

კინოფესტივალის დამფუძნებელები არიან: რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი. როგორ ჩაიარა ფესტივალმა, გაამართლა თუ არა მისი დამფუძნებლების მოლოდინი, იყო თუ არა ყველაფერი ისე, როგორც ჩაიფიქრეს და, საერთოდ, რა ხდებოდა საფესტივალო დღეებში? - წლევანდელი საფესტივალო დღეებზე რეჟისორი მარიამ ხაჭვანი გვესაუბრება:

- საბედნიეროდ, ფესტივალზე ყველა სტუმარი ჩამოვიდა, ვის ჩამოსვლასაც ვაანონსებდით. ამინდმაც ძალიან გაგვიმართლა, რადგან ფესტივალის გახსნაც და დახურვაც, ასევე სხვა ღონისძიებებიც ღია ცის ქვეშ უნდა ჩაგვეტარებინა. ჩვენს სტუმრებს ძალიან მოეწონათ სვანეთი და ყველას უნდა, რომ ისევ ჩამოვიდეს ჩვენთან. ზოგადად, ფესტივალის სტუმრების შერჩევისას, ძირითადად, ჩამოგვყავს პროგრამერები - სწორედ მათი ყოფნაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფესტივალის ყველა მონაწილეს სურს, შეხვდეს კანის, ვენეციის, ბერლინისა და ა.შ. პროგრამერებს, რადგან სწორედ ისინი წყვეტენ ახალგაზრდა რეჟისორების ბედს, რათა მნიშვნელოვან ფესტივალებზე მოხვდეს მათი ფილმები. სამომავლოდ გვინდა, ჩვენს ფესტივალზე ძალიან ცნობილი მსახიობებიც ჩამოვიყვანოთ და ვფიქრობ, 2-3 წელიწადში ამასაც მოვახერხებთ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, რადგან მეტი ორგანიზება დაგვჭირდება. რაც შეეხება ჩვენი ფესტივალის ცნობადობას - წელს ისეთი კმაყოფილები წავიდნენ ჩვენი სტუმრები, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმიანება ჩვენთან ჩამოსვლის სურვილით.

გამოცდილება, რომელიც სხვა ფესტივალებზე დავაგროვე, ვეცადე, ჩვენს ფესტივალზე გამომეყენებინა და გავაკეთე მიქსი - იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები და მოეწყო ინდუსტრიული დღეები - ვორკშოფები, შეხვედრები ამ ადამიანებთან, ასევე, ფილმების ჩვენებები ღია და დახურულ სივრცეში.

მაგალითად, ფესტივალზე მოწვეული გვყავდა 12 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და, პარალელურად, - ძალიან ცნობილი უცხოელი პროგრამერები, რომლებთანაც ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩატარდა - ამ პროგრამერებმა ჩაატარეს მასტერკლასები, თუ როგორ, რა ეტაპზე და როგორი ფილმი უნდა გააგზავნონ რეჟისორებმა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, რომ მონაწილეობის შანსი ჰქონდეთ. ჩვენი ფესტივალის პირველი ამოცანაც ეს არის - განვავითაროთ ინდუსტრიული სფერო. მაგალითად, სხვადასხვა ფესტივალზე ჩასული ახალგაზრდა რეჟისორები ან, თუნდაც, "სეილ-აგენტები“, ან სხვადასხვა ფესტივალის წარმომადგენლები, უპირატესობას ყოველთვის ისეთ ფესტივალს ანიჭებენ, სადაც ინდუსტრიული პლატფორმა არის განვითარებული. მარტო იმისთვის არ ჩამოვლენ, რომ სვანეთს ეწვიონ და ასეთ ულამაზეს ბუნებაში ნახონ ფილმები, ფილმებს შინაც ნახავენ, კომპიუტერში. მაგრამ თუკი მათ ეცოდინებათ, რომ ეს ყოველმხრივ განვითარებული და პრესტიჟული ფესტივალია, - ჩამოვლენ. სულ სხვა იქნება, ვთქვათ, კანის ფესტივალის წარმომადგენელთან ურთიერთობა, როდესაც დაუგეგმავ ტურს, პირობითად, შხარაზე და მასთან ერთად იმოგზაურებ სვანეთში. წელს, გარდა ვორკშოფებისა, მასტერკლასებისა, ფილმების ჩვენებებისა და ა. შ. რამდენიმე ტურიც გვქონდა მთაში, სადაც მონაწილეებსა და პროგრამერებს საშუალება ჰქონდათ, მთელი დღის განმავლობაში ერთად ევლოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მე, პირადად, საზღვარგარეთ, ძალიან ბევრ ფესტივალზე ვარ ნამყოფი და, მაგალითად, ვინც წელს სვანეთის ფესტივალზე ჩამოვიყვანე, თუნდაც ქრისტოფერ ლეპარკი - კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციის გენერალური მდივანი, მარტა ბლეისი და სხვები, მათთან შეხვედრა და მხოლოდ გამარჯობის თქმაც კი ყველასთვის საოცნებოა, რადგან მათ იოლად ვერ შეხვდები ან თუ შეხვდები, ასე მარტივად არ დაგელაპარაკებიან.

მარიამ ხაჭვანი, ქრისტოფერ ლეპარკი, კარმენ გრეი, მარტა ბალაგა

- როგორ ჩაიარა ფესტივალმა, გახსნით დაწყებული და დახურვით დამთავრებული - მახსოვს, ღია ცის ქვეშ დიდი დღესასწაულების მოწყობა გქონდათ ჩაფიქრებული...

- გახსნის და დახურვის ცერემონიაც ძალიან ლამაზი იყო, ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რადგან უამინდობის შემთხვევაში, დახურულ სივრცეში, ასეთი შთამბეჭდავი ვერ გამოვიდოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა სტუმარმა - ბერლინის კინოფესტივალის პროგრამერმა, რომელიც "ახალგაზრდა“ ფესტივალის დონემ სასიამოვნოდ გააკვირვა, სცენაზე სიტყვით გამოსვლაც კი ითხოვა და არა მარტო სცენიდან აღნიშნა, კოლეგებსაც სწერდა, არ ველოდი ასეთ ლამაზ და ორგანიზებულ ფესტივალსო, მერე დაამატა, - ამდენი ცნობილი, მნიშვნელოვანი ადამიანის ერთად ჩამოყვანა ერთ ფესტივალზე, სახელგანთქმულ ფესტივალებსაც კი უჭირთ, ამიტომ ამ ფესტივალს უკვე ჩემს ფავორიტებს შორის მოვიაზრებო. ე.წ. ფიჩინგებმაც საინტერესოდ ჩაიარა და, შარშანდელ ფესტივალთან შედარებით, წელს მასში უფრო ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

- კინოფესტივალის წლევანდელ გამარჯვებულებზე რას გვეტყვით - ვინ არიან და რა ნამუშევრებით გამოიჩინეს თავი?

- მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრებმა, კანის კინოფესტივალის პროგრამერმა - ვიმ ვანაკერმა, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა - გელა ბაბლუანმა და ოქროს პალმის რტოს მფლობელმა რეჟისორმა - სამეჰ ალამ სამი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეარჩიეს:

საუკეთესო ფილმისთვის "ქალღმერთ დალის“ ჯილდო გადაეცა ფილმს - "ბესტია" რეჟ: უგო კოვარუბიასი (2021/ ჩილე)

"ქალღმერთ დალის“ ჯილდო საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის დაიმსახურა კიმ ტორესის ფილმმა "ღამის ნათება“ (2022/ კოსტა რიკა)

"ქალღმერთ დალის“ ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ანსაბლისთვის გადაეცა სანდრო სულაძის ფილმს "გუშაგები“ (2021/ საქართველო).

სალომე ვეფხვაძე

ასევე, ფესტივალზე გამოვლინდა კრიტიკის რჩეული ფილმები:

"სიტყვების ნაკადი“ - რეჟ: ელიანე ისტერი (2021წ/ ნიდერლანდები) და

"გუშაგები“ - რეჟ : სანდრო სულაძე (2021/ საქართველო).

ჟიურის წევრები გახლდნენ ბერლინალეს კინოფესტივალის პროგრამერი კარმენ გრეი და კინომცოდნე ნინო მხეიძე.

ანა კვიჭიძე

"საუკეთესო პრეზენტაციის“ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: ბერლინალეს კინოფესტივალის მარკეტის ხელმძღვანელმა მარტინა ბლეისმა, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა და ტალინის კინოფესტივალის პროგრამერმა ედვინას პუშკამ.

"საუკეთესო პრეზენტაციის“ ნომინაციაში გამარჯვებულია "ბედის მწერლები“. მის ავტორს - სალომე ვეფხვაძეს გადაეცა კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 5000 ლარი.

მეორე ადგილი მიიღო პროექტმა "ის“. მის ავტორს - გაბრიელ რაზმაძეს გადაეცა კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 3000 ლარი.

"საუკეთესო ქალი რეჟისორის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ანა კვიჭიძემ პროექტისთვის "მკვდრების ზღვა“ და მას გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი 5000 ლარი.

გაბრიელ რაზმაძე

ფესტივალის სახელით მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ამ ფესტივალის ჩატარებაში, კინოცენტრის დირექტორს ბატონ კარლო სიხარულიძეს, ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს ქალბატონ მედეა ჯანიაშვილს, მაშო ბოჯგუას, გუკა რჩეულიშვილს, საზოგადოებრივ მაუწყებელის დირექტორს - თიკო ბერძენიშვილს, მესტიის მუნიციპალიტეტს - ვიქტორ ჯაფარიძესა და კახა ჟორჟოლიანს.

ჩვენი ფესტივალი ახლა იდგამს ფეხს და, რა თქმა უნდა, შეცდომები გვექნება, მით უმეტეს, რომ ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს, ფინანსურად არ ვართ მყარად, რაც გვინდა, ყველაფერი რომ გავაკეთოთ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში უფრო და უფრო განვვითარდებით და შესაძლებლობაც უფრო მეტი გვექნება.

ავტორი: ირმა ხარშილაძე