მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერს, ეკა ბე­სე­ლი­ას ე.წ. სუს-ის კრებ­სე­ბის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეხე­ბა იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც ის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და და ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ხი­ფა­თოა, იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მოს­მე­ნა კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს იმ და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც ამ მუხ­ლით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი მი­დის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბამ­დე, ამი­ტომ ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თონ.

"ეს შემ­თხვე­ვა ეხე­ბა 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნას. და­ვი­კი­თხე მოწ­მის სა­ხით, სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და ახლა მცნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, თუმ­ცა ამას წინ უძღო­და ჩემი მო­თხოვ­ნა, რო­დე­საც პი­რა­დად მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას. რო­გორც ვიცი, სხვა პი­რე­ბის მი­მარ­თაც არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დიდი ნა­წი­ლი ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი­სა ეხე­ბა იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, 2017-2018 წლებ­ში, ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ხი­ფა­თოა, იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მოს­მე­ნა კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს იმ და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ მუხ­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს, დღე­საც ვი­კი­თხე, არის თუ არა რა­ი­მე დად­გე­ნი­ლი, ან გარ­კვე­უ­ლი და მი­თხრეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ეჭ­ვე­ბა რა­ი­მე დად­გინ­დეს, ჩემი ვა­რა­უ­დით, კვა­ლი მი­დის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბამ­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ მას­შტა­ბით ფა­ი­ლე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა და კრებ­სე­ბის გა­კე­თე­ბა გა­და­ე­წყვი­ტათ ფი­ზი­კურ პი­რებს, ამას აკე­თე­ბენ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი. ამი­ტომ, ძნე­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი გა­მოკ­ვე­თონ. ის, რომ ამ ფაქ­ტზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა­ვინ აიღო და მცდე­ლო­ბაა, რომ მი­ი­მა­ლოს ეს და­ნა­შა­უ­ლი, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოდ მეჩ­ვე­ნე­ბა. რა და­ა­ზღვევს იმას, რომ ახ­ლაც იგი­ვე არ ხდე­ბა? ზუს­ტად იმი­ტომ არის სა­ჭი­რო ამ საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, რომ ეს იყოს და­ზღვე­უ­ლი მო­მა­ვალ­შიც“, - აღ­ნიშ­ნა ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 2021 წლის 13 სექ­ტემ­ბერს ე.წ. კრებ­სე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი მოს­მე­ნა-მი­ყუ­რა­დე­ბის და თვალ­თვა­ლის შე­სა­ხებ 58 000-მდე ფა­ილს შე­ი­ცავ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სუს-ის მიერ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გზით პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნას და თვალ­თვალს უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

კრებსები

niko
2

მეგონა "ლევინსკის" ორდენს მიანიჭებდნენ.

ავტორი:

ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს, ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და ეს გაცილებით უფრო სახიფათოა, იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მოსმენა კიდევ უფრო ამძიმებს იმ დანაშაულს, რომელიც ამ მუხლით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, დანაშაულის კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, ამიტომ ძნელად წარმოსადგენია გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ.

"ეს შემთხვევა ეხება 2021 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენას. დავიკითხე მოწმის სახით, სექტემბერში დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ახლა მცნეს დაზარალებულად, თუმცა ამას წინ უძღოდა ჩემი მოთხოვნა, როდესაც პირადად მივმართე პროკურატურას. როგორც ვიცი, სხვა პირების მიმართაც არის დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება. დიდი ნაწილი ამ სატელეფონო საუბრებისა ეხება იმ პერიოდს, როდესაც მე ვიყავი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, 2017-2018 წლებში, ეს გაცილებით უფრო სახიფათოა, იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მოსმენა კიდევ უფრო ამძიმებს იმ დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლით.

რაც შეეხება მოლოდინებს, დღესაც ვიკითხე, არის თუ არა რაიმე დადგენილი, ან გარკვეული და მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მეეჭვება რაიმე დადგინდეს, ჩემი ვარაუდით, კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, შეუძლებელია ამ მასშტაბით ფაილების დახარისხება და კრებსების გაკეთება გადაეწყვიტათ ფიზიკურ პირებს, ამას აკეთებენ ძალოვანი უწყებები. ამიტომ, ძნელად წარმომიდგენია ამაზე პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ. ის, რომ ამ ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ აიღო და მცდელობაა, რომ მიიმალოს ეს დანაშაული, ძალიან სახიფათოდ მეჩვენება. რა დააზღვევს იმას, რომ ახლაც იგივე არ ხდება? ზუსტად იმიტომ არის საჭირო ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ ეს იყოს დაზღვეული მომავალშიც“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, 2021 წლის 13 სექტემბერს ე.წ. კრებსები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 000-მდე ფაილს შეიცავდა. აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.