მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც“ - ნინი ქარსელაძე
"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც“ - ნინი ქარსელაძე

მომ­ღე­რალ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა­ში "შუ­ა­დღე Live" ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ თუ რო­გო­რი შვი­ლი და მე­უღ­ლეა, ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მისი მე­უღ­ლე უმ­დიდ­რე­სია.

კი­თხვას, თუ რო­გო­რი შვი­ლია ნინი, მომ­ღე­რა­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"მინ­და, რომ უფრო მეტი გა­ვა­კე­თო ვიდ­რე დღეს ვა­კე­თებ. სამ­წუ­ხა­როა, რომ არ მომ­ცა ცხოვ­რე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­მა­ჩე­მის­თვი­საც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი კარ­გი შვი­ლი. თუ დღეს მე კარ­გი შვი­ლი მქვია, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იმ­დე­ნი ჩადო ჩემ­ში... მე ვთვლი, რა­საც დას­თეს, იმას იმკი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკვე მე ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი გა­ვუ­კე­თო დე­დას.

მაქვს ნამ­დვი­ლად პრე­ტენ­ზია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თგუ­ლი, უღა­ლა­ტო, ჩემ­თვის ტყუ­ი­ლი და ღა­ლა­ტი არ არ­სე­ბობს მე­გობ­რო­ბა­ში, ჩემ­თვის მე­გობ­რო­ბა იგი­ვე ოჯა­ხია და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ ურ­თი­ერ­თბებს“, - ამ­ბობს ნინი.

მი­სი­ვე თქმით, ბო­ლოს მა­შინ იტი­რა, როცა დე­დას, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას "კვან­ძი აღ­მო­აჩ­ნდა.“

მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, მისი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი თეთ­რი ფე­რი­საა - "ყვე­ლა­ზე სუფ­თა ალ­ბათ, იმი­ტომ რომ სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ღმერ­თია და ღმერ­თი ჩემ­თვის ნა­თე­ლი ფე­რე­ბია, თეთ­რი, სუფ­თა. ვცდი­ლობ, რომ ვიყო კარ­გი მე­უღ­ლე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. მე ადა­მი­ა­ნებ­თან ყო­ველ­თვის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს - რო­გო­რიც მე მინ­და რომ ჩემ­თან იყონ, ისე­ვე ვექ­ცე­ვი ზუს­ტად ადა­მი­ა­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ვთვლი, რომ ნორ­მა­ლუ­რი მე­უღ­ლე ვარ.“

ნინი ქარ­სე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან, თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვილ­თან ერ­თად

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - "მარ­თლა ძა­ლი­ან მდი­და­რია შენი მე­უღ­ლე?“, - მომ­ღე­რა­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"არა, ეს რა­ღაც მო­გო­ნი­ლი ჭო­რია, აგო­რე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლი, ამი­ტომ არა. არც მე არ ვარ მდი­და­რი. მე ბიძა მყავს მდი­და­რი, მე თვი­თონ არ ვარ მდი­და­რი. ბიძა ბავ­შვო­ბი­დან მა­თა­მა­მებ­და, პირ­ვე­ლი შვი­ლი ვარ, თან გოგო, ერ­თა­დერ­თი გოგო ვი­ყა­ვი 15 წელი და მარ­ტო ჩემ გა­თა­მა­მე­ბა­ზე იყო მე­რა­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ხა­თუ­ნა იყო ძა­ლი­ან მკაც­რი. მე­რა­ბი მის­რუ­ლებ­და ყვე­ლა­ფერს და დღე­საც ასეა. ყვე­ლამ რომ უთხრას, რომ ეს შა­ვია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთ­რია, მორ­ჩა, ამ­ბობს, რომ ნი­ნიმ ასე თქვა.

ნინი ბი­ძას­თან, მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას­თან ერ­თად

ხა­თუ­ნა სა­შინ­ლად მკაც­რი იყო. ყვე­ლას ეში­ნო­და, მარ­ტო მე არა, ჩემს მე­გობ­რებ­საც ხა­თუ­ნა­სი ეში­ნო­დათ. ანას­ტა­სი­ას­თან სხვა­ნა­ი­რად. ახლა მე ვარ მკაც­რი ანას­ტა­სი­ას­თან და მე ვი­ღებ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც ხა­თუ­ნას ჩემ­ზე ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.“

მომ­ღე­რალ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და თქვა, რომ მისი აზ­რით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი აკე­თო.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეს სი­ტყვა მე ცოტა სხვა­ნა­ი­რად მეს­მის - ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვს, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ, მე ვთვლი, რომ პი­რი­ქით, მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბას, შე­იძ­ლე­ბა იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, მაგ­რამ ეს იყოს ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი“, - აღნშნავს ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
1

ნინი ძალიან ვწუხვარ ასეთი ბედი რომ გქონია! კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ისეთი ადამიანები შემოიკრიბე ბავშვობიდან, რომ შენი ბედიც ამან გადაწყვიტა.

კახელი
1

ნინი ბავშვობიდან კარგად მახსოვს ნუუ ეხლა სასწაულად არ მღეროდა მაგრამ ძალიან საყვარელი ცქრიალა გოგო იყო რაღაცნაირი შარმი ქონდა მგონი ყველას უყვარდა ! რაც შეეხება ჟორდანიების ფულებს ერთი მილიონერი მითხარით ვინც წელებზე ფეხის დგომით იშოვა ფულები ! ჯერ ერთი მერაბის მამა იყო მეღვინე და მერაბს კარგი მემკვიდერეობა დარჩა მერე ფეხბურთელობის დროს იშოვა ფულები თავისი შრომით და თამაშით მერე კი დაიწყო რაღაცა დარღვევები მაგრამ იმ დარღვევებთან ერთად გაიხსენეთ რა პერიოდში მოუწია დინამოს და ფედერაციის პრეზიდენტობა--არავითარი ინფრასტრუქტურა დაქცეული ბაზები ! მე ვიცი ფეხბურთელებს ვარჯიშის მერე შხაპი რომ მიეღოთ თავისი ფულით ყიდულობდა გამაცხელებელ კალონკებს დვიჟოკებს ფორმებს ბურთებს ! ასე არ შეიძლება მარტო ცუდის დანახვა კარგიც ხომ უნდა გვახსოვდეს ? ყოველ შემთხვევაში არც პენსიონრებისთვის მოუპარავს ფულები და არც ბიზნესის წართმევებით და დაყაჩაღებით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც“ - ნინი ქარსელაძე

"ეს ჭორია, არც ჩემი ქმარია მდიდარი და არც მე... ბიძა მყავს მდიდარი, ბავშვობიდან მათამამებდა... ხათუნასი ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც“ - ნინი ქარსელაძე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ "ტვ პირველის“ გადაცემაში "შუადღე Live" ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორი შვილი და მეუღლეა, ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი მეუღლე უმდიდრესია.

კითხვას, თუ როგორი შვილია ნინი, მომღერალი ასე პასუხობს:

"მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო ვიდრე დღეს ვაკეთებ. სამწუხაროა, რომ არ მომცა ცხოვრებამ საშუალება, მამაჩემისთვისაც ვყოფილიყავი კარგი შვილი. თუ დღეს მე კარგი შვილი მქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. იმდენი ჩადო ჩემში... მე ვთვლი, რასაც დასთეს, იმას იმკი და საბედნიეროდ, უკვე მე ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგი გავუკეთო დედას.

მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო, ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში, ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთბებს“, - ამბობს ნინი.

მისივე თქმით, ბოლოს მაშინ იტირა, როცა დედას, ხათუნა ჟორდანიას "კვანძი აღმოაჩნდა.“

მომღერალი ამბობს, მისი აზრით, სიყვარული თეთრი ფერისაა - "ყველაზე სუფთა ალბათ, იმიტომ რომ სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყონ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს, შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ.“

ნინი ქარსელაძე მეუღლესთან, თაზო ჯახუტაშვილთან ერთად

ჟურნალისტის კითხვას - "მართლა ძალიან მდიდარია შენი მეუღლე?“, - მომღერალი ასე პასუხობს:

"არა, ეს რაღაც მოგონილი ჭორია, აგორებული ტყუილი, ამიტომ არა. არც მე არ ვარ მდიდარი. მე ბიძა მყავს მდიდარი, მე თვითონ არ ვარ მდიდარი. ბიძა ბავშვობიდან მათამამებდა, პირველი შვილი ვარ, თან გოგო, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. შესაბამისად, ხათუნა იყო ძალიან მკაცრი. მერაბი მისრულებდა ყველაფერს და დღესაც ასეა. ყველამ რომ უთხრას, რომ ეს შავია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთრია, მორჩა, ამბობს, რომ ნინიმ ასე თქვა.

ნინი ბიძასთან, მერაბ ჟორდანიასთან ერთად

ხათუნა საშინლად მკაცრი იყო. ყველას ეშინოდა, მარტო მე არა, ჩემს მეგობრებსაც ხათუნასი ეშინოდათ. ანასტასიასთან სხვანაირად. ახლა მე ვარ მკაცრი ანასტასიასთან და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რაც ხათუნას ჩემზე ჰქონდა აღებული.“

მომღერალმა თავისუფლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აკეთო.

"თავისუფლება ეს სიტყვა მე ცოტა სხვანაირად მესმის - ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, როცა თავისუფალი ხარ, მე ვთვლი, რომ პირიქით, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას, შეიძლება იყო თავისუფალი, მაგრამ ეს იყოს ჩარჩოებში მოქცეული“, - აღნშნავს ნინი ქარსელაძე.