სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე
"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან გო­ცი­რი­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის მიერ რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს, რო­მე­ლიც მედ­ვედ­ვე­მა მა­ლე­ვე წა­შა­ლა.

"დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა, წო­დე­ბით რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და სტა­ტუ­სით ლენჩმა და ღრმა ალ­კოჰო­ლიკ­მა, გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს და ყა­ზა­ხეთს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სა­ხელ­მწი­ფო­ებს უწო­დებს და უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ ამ ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას აა­ნონ­სებს, ისე­ვე რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­სად­გე­ნად სხვა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მი­ერ­თე­ბას. რო­გორც ჩანს, ეს ტექ­სტი კრემლში მზად ჰქონ­დათ წი­ნას­წარ, ისე­ვე რო­გორც პუ­ტი­ნის მიერ შე­თხზუ­ლი უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რია, რო­მელ­საც კი­ე­ვის აღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­დნენ. ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა ის­ტო­რი­ულ როლს თა­მა­შობს უკ­რა­ი­ნა და მისი გმი­რი ხალ­ხი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე. პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა დღეს პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის და­ცე­მის შემ­დეგ პო­ლო­ნე­თის და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის რი­გიც დად­გე­ბაო. როცა ამას ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა ამ­ბობს, რა საფრ­თხე­ე­ბი უდ­გათ ჩვენს მსგავს ქვეყ­ნებს, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არაა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­შია, ამი­ტო­მაა მისი მხარ­და­ჭე­რა თი­თო­ე­ლი ქარ­თვე­ლის ვალი. p.s. ლენჩმა და ღრმა ალ­კოჰო­ლიკ­მა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ეს პოს­ტი წა­შა­ლა. ვნა­ხოთ, რას იტყვის, სიმ­თვრა­ლეს მი­ა­წერს თუ იტყვის, რუ­სუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დი გა­მი­ტე­ხე­სო", - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" გო­ცი­რი­ძე და შე­სა­ბა­მის "სქ­რინ­შო­ტებ­საც" აქ­ვეყ­ნებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ VKontakte-ში 2 აგ­ვის­ტოს გაჩ­ნდა დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვის პოს­ტი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს და ყა­ზა­ხეთ­ში რუ­სე­ბის გე­ნო­ცი­დი მო­ე­წყო. პოს­ტი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გაქ­რა, თუმ­ცა მისი ე.წ. სქ­რინ­შო­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტმა, ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა გა­ავ­რცე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „VKontakte“-ში გა­ტე­ხეს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაზო
0

სპირიდონ ასიანი შენი ნაჩალიჩარია ეგ პოსტი, ულვაშებზე გეტყობა)))

ჯეჯე
6

არახამიასა და ნაცების მორიგი იაფფასიანი პროვოკაცია და მეორე ფრონტის გახსნის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე

"მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უკრაინის შემდეგ საქართველოს ოკუპაციას აანონსებს" - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ეხმიანება რუსეთის ექსპრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ რუსულ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მედვედვემა მალევე წაშალა.

"დიმიტრი მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოს და ყაზახეთს ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოებს უწოდებს და უკრაინის შემდეგ ამ ქვეყნების ოკუპაციას აანონსებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის აღსადგენად სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერთებას. როგორც ჩანს, ეს ტექსტი კრემლში მზად ჰქონდათ წინასწარ, ისევე როგორც პუტინის მიერ შეთხზული უკრაინის ისტორია, რომელსაც კიევის აღებისთანავე გამოაქვეყნებდნენ. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა ისტორიულ როლს თამაშობს უკრაინა და მისი გმირი ხალხი მსოფლიოს წინაშე. პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის დაცემის შემდეგ პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების რიგიც დადგებაო. როცა ამას ნატოს წევრი ქვეყანა ამბობს, რა საფრთხეები უდგათ ჩვენს მსგავს ქვეყნებს, ძნელი მისახვედრი არაა. საქართველოს გადარჩენა უკრაინის გამარჯვებაშია, ამიტომაა მისი მხარდაჭერა თითოელი ქართველის ვალი. p.s. ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა დიმიტრი მედვედევმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ეს პოსტი წაშალა. ვნახოთ, რას იტყვის, სიმთვრალეს მიაწერს თუ იტყვის, რუსული სოციალური ქსელის გვერდი გამიტეხესო", - წერს "ფეისბუქში" გოცირიძე და შესაბამის "სქრინშოტებსაც" აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში 2 აგვისტოს გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს და ყაზახეთში რუსების გენოციდი მოეწყო. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა. მოგვიანებით რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „VKontakte“-ში გატეხეს.