სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში" - რას წერს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექიმების კოლეგა
"Რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში" - რას წერს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექიმების კოლეგა

გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და ვერ­ტმფრენ­მა, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მფრი­ნა­ვე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი და ექი­მე­ბი ის­ხდნენ. სულ რვა ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • ბორტზე მყოფ­თა შო­რის იყ­ვნენ მე­დი­კო­სე­ბი ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ვე­ნეც­კი. მათ მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი იხ­სე­ნე­ბენ და მად­ლო­ბას უხ­დი­ან გამ­ბე­და­ო­ბის­თვის და იმ საქ­მის­თვის, რო­მე­ლიც გას­წი­ეს. მე­დი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ წერს ექი­მი ლე­ვან ჭე­ლი­ძეც.

"Მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, Ბოლო და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ზარი და SMS შე­მო­ვი­და ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე. Პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი რაც მო­ვის­მი­ნე იყო: "ცო­ცხა­ლი ხარ?" "რად­გან შენი ხმა გა­ვი­გე" და ასე შემ­დეგ...

Პირ­ვე­ლი რაც მინ­და ვთქვა ზო­გა­დად მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ: მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ იჯდა, ან ვინ ვიჯ­დე­ბო­დით იქ, მე ვი­ჯე­ქი თუ ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, უბ­რა­ლოდ დღეს მე და ზო­გი­ერთ ჩემს მე­გო­ბარს გაგ­ვი­მარ­თლა, სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გის და ქე­თის არა.

Ძალი­ან მტკი­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, სი­ტყვე­ბით ვე­რა­სო­დეს გად­მოს­ცემ რა გრძნო­ბაა როცა შენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.Მტკი­ვა, მაგ­რამ ამა­ყი ვარ ჩემი მე­გობ­რე­ბით, ვინც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი გას­ცა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ვა­ლის, ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის და სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლის უზე­ნა­ე­სი წყურ­ვი­ლით, მათ დათ­მეს სი­ცო­ცხლე, იმ მუნ­დი­რის­თვის, რო­მელ­საც ღირ­სე­უ­ლად ატა­რებ­დნენ დღემ­დე და ამ სა­ა­მა­ყო მუნ­დი­რით წა­ვიდ­ნენ სა­მუ­და­მოდ ჩვენ­გან.

Რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე ვი­ჯე­ქი იმ ვერ­ტმფრენ­ში, ზუს­ტად ისე და­უ­ფიქ­რებ­ლად და უყოყ­მა­ნოდ, რო­გორც დღეს გი­ორ­გი და ქეთი, ზუს­ტად ისე დავ­ჯდე­ბი ხვალ, ზეგ, მა­ზეგ და ყო­ველ­თვის როცა და სა­დაც სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი მე რო­გორც ექი­მი ან ადა­მი­ა­ნი.

kიდევ ერთხელ ქედს ვიხ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა ჩემი კო­ლე­გის და მე­გობ­რის წი­ნა­შე, მე­ა­მა­ყე­ბით, მად­ლო­ბა თქვენ, მად­ლო­ბა", - წერს ლე­ვან ჭე­ლი­ძე.

ზაზა
0

მადლობა თქვენი სამსახურისთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"Რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში" - რას წერს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექიმების კოლეგა

"Რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში" - რას წერს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ექიმების კოლეგა

გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანისტების დასახმარებლად წასული მფრინავები, მაშველები და ექიმები ისხდნენ. სულ რვა ადამიანი. ყველა მათგანი დაიღუპა.

  • ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ მედიკოსები ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი. მათ მეგობრები და კოლეგები იხსენებენ და მადლობას უხდიან გამბედაობისთვის და იმ საქმისთვის, რომელიც გასწიეს. მედიკოსების შესახებ წერს ექიმი ლევან ჭელიძეც.

"Მომხდარი უბედურების შემდეგ, Ბოლო დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში რამდენიმე ასეული ზარი და SMS შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. Პირველი სიტყვები რაც მოვისმინე იყო: "ცოცხალი ხარ?" "რადგან შენი ხმა გავიგე" და ასე შემდეგ...

Პირველი რაც მინდა ვთქვა ზოგადად მომხდარი ფაქტის შემდეგ: მნიშვნელობა არ აქვს ვინ იჯდა, ან ვინ ვიჯდებოდით იქ, მე ვიჯექი თუ ჩემი მეგობრები და კოლეგები, უბრალოდ დღეს მე და ზოგიერთ ჩემს მეგობარს გაგვიმართლა, სამწუხაროდ, გიორგის და ქეთის არა.

Ძალიან მტკივა ეს ყველაფერი, სიტყვებით ვერასოდეს გადმოსცემ რა გრძნობაა როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.Მტკივა, მაგრამ ამაყი ვარ ჩემი მეგობრებით, ვინც ყველაზე ძვირფასი გასცა საკუთარი პროფესიული ვალის, ადამიანის სიყვარულის და სიცოცხლის გადარჩენის სურვილის უზენაესი წყურვილით, მათ დათმეს სიცოცხლე, იმ მუნდირისთვის, რომელსაც ღირსეულად ატარებდნენ დღემდე და ამ საამაყო მუნდირით წავიდნენ სამუდამოდ ჩვენგან.

Რამდენიმე დღის წინ მე ვიჯექი იმ ვერტმფრენში, ზუსტად ისე დაუფიქრებლად და უყოყმანოდ, როგორც დღეს გიორგი და ქეთი, ზუსტად ისე დავჯდები ხვალ, ზეგ, მაზეგ და ყოველთვის როცა და სადაც საჭირო ვიქნები მე როგორც ექიმი ან ადამიანი.

kიდევ ერთხელ ქედს ვიხრი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ყველა ჩემი კოლეგის და მეგობრის წინაშე, მეამაყებით, მადლობა თქვენ, მადლობა", - წერს ლევან ჭელიძე.