საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფროა შიშის გრძნობა" - რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა
"როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფროა შიშის გრძნობა" - რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა

გუ­და­ურ­ში დღეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ჩა­მო­ვარ­და ვერ­ტმფრე­ნი, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბი და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბორტზე სულ 8 ადა­მი­ა­ნი იყო. მათ შო­რის, ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სი.

შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბორტზე მყო­ფი რვა­ვე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ერთ ერთი მფრი­ნა­ვი ზაზა ლო­რი­აა. ის გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი იყო, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ან­დობ­დნენ ურ­თუ­ლეს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს.

  • წლე­ბის წინ ზაზა ლო­რი­ამ "იმე­დის გმი­რებ­ში" თა­ვი­სი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­იხ­სე­ნა ერთ-ერთი რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და:

"სა­ერ­თოდ, ვერ­ტმფრენს უკ­ნი­დან როცა უბე­რავს ქარი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ყო­ველ­თვის შევ­დი­ვართ წინა მხრი­დან რო­დე­საც გვი­ბე­რავს ქარი, მაგ­რამ მთებ­ში ის ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა და აი, დაჯ­დო­მის მო­მენ­ტში შე­იც­ვა­ლა ქარი და ვერ­ტმფრენ­მა ვარ­დნა და­ი­წყო.

ერთი რაც მო­ვას­წა­რით, ეს უკვე წა­მე­ბის ამ­ბა­ვი იყო რომ შე­მოგ­ვეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა ვერ­ტმფრე­ნი და გა­დაგ­ვეგ­დო ხე­ო­ბა­ში და მოგ­ვცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა იმ ერ­თმა, ორმა წამ­მა რომ გა­მოვმძვრა­ლი­ყა­ვით და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით.

რო­დე­საც ბრუნ­დე­ბი და აა­ნა­ლი­ზებ, სად იყა­ვი, რა გა­ა­კე­თე, მა­შინ უფრო არის ში­შის გრძნო­ბა, ვიდ­რე ფრე­ნის დროს და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს", - ამ­ბობ­და მფრი­ნა­ვი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიეზა
0

ასეთ დროს საიდან პოულობთ ირონიას ჩემამდე არ დადის ვიღაცეების გასაგონად...ან განსჯას ..ამდენი გმირი და ახალგაზრდა ქართველი გამოგვეცალა...უფალმა ნათელში ამყოფოთ...როგორ იაფია ამ ქვეყანაში ადამიანთა სიცოცხლე ..ზაზა გმირად დაიბადა და ასე წავიდა ამ ვაჟკაც ბიჭებთან და ღირსეულ ამ მანდილოსანთან ერთად....🙏🙏🙏

მაი
0

გმირი ყოფილა. ეს ადამიანი,როგორი ვაჟკაცია ,ეტყობა მზერაზეც.დასანანი ისაა,ვიღაცის სულელურ ადრენალის შეეწირა ეს. ამდენი ხალხი.წავიდნენ დს იხტუნაონ სადაც უნდათ,რა ამბავია,ეს ამდენი შემოსული,არაბი თუ შეიხი,დაეტიონ რა,რით ისიამოვნონ არ იციან მოკლედ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფროა შიშის გრძნობა" - რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა

"როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფროა შიშის გრძნობა" - რას ამბობდა წლების წინ ზაზა ლორია, მფრინავი, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა

გუდაურში დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის ერთ ერთი მფრინავი ზაზა ლორიაა. ის გამოცდილი მფრინავი იყო, რომელსაც ყოველთვის ანდობდნენ ურთულეს სამაშველო ოპერაციებს.

  • წლების წინ ზაზა ლორიამ "იმედის გმირებში" თავისი სამუშაოს სპეციფიკის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ერთ-ერთი რთული დავალება, რომელიც მაშინ მშვიდობიანად დასრულდა:

"საერთოდ, ვერტმფრენს უკნიდან როცა უბერავს ქარი, ეს ძალიან ცუდია, ყოველთვის შევდივართ წინა მხრიდან როდესაც გვიბერავს ქარი, მაგრამ მთებში ის ძალიან ხშირად იცვლება და აი, დაჯდომის მომენტში შეიცვალა ქარი და ვერტმფრენმა ვარდნა დაიწყო.

ერთი რაც მოვასწარით, ეს უკვე წამების ამბავი იყო რომ შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში და მოგვცა იმის საშუალება იმ ერთმა, ორმა წამმა რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით.

როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფრო არის შიშის გრძნობა, ვიდრე ფრენის დროს და დავალების შესრულების დროს", - ამბობდა მფრინავი.