შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
უწყების ცნობით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"თქვენი არ ვიცი და მე კი მინდა ომი იმასთან რომ ამ ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ყავს, რითაც დასეირნობს იქით-აქეთ უსაფრთხოდ, ხოლო ხალხს რომელიც მის 10 წლით მართულ ქვეყანაში დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ყავს. მინდა ომი ამ სასტიკ ცინიზმთან და უთანასწორობასთან", - აღნიშნავს დოლიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.
"დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ორ ფეაზა ინგლისურს ისწავლიან და რადგან ორმეტრიანი ენები აქვთ, ყველაფრის ექსპერტებად მოევლინებიან ხოლმე საზოგადოებას..
ყველა კარგად ხვდება რომ ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და ერთი კაცის გადასარჩენად რვა რომ იღუპება არაპროფესიონალიზმი....მე მაგ მოქალაქეების სინდისი მაინტერესებს ყველანაირ ფასად მხარს რომ უჭერენ ხელისუფლებს ვითომ არაფერი....შემთხვევითობა აბა რაა