მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გარკვეულ მონაკვეთზე სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დაუკეტევადაც შეიძლება მუშაობა, ჩანს კარგად კადრეში, რომ რეგულირებით მოძრაობა მაშველებს ხელს არ შეუშლდა, გასაგებია რომ კატასტროფაა , ტრაგედიაა, მაგრამ საბაბია გზის დასაკეტად ?!