მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება
როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება

9 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა „იკი­გაი - გზა ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ“ გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ „იკი­გა­ის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მისი მიღ­წე­ვის გზებ­ზე, რო­გორც ზო­გად, ისე ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი­სა და ჰექ­ტორ გარ­სი­ას წიგ­ნის „იკი­გა­ის“ ჭრილ­ში.

სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი - „იკი­გა­ის“ ავ­ტო­რი (ვი­დეო ჩარ­თვა), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ეს­ტუმ­რა და მკი­თხველ­თან ხან­გრძლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბიც გა­მარ­თა, კახი ლობ­ჟა­ნი­ძე - პერ­სო­ნა­ლუ­რი და ბიზ­ნეს ქო­უ­ჩი და „იკი­გა­ის“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კურ­სის ავ­ტო­რი, ანა ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი - „იკი­გა­ის“ მთარ­გმნე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, ცეკ­ვა თე­რა­პევ­ტი და ბა­ლე­რი­ნა.

ისი­ნი გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუ რა­ტომ არის „იკი­გა­ის“ აღ­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ უნდა იპო­ვო ჰარ­მო­ნია სა­კუ­თარ თავ­თან და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყო ბედ­ნი­ე­რი ახ­ლა­ვე, რა ტექ­ნი­კა და ცხოვ­რე­ბის რა წე­სე­ბი გვჭირ­დე­ბა ამის მი­საღ­წე­ვად?

ბი­ლე­თის ფას­ში შე­დის ყა­ვის შეს­ვე­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ სა­ჩუქ­რე­ბი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის­გან“. ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს კი გე­ლო­დე­ბათ „ჰოთ­სე­ი­ლის“ სა­ინ­ტე­რე­სო გა­თა­მა­შე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 19:00 სა­ათ­ზე Radisson Blu Batumi-ში (ნი­ნოშ­ვი­ლის ქ. №1) ჩა­ტარ­დე­ბა.

ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი­სა და ჰექ­ტორ გარ­სი­ას წიგ­ნის „იკი­გა­ის“ შე­სა­ხებ: "იკი­გაი“ მოგ­ვი­თხრობს ია­პო­ნურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, თუ რო­გორ "შე­ვა­ჩე­როთ“ და­ბე­რე­ბა, რო­გორ ვი­პო­ვოთ დი­ნე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, რა­საც ვა­კე­თებთ, რას ნიშ­ნავს იკი­გა­ის დი­ე­ტა და სხვა. წიგ­ნი 2016 წელს გა­მო­ი­ცა და მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ის უკვე 54 ენა­ზე ითარ­გმნა და მსოფ­ლი­ოს "შე­მოვ­ლას“ კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს. 2022 წლის მა­ი­სი­დან კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა“ ის ქარ­თულ ენა­ზეც გა­ხა­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://bit.ly/3Bnpq3S

R

ავტორი:

როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება

როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება

9 აგვისტოს ბათუმში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ღონისძიება „იკიგაი - გზა ბედნიერებისკენ“ გაიმართება.

ღონისძიებაზე მიწვეული სპიკერები ისაუბრებენ „იკიგაის“ მნიშვნელობასა და მისი მიღწევის გზებზე, როგორც ზოგად, ისე ფრანსესკ მირალესისა და ჰექტორ გარსიას წიგნის „იკიგაის“ ჭრილში.

სპიკერები იქნებიან ფრანსესკ მირალესი - „იკიგაის“ ავტორი (ვიდეო ჩართვა), რომელიც საქართველოს უკვე ესტუმრა და მკითხველთან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრებიც გამართა, კახი ლობჟანიძე - პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი და „იკიგაის“ ინდივიდუალური კურსის ავტორი, ანა ალბუთაშვილი - „იკიგაის“ მთარგმნელი, ფსიქოლოგი, ცეკვა თერაპევტი და ბალერინა.

ისინი განიხილავენ, თუ რატომ არის „იკიგაის“ აღმოჩენა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა იპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და როგორ შეიძლება იყო ბედნიერი ახლავე, რა ტექნიკა და ცხოვრების რა წესები გვჭირდება ამის მისაღწევად?

ბილეთის ფასში შედის ყავის შესვენება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საჩუქრები „ლურჯი ოკეანისგან“. ღონისძიების ბოლოს კი გელოდებათ „ჰოთსეილის“ საინტერესო გათამაშება.

ღონისძიება 19:00 საათზე Radisson Blu Batumi-ში (ნინოშვილის ქ. №1) ჩატარდება.

ფრანსესკ მირალესისა და ჰექტორ გარსიას წიგნის „იკიგაის“ შესახებ: "იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ "შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს, ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს "შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს. 2022 წლის მაისიდან კი გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ ის ქართულ ენაზეც გახადა ხელმისაწვდომი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Bnpq3S

R