პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"
"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლი, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჭი­როა ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­კუ­რი იყოს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იქ­მნას კონ­სე­სუ­სი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­სა­ხუ­რებს ღირ­სე­ულ ჯან­დაც­ვა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას. ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"ჩემი აზ­რით, სა­ჭი­როა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი იყოს ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­კუ­რი, რა­ღაც კონ­სე­სუ­სი რომ შე­იქ­მნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ ის იმ­სა­ხუ­რებს ღირ­სე­ულ ჯან­დაც­ვას, მკურ­ნა­ლო­ბას და ა.შ. და მას უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა ამა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დე­პო­ლი­ტიზ­დეს მისი სა­კი­თხი და ამის­თვის სა­ჭი­რო არის, რომ მისი როლი პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ხე­დოს.

მე ერთი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ ჩა­მო­სუ­ლი, ოჯა­ხის სა­ნა­ხა­ვად, მა­მა­ჩე­მის სა­ნა­ხა­ვად. ცოტა ვი­მოგ­ზა­უ­რეთ ერ­თად მე და დე­და­ჩემ­მა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო. ხალ­ხი გვხვდე­ბა ქუ­ჩა­ში და თუ მცნო­ბენ, მე­კი­თხე­ბი­ან, მიშა რო­გორ არის და უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ბა­ში არის მა­მა­ჩე­მის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ადა­მი­ა­ნე­ბის ტონ­ში ვამ­ჩნევ, რომ ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის მა­მა­ჩე­მი არ არის მო­მავ­ლის ლი­დე­რი. ისი­ნი მას­ზე არ მე­კი­თხე­ბი­ან რო­გორც - მოდი, მიშა გა­მო­ვი­დეს და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნოს და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასე ფიქ­რობს და ასე უყუ­რებს, მაგ­რამ არის ასე­ვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და შე­საძ­ლოა უფრო დიდი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც აფა­სე­ბენ მის როლს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში და უბ­რა­ლოდ, უნ­დათ მის­თვის კარ­გი, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ მას­ზე, რო­გორც ადა­მი­ან­ზე. ხში­რად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და არც მი­შას ამომ­რჩევ­ლე­ბი არ არი­ან“, - ამ­ბობს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

  • მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა დიდი შეც­დო­მა იყო:

"დღეს მის­გან (მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან) პო­ლი­ტი­კუ­რად არც ის­მის ბევ­რი, არც ბევ­რს წერს პო­ლი­ტი­კა­ზე. მაგ­რამ ჩა­მოს­ვლამ­დე სა­უბ­რობ­და, რომ მე ახლა ჩა­მო­ვალ, ჩვენ შევ­ცვლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­ი­წყე­ბა ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და ა.შ. მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ეს თე­ო­რია არ გა­მოდ­გა მარ­თა­ლი. ის ჩა­მო­ვი­და და მი­ვი­ღეთ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც მი­ვი­ღეთ. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა, რაც მე აქამ­დეც მით­ქვამს", - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი.

  • ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე ამ­ბობს, რომ კარ­გია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "ვი­ვა­მედ­ში" მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც რომ აქვს და გა­დას­ხმებს უკე­თე­ბენ, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ეს არ არის საკ­მა­რი­სი მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.

"მა­მა­ჩე­მი ამ თვე­ში ორ­ჯერ ვნა­ხე. მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და უკე­თე­სი. მა­ინც და მა­ინც არ შე­მი­ტყვია, რომ უკე­თე­სად არის - ფერ­მკრთა­ლო­ბა, და­ბა­ლი ენერ­გია, ძა­ლი­ან აშ­კა­რა არის ჩემ­თვის, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ არის კარ­გად. რომ მი­ვე­დი, გა­დას­ხმებს უკე­თებ­დნენ. ვფიქ­რობ, დღეს-ხვალ სიკ­ვდი­ლის საფრ­თხე არ დგას, აი, ამ გა­დას­ხმე­ბის გამო და ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. კარ­გია, რომ იქ მა­ინც არის. შე­იძ­ლე­ბა ეს არ არის ის, რაც სა­ჭი­როა მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ეს მა­ინც კარ­გია და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

უტიფრების გადარბენაა! რაც მამა ის შვილიც!

123
3

კარგი ახალგაზრდაა, მართლაც მომგებიანი იქნება მიშასთვის პოლიტიკასთან თუ არ ექნება კავშირი

ავტორი:

"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"

"ბევრისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი" - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, მის როლზე პოლიტიკაში და მამის "დიდ შეცდომაზე"

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიკური იყოს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვასა და მკურნალობას. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ვაჟმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი აზრით, საჭიროა, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რაღაც კონსესუსი რომ შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და ა.შ. და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი და ამისთვის საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა საქართველოში ვარ ჩამოსული, ოჯახის სანახავად, მამაჩემის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის და უფრო მეტი ინტერესი ფართო საზოგადობაში არის მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. ისინი მასზე არ მეკითხებიან როგორც - მოდი, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩინოს და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს და ასე უყურებს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი და შესაძლოა უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უბრალოდ, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც "ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არ არიან“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

  • მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა დიდი შეცდომა იყო:

"დღეს მისგან (მიხეილ სააკაშვილისგან) პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე. მაგრამ ჩამოსვლამდე საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახლის მშენებლობა და ა.შ. მაგრამ რეალურად, ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს", - აღნიშნავს ექსპრეზიდენტის შვილი.

  • ედუარდ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს "ვივამედში" მკურნალობის შესაძლებლობა მაინც რომ აქვს და გადასხმებს უკეთებენ, თუმცა მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი მისი რეაბილიტაციისთვის.

"მამაჩემი ამ თვეში ორჯერ ვნახე. მქონდა მოლოდინი, რომ მისი მდგომარეობა იქნებოდა უკეთესი. მაინც და მაინც არ შემიტყვია, რომ უკეთესად არის - ფერმკრთალობა, დაბალი ენერგია, ძალიან აშკარა არის ჩემთვის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის კარგად. რომ მივედი, გადასხმებს უკეთებდნენ. ვფიქრობ, დღეს-ხვალ სიკვდილის საფრთხე არ დგას, აი, ამ გადასხმების გამო და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. კარგია, რომ იქ მაინც არის. შეიძლება ეს არ არის ის, რაც საჭიროა მისი გრძელვადიანი რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს მაინც კარგია და სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის", - აღნიშნავს ედუარდ სააკაშვილი.