პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას - ხელისუფლებას ეს არ აწყობდა და..." - გოგაშვილის მორიგი განცხადება პატრიარქთან შეხვედრასა და მეუფე შიოს გაფრთხილებაზე
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას - ხელისუფლებას ეს არ აწყობდა და..." - გოგაშვილის მორიგი განცხადება პატრიარქთან შეხვედრასა და მეუფე შიოს გაფრთხილებაზე

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოსო გო­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და სა­პატ­რი­არ­ქო­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რებს აქვთ და­ვა­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ახ­დი­ნონ პატ­რი­არ­ქის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

"საქ­მის ირ­გვლივ მო­გახ­სე­ნებთ შემ­დეგს: ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რატო გა­და­წყვი­ტა ჩემი დას­ჯა ამ საქ­მით, რო­მე­ლიც არის შე­კე­რი­ლი, რო­დე­საც ვი­თომ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ამით პირ­და­პირ დას­ტურ­დე­ბა ჩვე­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კავ­ში­რი. მე ვფიქ­რობ, რომ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კეთ­და, რად­გან რომ დიახ, ჩვენ ერ­თად ვართ, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან და გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან.

რო­მა­ნოვ­სკი და ადა­მია არი­ან პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის - მატ­ვი­ენ­კოს, პოლ­ტავ­ჩენ­კოს და ასე­ვე ეფ ეს ბე-ს გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ და­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ახ­დი­ნონ პატ­რი­არ­ქის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტით ჩა­ნაც­ვლე­ბა. ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­შირ­ში რომ არი­ან ეს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი (მიმ­დი­ნა­რე) საქ­მი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რა­შიც მე პი­რა­დად ეჭვი აღარ მე­პა­რე­ბა და დას­კვნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­მინ­დია.

ახლა მო­გიყ­ვე­ბით რას აკე­თებს და აკე­თებ­და ქარ­თუ­ლი მხა­რე და რა ფორ­მით ვი­ყა­ვი მე ჩარ­თუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. სა­ნამ კონ­კრე­ტუ­ლად ფაქ­ტებ­ზე გა­და­ვალთ, იქამ­დე მინ­და რამ­დე­ნი­მე პა­სა­ჟი გა­ვა­კე­თო სუს-ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და შემ­დე­გაც, მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ხელი შე­მე­შა­ლა. პრე­ვენ­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე­ჯერ სუ­სი­დან წა­მო­სულ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­ვაჟ­ღე­რე, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი არ და­მი­სა­ხე­ლე­ბია (პატ­რი­არ­ქო­ბის).

პირ­ველ კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მე­უ­ფე შიო, რო­მელ­ზეც ორი­ვე მხა­რე მუ­შა­ობ­და. მე ტე­ლე­ვი­ზი­ით არ გა­ვაჟ­ღე­რე ეს, იმი­ტომ, რომ მინ­დო­და პი­რა­დად მე­უ­ფე შიო მე­ნა­ხა. 30 სექ­ტემ­ბერს ინგა გრი­გო­ლი­ას­თან ჩემი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მე და­ვუ­კავ­შირ­დი მე­უ­ფე შიოს და მო­ვუ­ყე­ვი ყვე­ლა­ფე­რი, რომ ხდე­ბო­და ამ ტი­პის ჩა­რე­ვა, მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა, რომ ეს და­ა­ზი­ა­ნებ­და მა­საც და ეკ­ლე­სი­ა­საც.

ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პატ­რი­არ­ქი აპი­რებ­და გა­დად­გო­მას კონ­კრე­ტუ­ლად 14 ოქ­ტომ­ბერს, ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ში­ო­მაც და­მი­დას­ტუ­რა და თქვა, რომ თვი­თონ შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო და ასე­ვე ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით (რაც სა­პატ­რი­არ­ქო­ში ბევ­რმა იცის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ამ დრო­ის­თვის არ აწყობ­დათ პატ­რი­არ­ქის გა­დად­გო­მა და მათ შეძ­ლეს პატ­რი­არ­ქის გა­დარ­წმუ­ნე­ბა. ეს ხდე­ბო­და 2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. მე­უ­ფე შიოს მე აღუთ­ქვი დახ­მა­რე­ბა და ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, რაც მას აა­ცი­ლებ­და. მან მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და მას შემ­დეგ არ დამ­კავ­ში­რე­ბია. უფრო ადრე, 2020 წელს მე პი­რა­დად შევ­ხვდი პატ­რი­არ­ქს და დე­ტა­ლებ­ში მო­ვუ­ყე­ვი მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ და ამა­ვე დროს და­ვა­ნა­ხე ჩემი მზა­ო­ბა შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მან ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­მი­ნა და მი­თხრა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც მე არას­დროს არ და­მა­ვი­წყდე­ბა: "იო­სებ, შვი­ლო ნუ და­ე­ჯა­ხე­ბი მათ, დიდი შური იცი­ან და ამი­სათ­ვის არ მე­მე­ტე­ბი”. მე ვე­ამ­ბო­რე მას ხელ­ზე და ვუ­თხა­რი, რომ მე თავს უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ და ჩემ გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მე­ზე მას კურ­თხე­ვას არ ვთხოვ­დი. მას შემ­დეგ მე ავი­ღე რა­ღაც პა­უ­ზა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღე ბევ­რი მუ­ქა­რა, გაფრ­თხი­ლე­ბა",კე­თი­ლი რჩე­ვა”, ცოტა ხნის შემ­დეგ და­ვი­წყე პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მხი­ლე­ბის კამ­პა­ნია, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მე­გობ­რუ­ლი "რჩე­ვა-გაფრ­თხი­ლე­ბა” მი­ვი­ღე ვახო გო­მე­ლა­უ­რის­გან და პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან, მაგ­რამ რა ვი­ცო­დი, საქ­მე რომ უკვე აღ­ძრუ­ლი ჰქონ­დათ.

ასე­ვე მინ­და შე­ვე­ხო მე­უ­ფე ია­კო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა­საც, რის შე­სა­ხე­ბაც თეამ შეც­დო­მით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არა­მედ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ. მან გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავ­და ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას. ეს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და ქისტ "ქი­ლერს" და ჩვე­ნი მსჯე­ლო­ბის დროს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­სჯის შე­დე­გად მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ თუ ისი­ნი ამას გა­ა­კე­თებ­დნენ, შემ­დეგ ამას მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს და­აბ­რა­ლებ­დნენ, იმი­ტომ, რომ რო­გორც მან მი­თხრა, ეს "ქი­ლე­რი” იმ­ყო­ფე­ბო­და პან­კის­ში.

მე­უ­ფეო, თქვენ ხართ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ნათ­ლია და ამ ფაქ­ტის უარ­ყო­ფა და არ­თქმა და­სა­ნა­ნია. და­ვუბ­რუნ­დე­ბი ე.წ "გა­ტა­რე­ბულ” ღო­ნის­ძი­ე­ბებს. რო­გორც ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში ვთქვი, ჩემ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა, სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ. მე და­ვა­ლე­ბუ­ლი მქონ­და მის­თვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მან თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა სხვა­დას­ხვა მე­უ­ფე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­სი­ა­თებ­და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ყვე­ლა მათ­განს რო­გორც სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში და­სა­ნიშნ კან­დი­და­ტებს. მან მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა მე­უ­ფე ში­ო­ზე, რომ ის იყო ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტი, რომ ეს იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი უფ­როს­თან.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მორიელი
2

როგორი დაწყება აქვს? ეხლა მე მოგიყვებით.... )))) ამას რა საიდუმლო უნდა ანდო. კიდევ კარგი მოიშორეს

ვააუუ
2

ვაუუ,რას უბერავს !!! პოლიტპატიმრობისთვის 10 ამდენია საჭირო.დავაი,დაუბეერეეე !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას - ხელისუფლებას ეს არ აწყობდა და..." - გოგაშვილის მორიგი განცხადება პატრიარქთან შეხვედრასა და მეუფე შიოს გაფრთხილებაზე

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას - ხელისუფლებას ეს არ აწყობდა და..." - გოგაშვილის მორიგი განცხადება პატრიარქთან შეხვედრასა და მეუფე შიოს გაფრთხილებაზე

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, მორიგ განცხადებას ავრცელებს და საპატრიარქოში მომხდარი მოვლენების შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვის წევრებს აქვთ დავალება, საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

"საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია, ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი. მე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან რომ დიახ, ჩვენ ერთად ვართ, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მოქმედებებიდან და განცხადებებიდან.

რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის - მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე ეფ ეს ბე-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება. ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში რომ არიან ეს ზემოაღნიშნული (მიმდინარე) საქმითაც დასტურდება, რაშიც მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და დასკვნები საზოგადოებისათვის მიმინდია.

ახლა მოგიყვებით რას აკეთებს და აკეთებდა ქართული მხარე და რა ფორმით ვიყავი მე ჩართული ამ ყველაფერში. სანამ კონკრეტულად ფაქტებზე გადავალთ, იქამდე მინდა რამდენიმე პასაჟი გავაკეთო სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, მე ყოველთვის ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა. პრევენციულად რამდენიმეჯერ სუსიდან წამოსულმა ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გავაჟღერე, მაგრამ, სავარაუდო კანდიდატები არ დამისახელებია (პატრიარქობის).

პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა პირადად მეუფე შიო მენახა. 30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი.

მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: "იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”. მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი. მას შემდეგ მე ავიღე რაღაც პაუზა, ამ ხნის განმავლობაში მივიღე ბევრი მუქარა, გაფრთხილება, ,,კეთილი რჩევა”, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული ,,რჩევა-გაფრთხილება” მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი, საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ.

ასევე მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ "ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს "ქილერი” იმყოფებოდა პანკისში.

მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და ართქმა დასანანია. დავუბრუნდები ე.წ ,,გატარებულ” ღონისძიებებს. როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან.