სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?
პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი  - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს შო­რის კონ­ფლიქტმა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცე­სი გა­და­ფა­რა. ამას წინ უძღო­და უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ას "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­ბა­ხი­ძე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. არა­ხა­მი­ას თქმით, მან არ იცო­და ვინ იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თუმ­ცა შემ­დეგ რაც "და­გუ­გ­ლა" , აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძის მამა “კე­გე­ბეშ­ნი­კია”. ამის შემ­დგომ ამის თა­ო­ბა­ზე კი­თხვა "მთა­ვა­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა კო­ბა­ხი­ძეს და­უს­ვა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, წყო­ბი­დან გა­მო­ვი­და და ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. "ქალი აღარ ხარ რა.. ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე.. სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს", - ასე მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლისტს, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, მათ შო­რის იყო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. თა­ვის მხრივ, კო­ბა­ხი­ძემ ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და კრი­ტი­კო­სებს "პავ­ლიკ მო­რო­ზო­ვე­ბი" უწო­და, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტსაც. მოკ­ლედ, რო­გორც გვჩ­ვე­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისევ ორად გა­ი­ყო, ზოგს ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­ცი­ე­ლი არ მოს­წონს და კო­ბა­ხი­ძეს ამარ­თლებს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ კო­ბა­ხი­ძეს, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

  • ვინ არის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მამა?

გი­ორ­გი (გია) კო­ბა­ხი­ძე 1953 წლის 23 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ბი­ოგ­რა­ფი­ულ ლექ­სი­კონ­ში ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, სპორ­ტსმე­ნი, ფი­ზი­კო­სი.

ამა­ვე წყა­როს თა­ნახ­მად, მან 1976 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი. 1972-1976წწ. იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რაგ­ბის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი; 1974-1976წწ. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი; 1977-1978წწ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოთ­ვლი­თი ცენ­ტრის ინ­ჟი­ნე­რი; 1978-1985წწ. ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის, 1985-1992წწ. მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ბი­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა:

ის გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი, პრეს-მდი­ვა­ნი, თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი (1991-1996); იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი (1990-1992); სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (1992-1995); სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცი­ის "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია",

თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (1992-1995); სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (1995-1999); სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (1995-1999), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რი (1996).

გია კო­ბა­ხი­ძე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე აღიქ­მე­ბო­და, რო­გორ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი ჯგუ­ფის წევ­რი, ამი­ტო­მაც ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ა­ში "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" გა­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩვენ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის პრო­რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღიქ­მე­ბა. მან 2015 წელს, მას მერე, რაც მისი შვი­ლი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდა, ეს პარ­ტი­აც და პო­ლი­ტი­კაც და­ტო­ვა.

"27 წე­ლია პო­ლი­ტი­კა­ში ვარ, თუმ­ცა არ დავღ­ლილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, წე­სებს ვი­ცავ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ, სწო­რედ იმი­ტომ მი­ვი­ღე, რომ ჩემი შვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. პო­ლი­ტი­კი­დან რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო წა­ვე­დი: პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სია, რად­გან ქვეყ­ნის­თვის კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბის ყვე­ლა მოკ­ლე გზა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნაა. ახლა ჩემი შვი­ლი სწო­რედ ამ გზას და­ად­გა და მეც გა­დავ­წყვი­ტე, არა­თუ ხელი შე­ვუ­შა­ლო, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყო. მე­ო­რე მი­ზე­ზი ისაა, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის ნორ­მე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟიმ­ში არ უნდა იყ­ვნენ; მე­სა­მე მი­ზე­ზი კი ზო­გა­დი, ადა­მი­ა­ნუ­რი ეთი­კის სა­კი­თხია, რომ­ლის დარ­ღვე­ვაც პო­ლი­ტი­კა­ში არა­ჯან­საღ ატ­მოს­ფე­როს შექ­მნი­და", - აცხა­დებ­და ის იმ­ჟა­მად.

გია კო­ბა­ხი­ძის მე­უღ­ლე თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი 2018 წლამ­დე მუ­შა­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრში, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და იყო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი. ამ­ჟა­მად მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ არის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი.

მათ ირაკ­ლის გარ­და, ჰყავთ კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - ქე­თე­ვან კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც და­ვით ფა­ცა­ცი­ას მე­უღ­ლეა.

  • ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და ბა­ტონ გიას და შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მან გვი­თხრა, - 7 წე­ლი­წა­დია მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია და უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, ახლა ვი­ლა­პა­რა­კოო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთანდილი
4

ამ სტატიაში რატომღაც არაა ნახსენები, რომ გიორგი კობახიძე იარაღით ხელში ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და მის ეროვნულ ხელისუფლებას.

სიმართლე
13

ხომ გაგიგიათ, "ცუდას რათ უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი".

აი მაგალითად თუ გსმენიათ, ამდენი აუგი ან კიტოვანის ან იოსელიანის ან სიგუასი ან ქობალიას ან ზარანდიას ან ყარყარაშვილის ან, და ან ისეთი ვინმეების ცუდად ხსენება, არად ადრე იწერებოდა რომ ამათმა დააქციეს ქვეყანაო, როგორ ხდება ეს.? იქნებ ახსნას ვინმემ.

ავტორი:

პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი  - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და "მთავარი არხის" ჟურნალისტს შორის კონფლიქტმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი გადაფარა. ამას წინ უძღოდა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას "მთავარ არხთან" ინტერვიუში კობახიძეზე გაკეთებული განცხადებები. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კეგებეშნიკია”. ამის შემდგომ ამის თაობაზე კითხვა "მთავარის" ჟურნალისტმა კობახიძეს დაუსვა, რომელიც, ფაქტობრივად, წყობიდან გამოვიდა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. "ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს", - ასე მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა ის მკაცრად გააკრიტიკა, მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თავის მხრივ, კობახიძემ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებს "პავლიკ მოროზოვები" უწოდა, მათ შორის პრეზიდენტსაც. მოკლედ, როგორც გვჩვევია, საზოგადოება ისევ ორად გაიყო, ზოგს ჟურნალისტის საქციელი არ მოსწონს და კობახიძეს ამართლებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კობახიძეს, როგორც საჯარო მოხელეს, თმენის ვალდებულება აქვს.

  • ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

გიორგი (გია) კობახიძე 1953 წლის 23 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. ბიოგრაფიულ ლექსიკონში ის მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ფიზიკოსი.

ამავე წყაროს თანახმად, მან 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1972-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი; 1974-1976წწ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი; 1977-1978წწ. ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 1978-1985წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992წწ. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

  • პოლიტიკური კარიერა:

ის გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პრეს-მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი (1991-1996); იყო საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი, აღმასრულებელი მდივანი (1990-1992); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-1995); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქციის "ეროვნულ დემოკრატიული პარტია",

თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995); საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-1999); საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999), საქართველოს სახალხო პარტიის წევრი (1996).

გია კობახიძე ქართულ პოლიტიკურ ველზე აღიქმებოდა, როგორ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯგუფის წევრი, ამიტომაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ნინო ბურჯანაძის პარტიაში "დემოკრატიული მოძრაობა" გამოჩენა, რომელიც დღემდე ჩვენში საზოგადოების ნაწილისთვის პრორუსულ ორგანიზაციად აღიქმება. მან 2015 წელს, მას მერე, რაც მისი შვილი აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდა, ეს პარტიაც და პოლიტიკაც დატოვა.

"27 წელია პოლიტიკაში ვარ, თუმცა არ დავღლილვარ. უბრალოდ, წესებს ვიცავ. ეს გადაწყვეტილება, საბოლოოდ, სწორედ იმიტომ მივიღე, რომ ჩემი შვილი პოლიტიკაში, მმართველი პარტიის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. პოლიტიკიდან რამდენიმე მიზეზის გამო წავედი: პირველი სახელმწიფო ინტერესია, რადგან ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთების ყველა მოკლე გზა ხელისუფლებაში ყოფნაა. ახლა ჩემი შვილი სწორედ ამ გზას დაადგა და მეც გადავწყვიტე, არათუ ხელი შევუშალო, არამედ მაქსიმალურად შევუწყო. მეორე მიზეზი ისაა, რომ არსებობს პროფესიული ეთიკის ნორმები და ოჯახის წევრები ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში არ უნდა იყვნენ; მესამე მიზეზი კი ზოგადი, ადამიანური ეთიკის საკითხია, რომლის დარღვევაც პოლიტიკაში არაჯანსაღ ატმოსფეროს შექმნიდა", - აცხადებდა ის იმჟამად.

გია კობახიძის მეუღლე თამარ ზაალიშვილი 2018 წლამდე მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, დირექტორის მოადგილედ და იყო უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. ამჟამად მას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მათ ირაკლის გარდა, ჰყავთ კიდევ ერთი ქალიშვილი - ქეთევან კობახიძე, რომელიც დავით ფაცაციას მეუღლეა.

  • ambebi.ge დაუკავშირდა ბატონ გიას და შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა მან გვითხრა, - 7 წელიწადია მედიასთან ურთიერთობა არ მქონია და უხერხული იქნება, ახლა ვილაპარაკოო.

იხილეთ ასევე: