მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება" - კახა კალაძე კობახიძეზე
"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება" - კახა კალაძე კობახიძეზე

ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს. იქ­ნე­ბა ეს პა­ტი­ვის­ცე­მა, მერ­წმუ­ნეთ, და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ­გა­ნაც ათას­ჯერ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა იქ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლიც, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ცი­დენტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კახა კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, არ ემ­ხრო­ბო­დე მის პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მე ვგმობ იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც არის გარ­კვე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, ეს ძა­ლი­ან სა­წყე­ნია და ცუ­დია. კი­დევ ერთხელ ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, არ ემ­ხრო­ბო­დე მის პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერ­ზე წინ და­ვა­ყე­ნოთ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ რეს­პონ­დენტს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს პო­ლი­ტი­კო­სი მოგ­წონს, თუ არა, არ არის მი­სა­ღე­ბი. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს. იქ­ნე­ბა ეს პა­ტი­ვის­ცე­მა, მერ­წმუ­ნეთ, და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ­გა­ნაც ათას­ჯერ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა იქ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლიც. ყვე­ლამ გა­და­ვა­ბი­ჯოთ ამ სირ­თუ­ლე­ებს. მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო. არ შე­იძ­ლე­ბა. დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, ეს არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი. დღე­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ უფრო მეტი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს.

ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი მი­ე­გე­ბა. უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა იყოს. თუ ფიქ­რობთ, რომ თქვენ შე­უ­რა­ცხყო­ფა გვა­ყე­ნოთ და ჩვენ თავ­დახ­რი­ლე­ბი ვიდ­გეთ, არ არის სწო­რი. არც ის არის სწო­რი, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ნერ­გავთ იმას, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რას ნიშ­ნავს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა? მა­გი­ნო და მე ჩუ­მად ვიყო, გი­ყუ­რო რა ლა­მა­ზად მა­გი­ნებ და რა კარ­გად? არ არის ეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ “მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. კო­ბა­ხი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ, უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში დას­მულ შემ­დეგ კი­თხვას მოჰ­ყვა: "კა­გე­ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?“.

"კა­გე­ბეშ­ნი­კი არის მა­მათ­ქვე­ნი, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ... სირ­ცხვი­ლია, სახე და­კარ­გეთ... ნუ კან­კა­ლებ, სახე და­კარ­გე. შენც ხარ და­ვით არა­ხა­მია, რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე, თავი და­კარ­გე, პო­ლი­ტი­კა ამად გი­ღირს? სირ­ცხვი­ლია.... "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუ­ლის­თვის სახე და­კარ­გე. ქალი აღარ ხარ რა... ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე... სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს. სა­ა­კაშ­ვილს ჰგავ­ხარ პი­რი­თაც... სა­მარ­ცხვი­ნო შენ... გუ­ლი­სამ­რე­ვია“, - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე ისა­უბ­რა. არა­ხა­მი­ას თქმით, მან არ იცო­და ვინ იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თუმ­ცა შემ­დეგ რაც "და­გუ­გ­ლა" , აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძის მამა “კა­გე­ბეშ­ნი­კია”.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
2

უკვე ყველას გვემუქრება, შენ არ გაბედოვო მთავრობის ლანძღვა ან წყენა. ა! სანამდე მივედით, ამ კაცს აერია რომ მთავრობა ხალხს უნდა უსმენდეს. 

მაგარი მთავრობა გვყავს გვემუქრებიან, გვაშინებენ თურმე ამათ უნდა გაუგოთ და მერე შეგვიყვარებენ, ბარიგის ბანდა.

მიაწექი ტუპიაკი ავტოგოლა უარესი ღირსი ვართ შენისთანა ტუპიაკებს რომ ჩააბარეს მართველობა

ლევანი
5

ბატონო კახი უფრო უფრო მკაცრად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება" - კახა კალაძე კობახიძეზე

"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება" - კახა კალაძე კობახიძეზე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

"მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს.

ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება. უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, არ არის სწორი. არც ის არის სწორი, რომ მიზანმიმართულად ნერგავთ იმას, რომ თმენის ვალდებულება. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნავს კალაძე.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ "მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.