პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ამერიკაში გადაბარგებული ირაკლი ალასანია ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობს და როგორც ამბობენ, ფოტოების გადაღებაც დიდად არ უყვარს.
ამჯერად მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ავრცლებს მისი და ირაკლის აშშ-ში, მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს და მათთან ერთად სასიამოვნოდ გატარებულ დროზე წერს.
"კიდევ დავრწმუნდი, რომ ვირტუალური მეგობრობა არ არსებობს, აქ არჩეული ადამიანი იმაზე უფრო რეალური შენი შეყვარებულია, ვიდრე წარმოდენა შეგიძლია. სან ფრანცისკოში უსაოცრეს მარინასთან და ჟენასთან Marina Gvakharia, კაშკაშა ადამიანებთან შეხვედრა არის ამ ჩემი ბოშასავით წანწალის ყველაზე დიდი მოვლენა. უამრავი რამე ვნახე ახალი და აღტაცების ჭარბი დოზა იმდენი მივიღე, მოსანელებლად და დასალაგებლად კიდევ შვებულება მჭირდება და მაინც, ბედნიერებათა შორის ადამიანების პოვნაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერია. მარინაც და ჟენაც მეცნიერები არიან, მრავალფეროვანი და ძალიან წარმატებული პროფესიული ბიოგრაფიით და როგორც ნამდვილად ნიჭიერ ხალხს "სჭირს", ორივე ეს ადამიანი პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად ანათებს. ცუდია, რომ ფოტოებს არ შეუძლია აურის საკმარისად ასახვა. საერთოდაც დიდი ვერაფერი ფოტოა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლამაზები ვართ სუყველა (ხიხიხი) მაგრამ ეს ფოტო აუცილებლად მინდა ინახებოდეს აქ", - წერს ფანჯიკიძე.
ერთ-ერთი კომენტატორი თავდაცვის ყოფილ მინისტრს "დორიან გრეიდაც" კი მოიხსენიებს.
დასანანია,რომ ირაკლი ალასანია ჩამოცილდა/ჩამოაცილეს ქართულ პოლიტიკას უღირსი მეთოდებით.დარწმუნებული ვარ,ის მომავლის პოლიტიკოსია,პრინციპული,იდეების ერთგული,ნიჭიერი.მისი ძალიან მეიმედება.ასევე,გიორგი მარგველაშილი არის,ჩემთვის,ჩვენი დროის უდაო გმირი,მან გაუძლო ისეთ წნეხს,რომლის გაძლებაც ერთეულებს შეუძლიათ,საკუთარი პრინციპები,შეხედულებები მან არ გაცვალა მატერიალურ სიკეთეში,ზოგ-ზოგიერთისნაირი რომ ყოფილიყო,გვარებს არ დავასახელებ,ისედაც ყველამ იცის მათ შესახებ,უამრავია ასეთი მედროვე,დარწმუნებული ვარ,დღესაც პრეზიდენტი იქნებოდა საკუთარი ბიზნესწილებით და მილიონებით.შეუძლებელია არ აღფრთოვანდე და არ დააფასო ასეთი ადამიანები,მათ უნდა მივანდოთ მომავალი საქართველოს შენების საქმე,დარწმუნებული ვარ ისინი კიდევ იტყვიან საკუთარ სათქმელს.
რა ფული აქვს მაინც ელიტას?! ამათ, იმათ, ყველას რა. მაგრად გულაობენ.