მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკაინი ბრაზილიიდან - პოლიციამ 3 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კოკაინი ბრაზილიიდან - პოლიციამ 3 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ს.კ. 3 კი­ლოგ­რა­მამ­დე კო­კა­ი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა.

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში წი­ნას­წარ მო­წყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით - 3 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ს.კ.-მ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კი ბრა­ზი­ლი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ი­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ი­ტა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგზარ წიკლაური
24

ძირითადად მიშას და კეზერას შემოქონდა აქამდე კოკაინი და ეხლა არ ვიცი

abc
10

როგორც სჩანს ამ პარტიაში პოლიცია წილში არ იჯდა და ამიტომაც მოხდა ასე. ამის შემდეგ ამ შეცდომას გაითვალისწინებენ და ყველა თავისას მიიღებს და შემდეგი ნარკო-ოპერაცია წარმატებით დამთავრდება!

ავტორი:

კოკაინი ბრაზილიიდან - პოლიციამ 3 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

კოკაინი ბრაზილიიდან - პოლიციამ 3 კილოგრამამდე ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. 3 კილოგრამამდე კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოქალაქეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.