სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი
"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი

კარლ ჰარ­ცე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ემ­შვი­დო­ბე­ბა. 4-წლი­ა­ნი მი­სი­ის შემ­დეგ შვე­დი დიპ­ლო­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს.

"დად­გა ის დრო, რო­დე­საც ოთხი და­უ­ვი­წყა­რი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო უნდა დავ­ტო­ვოთ. ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლი­ერ­ნი ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო ის სით­ბო და სი­კე­თე, რო­მე­ლიც ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ვიგ­რძე­ნით, რომ­ლებ­საც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ებ­ში ვხვდე­ბო­დით. დიდი მად­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად გვაქ­ცი­ეთ, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ნა­წი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­ცა­რი, უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა. თქვენ წი­ნაპ­რე­ბის მხრებ­ზე დგა­ხართ, იმ ბუმ­ბე­რა­ზე­ბის, რომ­ლებ­მაც იბ­რძო­ლეს ამ ქვეყ­ნის­თვის, ტრა­დი­ცი­ე­ბის­თვის, კულ­ტუ­რის­თვის, ენი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის..." - გა­ნა­ცხა­და მან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მისი თქმით, წინ არა­ერ­თი ბრძო­ლაა...

"გა­სულ თვეს, ევ­რო­კავ­შირ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ერე­ბის ოჯა­ხის წევ­რია. თქვენ ალ­ბათ იცო­დით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო, ვი­ცო­დი მეც და იცო­და სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რმა სხვა მე­გო­ბარ­მაც, თუმ­ცა არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვა­ფა­სოთ ის, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო პო­ტენ­ცი­ურ მო­მა­ვალ წევ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინ არა­ერ­თი ბრძო­ლაა, ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ ვართ ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის მომსწრე­ნი და გვჯე­რა, რომ ამ მო­მენ­ტით შექ­მნილ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებს. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ უკან და­ხე­ვას არ ეგუ­ე­ბით, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ სა­ფუძ­ველს ეყ­რდნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რა­საც დღეს ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს უწო­დე­ბენ და ამი­ტომ, გაქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ ევ­რო­პის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

თქვე­ნი ენერ­გია და სუ­ლის­კვე­თე­ბა აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია და რო­დე­საც დად­გე­ბა ის დღე, რო­დე­საც მთე­ლი ეს ენერ­გია ერთი მიზ­ნის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, თქვენ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­გა­ჩე­რებთ. მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლაფ­რის­თვის“, - ამ­ბობს კარლ ჰარ­ცელ­მი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სი­ტყვა­ში.

  • ბი­ოგ­რა­ფია მოკ­ლედ

კარლ ჰარ­ცე­ლი 1967 წლის 4 მა­ისს, სტოკ­ჰოლმში და­ი­ბა­და .1992 წელს იყო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კის სტოკ­ჰოლ­მის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი. 1993-1996 წლებ­ში მუ­შა­ობ­და შვე­დე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტაბ­ში. 1996 წელს მუ­შა­ობ­და შვე­დე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში. 1997-1999 წლებ­ში მუ­შა­ობ­და შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში. 1999-2005 წლებ­ში იყო ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის/ერ­თი­ა­ნი სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ხა­ვი­ერ სო­ლა­ნას კა­ბი­ნე­ტის ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის წევ­რი. 2005-2011 წლებ­ში იყო სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი, ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლე, შვე­დე­თის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში. 2011-2012 წლებ­ში იყო ვა­ი­ო­მინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი. 2012-2013 წლებ­ში იყო სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის/ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის კეტ­რინ ეშ­ტო­ნის კა­ბი­ნე­ტის წევ­რი. 2013-2014 წლებ­ში ჰარ­ცე­ლი იყო ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი. 2014-2018 წლებ­ში იყო ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტუს­კის უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში. 2018 წლი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ელჩი.

  • მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარლ ჰარ­ცე­ლის­თვის ბოლო 4 წე­ლი­წა­დი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - მის საქ­მი­ა­ნო­ბას ნამ­დვი­ლად არ აად­ვი­ლებ­და. აღ­სა­ნიშ­ნია, რომ სწო­რედ მისი დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გიც იყო ის მას­შტა­ბუ­რი დახ­მა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად მი­ი­ღო.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ხერ­ხდა 2 მი­ლი­არდ ლარ­ზე მე­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ეს მო­ი­ცავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის უშუ­ა­ლო მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (WHO) მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 2 მი­ლი­ონ ერ­თე­ულ­ზე მეტი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კმა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო და­ფი­ნან­სე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მი­ი­ღო ვაქ­ცი­ნე­ბი COVAX-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლის უდი­დეს მხარ­დამ­ჭერ­საც ევ­რო­კავ­ში­რი წარ­მო­ად­გენ­და. ეს მხარ­და­ჭე­რა გა­ცი­ლე­ბით უფრო მას­შტა­ბუ­რი იყო, ვიდ­რე მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო. პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ევ­რო­კავ­შირ­მა პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მთავ­რო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სულ გეგ­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნანსდა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რათა ისი­ნი დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ისეთ მო­წყვლად ჯგუ­ფებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ულ­მა ვი­თა­რე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­და.

ევ­რო­კავ­შირ­მა ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყო კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბის­თვის, რათა ხელი შე­ე­წყო ბიზ­ნე­სის­თვის პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში.

კარლ ჰარ­ცე­ლი ასე­ვე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის საქ­მე­ში. სწო­რედ მისი და ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ფა­სოვ­ნად ამუ­შავ­და.

გარ­და ამი­სა, ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. იყო აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი კამ­პა­ნი­ი­სა #spendyoursummeringeorgia ("გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში"), რო­მე­ლიც 2019 წელს, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ა­რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. მოკ­ლედ, შვე­დი დიპ­ლო­მა­ტის­თვის ჩვენც გვაქვს მად­ლო­ბა სათ­ქმე­ლი.

  • ამ­ღე­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი

კარლ ჰარ­ცელ­მა ქარ­თვე­ლე­ბის გული ყვე­ლა­ზე მე­ტად სიმ­ღე­რით მო­ი­გო. მან, მე­უღ­ლეს­თან მეტე ჰარ­ცელ­თან და მუ­სი­კოს ზაზა ხუ­ციშ­ვილ­თან ერ­თად, ჯერ ია­კობ ბო­ბო­ხი­ძის "ფიფ­ქე­ბით" მი­უ­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წელი, შემ­დგომ კი გია ყან­ჩე­ლის "ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი" გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რა. გარ­და ამი­სა, მუ­სი­კოს­მა ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ჩა­წე­რა სიმ­ღე­რა "სა­დღაც ჰო­რი­ზონტზე“ . კომ­პო­ზი­ცი­ის პრე­მი­ე­რა შედ­გა "პირ­ვე­ლი არ­ხის“ გა­და­ცე­მა­ში "აკუს­ტი­კა“, სა­დაც ჰარ­ცე­ლი და­სარ­ტყამ ინ­ტუ­მენ­ტთან ვი­ხი­ლეთ.

  • ვინ შეც­ვლის კარლ ჰარ­ცელს?

8 ივ­ნისსს, სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟო­ზეფ ბო­რელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი და­ა­სა­ხე­ლა.

პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­სა და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

რუსკი კარაბლივით დამაახურებულად წავიდა ეს კაცი

დიდი მადლობა
3

დიდი მადლობა, ბატონო ჰარცელ,საქართველოში თქვენ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. ბოდიშს გიხდით ჩვენი უზრდელი და უმადური მთავრობის მაგივრად.ძალიან მრცხვენია და შეწუხებული ვარ მათი უტიფრობით.არ დაბლოკოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი

"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო..." - კარლ ჰარცელის ქართული მისია: პრობლემები, დიდი მხარდაჭერა და ჩვენებურად ამღერებული შვედი დიპლომატი

კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება. 4-წლიანი მისიის შემდეგ შვედი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობას ტოვებს.

"დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის..." - განაცხადა მან გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, წინ არაერთი ბრძოლაა...

"გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - ამბობს კარლ ჰარცელმი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

  • ბიოგრაფია მოკლედ

კარლ ჰარცელი 1967 წლის 4 მაისს, სტოკჰოლმში დაიბადა .1992 წელს იყო აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევარი. 1993-1996 წლებში მუშაობდა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. 1996 წელს მუშაობდა შვედეთის თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 1997-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. 1999-2005 წლებში იყო ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის/ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი. 2005-2011 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში წარმომადგენლის მოადგილე, შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირში. 2011-2012 წლებში იყო ვაიომინგის უნივერსიტეტის საპატიო მოწვეული პროფესორი. 2012-2013 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. 2013-2014 წლებში ჰარცელი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი. 2014-2018 წლებში იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2018 წლიდან იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი.

  • მისია საქართველოში

შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელისთვის ბოლო 4 წელიწადი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა კორონავირუსული პანდემია და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - მის საქმიანობას ნამდვილად არ აადვილებდა. აღსანიშნია, რომ სწორედ მისი დიდი ძალისხმევის შედეგიც იყო ის მასშტაბური დახმარება ევროკავშირიდან, რომელიც საქართველომ პანდემიასთან გასამკლავებლად მიიღო.

ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად მოხერხდა 2 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება. ეს მოიცავდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის უშუალო მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს 2 მილიონ ერთეულზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაში დაეხმარა.

გარდა ამისა, ევროკავშირის დახმარებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოების განახლებისთვის გამოყო დაფინანსება. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინები COVAX-ის საშუალებით, რომლის უდიდეს მხარდამჭერსაც ევროკავშირი წარმოადგენდა. ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო სფერო. პანდემიით გამოწვეული სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ევროკავშირმა პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად. ევროკავშირის მიერ დაფინანსდა ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ისინი დახმარებოდნენ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებზეც COVID-19-ით გამოწვეულმა ვითარებამ განსაკუთრებით იმოქმედა.

ევროკავშირმა ასევე დამატებითი დაფინანსება გამოყო კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებისთვის, რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის პანდემიის კრიზისის დაძლევაში.

კარლ ჰარცელი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში. სწორედ მისი და ევროპელი დიპლომატების საშუალებით გახდა შესაძლებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც პარლამენტი მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ამუშავდა.

გარდა ამისა, ის მუდმივად ცდილობდა საქართველოს პოპულარიზაციას. იყო აქტიური მხარდამჭერი კამპანიისა #spendyoursummeringeorgia ("გაატარე ზაფხული საქართველოში"), რომელიც 2019 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში ავიარეისების გაუქმების შემდეგ დაიწყო. მოკლედ, შვედი დიპლომატისთვის ჩვენც გვაქვს მადლობა სათქმელი.

  • ამღერებული დიპლომატი

კარლ ჰარცელმა ქართველების გული ყველაზე მეტად სიმღერით მოიგო. მან, მეუღლესთან მეტე ჰარცელთან და მუსიკოს ზაზა ხუციშვილთან ერთად, ჯერ იაკობ ბობოხიძის "ფიფქებით" მიულოცა საქართველოს 2021 წელი, შემდგომ კი გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" გიორგი უშიკიშვილთან ერთად იმღერა. გარდა ამისა, მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩაწერა სიმღერა "სადღაც ჰორიზონტზე“ . კომპოზიციის პრემიერა შედგა "პირველი არხის“ გადაცემაში "აკუსტიკა“, სადაც ჰარცელი დასარტყამ ინტუმენტთან ვიხილეთ.

  • ვინ შეცვლის კარლ ჰარცელს?

8 ივნისსს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობდა. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.