პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?
"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?

უზ­ბე­კეთ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი წე­რი­ლი მის­წე­რა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს. წე­რილ­ში პრე­მი­ერ­მა პირ­და­პირ მო­ი­თხო­ვა, რომ ევ­რო­კო­მი­სია გა­ე­მიჯ­ნოს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წერს და თქვას, რომ ის ივა­ნიშ­ვილს არ შე­ე­ხე­ბა, რომ ის ოლი­გარ­ქი არ არის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში პირ­და­პირ არის ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წე­რილ­ში ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვილს არ აქვს დესტრუქ­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­დი­ა­ზე, სა­სა­მარ­თლო­ზე და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ის ამ­ბობს, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სი­ყალ­ბეა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბა, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას ოპო­ზი­ცია იყე­ნებს ქვე­ყა­ნა­ში დესტრუქ­ცი­ის შე­მო­სა­ტა­ნად და მას ამ დრომ­დე არ წარ­მო­უდ­გე­ნია არც ერთი ფაქ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ფორ­მა­ლურ კავ­ში­რებ­ზე ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან კავ­შირ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნია, რომ პრე­მი­ე­რის ვრცე­ლი წე­რი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქე­ბას და დაც­ვას ეთ­მო­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წუხს იმა­ზე, რომ რე­ზო­ლუ­ცია შვე­ი­ცა­რულ ბანკთან ივა­ნიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას არ­თუ­ლებს. რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ეს წე­რი­ლი პი­რი­ქით, ქვე­ყა­ნა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვლე­ო­ბის არ­სე­ბო­ბას ამ­ტკი­ცებს და მისი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში დახ­მა­რე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, გა­სარ­კვე­ვია, ეს წე­რი­ლი პრე­მი­ე­რის იდეა იყო, თუ - ივა­ნიშ­ვი­ლის.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

"აბ­სურ­დის თე­ატ­რი გრძელ­დე­ბა. არ ვიცი და რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ამ წე­რი­ლებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით აქ­ვეყ­ნებს, თუ ბი­ძი­ნას კარ­ნა­ხით, მაგ­რამ ამას თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცაა და თვი­თონ მი­ზან­საც არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც თით­ქოს ეს წე­რი­ლი ისა­ხავს. მი­ზა­ნი რა არის? ბი­ძი­ნას დავა აქვს "სვის კრე­დიტ­თან“ (Credit Suisse), ბან­კმა იმის მი­ზე­ზად, თუ რა­ტომ არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ივა­ნიშ­ვილს, მო­იყ­ვა­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია და ახლა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს ევ­რო­კო­მი­სი­ას, რომ მათ თქვან, რომ არ ეთან­ხმე­ბი­ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ამ რე­ზო­ლუ­ცი­ას. ჯერ რო­მე­ლი გიჟი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუ­ფა­ლი იტყვის ასე ღიად პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, არა, მე ამას არ ვა­ღი­ა­რე­ბო? ეს, თა­ვის­თა­ვად, სი­სუ­ლე­ლეა, არა­სო­დეს მოხ­დე­ბა, ამას ევ­რო­კო­მი­სია არა­სო­დეს გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ამით დას­ტურ­დე­ბა ზუს­ტად ის, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც თით­ქოს ეს წე­რი­ლია მი­მარ­თუ­ლი. რო­დე­საც პრე­მი­ე­რი ჩარ­თუ­ლია კერ­ძო და­ვა­ში, კერ­ძო პი­რის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ჯა­რო ლო­ბი­რე­ბა­ში, ეს კი არ უარ­ყოფს, მხო­ლოდ ადას­ტუ­რებს ოლი­გარ­ქი­ას, ეს ნა­ბი­ჯი არის ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის უფრო მეტი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი, ვიდ­რე - სი­კე­თის. ღა­რი­ბაშ­ვილს სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ბი­ძი­ნა თუ და­ზი­ან­და და შე­დე­გი მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თუ იქნა, მას ეს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, მის­თვის მთა­ვა­რია, ბი­ძი­ნას ასე­თი ფორ­მით და­უმ­ტკი­ცოს ერ­თგუ­ლე­ბა. ეს წე­რი­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან და­ზი­ა­ნე­ბაა, თუ ბი­ძი­ნას მხრი­დან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, არ ვიცი - შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა მას თა­ვად ეუბ­ნე­ბა, მოდი, რა­ღა­ცა და­წე­რე, მიშ­ვე­ლეო.

ვი­ღა­ცა პა­ნი­კა­შია, ვი­ღა­ცა მხი­ა­რუ­ლა­დაა, ვი­ღაც გა­საქ­ცე­ვად ემ­ზა­დე­ბა... ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ფაქ­ტია, რომ როცა ამ ყვე­ლა­ფერს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სის პრიზ­მა­ში უყუ­რებ, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბა, ესაა პრობ­ლე­მა. რე­ზო­ლუ­ცი­ის ჩა­ნა­წე­რი სი­ყალ­ბე­აო, წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მო­ი­თხოვს ამის უარ­ყო­ფას - ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა რა­ტომ­ღაც ეს რომ გა­ა­კე­თოს, ეს ხომ სი­გი­ჟეა?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვა ის, რომ შე­იძ­ლე­ბა კო­მი­სი­ამ და­წე­როს, აუჰ, ეს რო­გორ შეგ­ვე­შა­ლა, ტყუ­ი­ლია ყვე­ლა­ფე­რიო.“

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­მი­ე­რი თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­შია გა­და­სუ­ლი, რაც არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მი­სი­ვე თქმით, წე­რი­ლი ხაზს უს­ვამს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ჩრდი­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რა დრო­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმა­ზე უფრო მე­ტად რე­ა­გი­რებს და მე­ტად ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სან­ქცი­რე­ბა არ მოხ­დეს, ვიდ­რე იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იყოს მი­ღე­ბუ­ლი.

"მინ­და შე­ვე­ხო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წე­რი­ლის ფორ­მას, არა მარ­ტო ში­ნა­არსს. ფორ­მე­ბი არის არას­წო­რი და რო­გორც შიდა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად აბუ­ჩად აგ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ეს შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც ქედ­მაღ­ლუ­რი ჟეს­ტი, როცა ცდი­ლობ და­არ­წმუ­ნო შენს სი­მარ­თლე­ში მა­შინ, რო­დე­საც ფაქ­ტე­ბით მხარ­და­ჭე­რა არ გა­გაჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, პი­რა­დად ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან, ეს არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არას­წო­რი მე­თო­დი და, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც და მა­ინც წინ არ არის წა­წე­უ­ლი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნა­ბი­ჯე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა­ფერს. თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცია არას­დროს არის კარ­გი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. ეს არის ჩემი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გა­მოვ­თქვა. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ამ ფორ­მას ნაკ­ლე­ბად მი­ი­ღებს. ამით მტკიც­დე­ბა ის, რომ თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ვართ ყვე­ლა ფორ­მა­ში და ყვე­ლა­ფე­რი გვინ­და გა­და­ვაბ­რა­ლოთ სხვას - გვინ­და ვთქვათ, რომ ეს ჩვე­ნი ბრა­ლი არ არის, ეს არის კრემ­ლის ზე­გავ­ლე­ნე­ბის ბრა­ლი, ის გვი­რევს რა­ღა­ცე­ებს, თო­რემ, აბა, ივა­ნიშ­ვი­ლი რო­გორ არის კრემლთან კავ­შირ­ში? ანუ ეს არის ერ­თგვა­რი ხაზ­გას­მა იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ჩვენ რა­საც ვა­კე­თებთ, ყვე­ლა­ფერს სწო­რად ვა­კე­თებთ, ანუ მთლი­ა­ნად თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­აა და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. მას­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ თით­ქოს ევ­რო­კავ­შირს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, არა და, პი­რი­ქი­თაა... ევ­რო­კავ­ში­რის­თვის ბევ­რი რა­მის ახ­სნას უნდა ვცდი­ლობ­დეთ... ასე­თი მენ­ტო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მათ კარ­გად არ ეს­მით, სი­ნამ­დვი­ლე­ში აქ რა ხდე­ბა, არას­წო­რია და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი.

ის, რომ ხაზ­გას­მუ­ლია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ასე­თი უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებ­და და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი იყო, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლე­ბი ვართ და ა.შ. ეს არის ის სტან­დარ­ტუ­ლი მე­სი­ჯ­ბოქ­სი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისე­დაც აქვს. ეს არის არა მარ­ტო თა­ვის მარ­თლე­ბა, არა­მედ და­ფა­რუ­ლი ხაზ­გას­მა იმი­სა, რომ ჩვენ თქვენ­ზე უკეთ ვი­ცით, თქვენ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვთ და ვერც გექ­ნე­ბათ - და­ახ­ლო­ე­ბით ესაა წე­რი­ლის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი. ჯამ­ში, პრე­მი­ე­რის წე­რი­ლი ხაზს უს­ვამს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ჩრდი­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რა დრო­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმა­ზე უფრო მე­ტად რე­ა­გი­რებს და მე­ტად ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სან­ქცი­რე­ბა არ მოხ­დეს, ვიდ­რე იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იყოს მი­ღე­ბუ­ლი. ეს არის სამ­წუ­ხა­რო და ეს არის პრობ­ლე­მა“, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალია
3

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სად ვიქნებოდით!?

ვიქნებოდით სააკაშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ბოკერია-უგულავა-კოდუა-ზოდელავა-შაშკინი-ბარამიძე-გვარამია-ვარშალომიძე-რურუა-ახალაიების ძალადობრივი, მკვლელი ნაცრეჟიმის წიხლქვეშ, ღირსება და პატივაყრილი ერი სისხლის მორევში იქნებოდა ჩაძირული...

ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას!?

ვინც გაბედავდა, ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, სულხან მოლაშვილის, გენერალ გია კრიალაშვილის, გენერალ დუმბაძის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, სერჟანტ როინ შავაძის, დაზვერვის ოფიცერის პაატა ქარდავას, დავით ცინდელიანის, ადმირალ ირემაძის, კობა დავითაშვილის, გია მაისაშვილის, ნიკა კვინტრაძის, სულიკო ასათიანის, გიორგი გამცემლიძის, ვალერი ფხაკაძის, ალექსანდრე ხუბულოვის, ზურა და იური ვაზაგაშვილების, 28 წლის დედისერთა უდანაშაულო ბანკირი სანდრო გირგვლიანის, 19 წლის უდანაშაულო დედისერთა სტუდენტი ბუტა რობაქიძის, კრიმინალ სააკაშვილის აღვირახსნილი მმართველობის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციისას დახოცილი 200-მდე ადამიანის, ციხეებში დაღუპული 1 000-მდე პატიმრის, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების დროს დახოცილი, დაინვალიდებული, სადისტურად ნაწამები, დახოცილი ადამიანების ბედს გაიზიარებს.

კრიმინალური ნაცდაჯგუფება თავისი ნაცკილერებით, ნაცზონდერებით, სადისტურად მწამებლებით, ციხის გამაუპატიურებლებით, ღამის ნოტარიუსებით, დამტერორებლებით, დამრეკეტებლებით და სხვა ნაცკრიმინალებით, ქართველმა ხალხმა წარსულში დატოვა.

ნაცობა სირცხვილია!

ნაცკრიმინალების გვერდით დგომა სამშობლოს ღალატის ტოლფასია!

 

ავთო
29

ხუხას ამინდზეც ესაუბრე პალიტრავ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?

"არ ვიცი, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ... ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას" - რა შედეგს მოიტანს ღარიბაშვილის წერილები?

უზბეკეთში გამგზავრებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ სკანდალური წერილი მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. წერილში პრემიერმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ევროკომისია გაემიჯნოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს და თქვას, რომ ის ივანიშვილს არ შეეხება, რომ ის ოლიგარქი არ არის. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ჩანაწერი გაკეთებული, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილი წერილში ამბობს, რომ ივანიშვილს არ აქვს დესტრუქციული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, მედიაზე, სასამართლოზე და ა.შ. შესაბამისად, ის ამბობს, რომ რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტები ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, სიყალბეა. ღარიბაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს პირდაპირ ეუბნება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ოპოზიცია იყენებს ქვეყანაში დესტრუქციის შემოსატანად და მას ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც ერთი ფაქტი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ კავშირებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რუსეთის ფედერაციასთან კავშირზე.

აღსანიშნია, რომ პრემიერის ვრცელი წერილის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ქებას და დაცვას ეთმობა.

ღარიბაშვილი წუხს იმაზე, რომ რეზოლუცია შვეიცარულ ბანკთან ივანიშვილის ურთიერთობას ართულებს. როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ეს წერილი პირიქით, ქვეყანაში არაფორმალური მმართვლეობის არსებობას ამტკიცებს და მისი ძირითადი მიზანი სწორედ ივანიშვილისთვის სასამართლო დავაში დახმარებაა. მისივე თქმით, გასარკვევია, ეს წერილი პრემიერის იდეა იყო, თუ - ივანიშვილის.

გია ხუხაშვილი:

"აბსურდის თეატრი გრძელდება. არ ვიცი და რთული სათქმელია, ამ წერილებს ღარიბაშვილი თავისი ინიციატივით აქვეყნებს, თუ ბიძინას კარნახით, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, წარმოუდგენელი რაღაცაა და თვითონ მიზანსაც არ ემსახურება, რასაც თითქოს ეს წერილი ისახავს. მიზანი რა არის? ბიძინას დავა აქვს "სვის კრედიტთან“ (Credit Suisse), ბანკმა იმის მიზეზად, თუ რატომ არ ემსახურება ივანიშვილს, მოიყვანა ევროპარლამენტის რეზოლუცია და ახლა ღარიბაშვილი მიმართავს ევროკომისიას, რომ მათ თქვან, რომ არ ეთანხმებიან ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას. ჯერ რომელი გიჟი აღმასრულებელი ხელისუფალი იტყვის ასე ღიად პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, არა, მე ამას არ ვაღიარებო? ეს, თავისთავად, სისულელეა, არასოდეს მოხდება, ამას ევროკომისია არასოდეს გააკეთებს, მაგრამ რაც მთავარია, ამით დასტურდება ზუსტად ის, რის წინააღმდეგაც თითქოს ეს წერილია მიმართული. როდესაც პრემიერი ჩართულია კერძო დავაში, კერძო პირის ინტერესების საჯარო ლობირებაში, ეს კი არ უარყოფს, მხოლოდ ადასტურებს ოლიგარქიას, ეს ნაბიჯი არის ივანიშვილისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი, ვიდრე - სიკეთის. ღარიბაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია ბიძინა თუ დაზიანდა და შედეგი მისი საწინააღმდეგო თუ იქნა, მას ეს ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მთავარია, ბიძინას ასეთი ფორმით დაუმტკიცოს ერთგულება. ეს წერილი ღარიბაშვილის მხრიდან დაზიანებაა, თუ ბიძინას მხრიდან თვითდაზიანება, არ ვიცი - შეიძლება ბიძინა მას თავად ეუბნება, მოდი, რაღაცა დაწერე, მიშველეო.

ვიღაცა პანიკაშია, ვიღაცა მხიარულადაა, ვიღაც გასაქცევად ემზადება... ეს არ არის მნიშვნელოვანი, ფაქტია, რომ როცა ამ ყველაფერს სახელმწიფო ინტერესის პრიზმაში უყურებ, კატასტროფული შთაბეჭდილება გრჩება, ესაა პრობლემა. რეზოლუციის ჩანაწერი სიყალბეაო, წერს პრემიერ-მინისტრი და მოითხოვს ამის უარყოფას - ხომ წარმოგიდგენიათ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რატომღაც ეს რომ გააკეთოს, ეს ხომ სიგიჟეა?! როგორ შეიძლება დაუშვა ის, რომ შეიძლება კომისიამ დაწეროს, აუჰ, ეს როგორ შეგვეშალა, ტყუილია ყველაფერიო.“

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი მიიჩნევს, რომ პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია გადასული, რაც არადამაჯერებელი და არასერიოზულია. მისივე თქმით, წერილი ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი პოლიტიკური მმართველობა, რა დროსაც ქვეყნის ხელისუფლება იმაზე უფრო მეტად რეაგირებს და მეტად ცდილობს, საქართველოში კონკრეტული პირის სანქცირება არ მოხდეს, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული.

"მინდა შევეხო პრემიერ-მინისტრის წერილის ფორმას, არა მარტო შინაარსს. ფორმები არის არასწორი და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოების გარკვეულწილად აბუჩად აგდება იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქედმაღლური ჟესტი, როცა ცდილობ დაარწმუნო შენს სიმართლეში მაშინ, როდესაც ფაქტებით მხარდაჭერა არ გაგაჩნია. შესაბამისად, პირადად ჩემი გადასახედიდან, ეს არის კომუნიკაციის არასწორი მეთოდი და, ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ამ მიმართულებით მაინც და მაინც წინ არ არის წაწეული. პრემიერ-მინისტრის ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს. თავის მართლების პოზიცია არასდროს არის კარგი და დამაჯერებელი. ეს არის ჩემი მთავარი არგუმენტი, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია გამოვთქვა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ფორმას ნაკლებად მიიღებს. ამით მტკიცდება ის, რომ თავის მართლების პოზიციაში ვართ ყველა ფორმაში და ყველაფერი გვინდა გადავაბრალოთ სხვას - გვინდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის კრემლის ზეგავლენების ბრალი, ის გვირევს რაღაცეებს, თორემ, აბა, ივანიშვილი როგორ არის კრემლთან კავშირში? ანუ ეს არის ერთგვარი ხაზგასმა იმისა, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ანუ მთლიანად თავის მართლების პოზიციაა და არადამაჯერებელია. მასში ხაზგასმულია, რომ თითქოს ევროკავშირს ინფორმაცია არ აქვს, არა და, პირიქითაა... ევროკავშირისთვის ბევრი რამის ახსნას უნდა ვცდილობდეთ... ასეთი მენტორული ურთიერთობა, რომ მათ კარგად არ ესმით, სინამდვილეში აქ რა ხდება, არასწორია და არასერიოზული.

ის, რომ ხაზგასმულია, წინა ხელისუფლების დროს ასეთი უბედურება ტრიალებდა და არადემოკრატიული რეჟიმი იყო, ჩვენ დემოკრატიულები ვართ და ა.შ. ეს არის ის სტანდარტული მესიჯბოქსი, რომელიც ხელისუფლებას ისედაც აქვს. ეს არის არა მარტო თავის მართლება, არამედ დაფარული ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, თქვენ სრული ინფორმაცია არ გაქვთ და ვერც გექნებათ - დაახლოებით ესაა წერილის მოკლე შინაარსი. ჯამში, პრემიერის წერილი ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი პოლიტიკური მმართველობა, რა დროსაც ქვეყნის ხელისუფლება იმაზე უფრო მეტად რეაგირებს და მეტად ცდილობს, საქართველოში კონკრეტული პირის სანქცირება არ მოხდეს, ვიდრე იმაზე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული. ეს არის სამწუხარო და ეს არის პრობლემა“, - გვეუბნება გიორგი კობერიძე.

იხილეთ ასევე: