სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ გავჩუმდებით - როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი" - სოსო გოგაშვილის მეუღლე
"პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ გავჩუმდებით - როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი" - სოსო გოგაშვილის მეუღლე

პი­რო­ბას ვაძ­ლევ ყვე­ლას, რომ გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და მისი შვი­ლე­ბი არ გა­ჩუმ­დე­ბი­ან. რო­გო­რი სა­ჩუ­ქა­რიც გა­მი­კე­თეს, ვალ­ში არ დავ­რჩე­ბი და სა­ჩუ­ქარს მეც გა­ვუგ­ზავ­ნი, ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ჩუ­ქა­რი, - ამის შე­სა­ხებ იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით არა­ერ­თი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და მუ­ქა­რის წე­რი­ლი მი­ი­ღეს.

“მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ სოსო დამ­ნა­შა­ვე იყო, აქამ­დე სად იყ­ვნენ? ეს ცოტა სა­სა­ცი­ლოა. რაც ჩვენს სახ­ლში იკად­რეს, დღე­საც არა­ფე­რი გა­მიკ­ვირ­დე­ბა. მო­დის მუ­ქა­რა ჩემი ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, ვი­ღებთ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მათ შო­რის კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის­გან, რომ ფრთხი­ლად იყა­ვით, კა­მე­რე­ბი და­ა­ყე­ნეთ მან­ქა­ნებ­ზეო. პი­რო­ბას ვაძ­ლევ ყვე­ლას, რომ გო­გაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და მისი შვი­ლე­ბი არ გა­ჩუმ­დე­ბი­ან, რო­გო­რი სა­ჩუ­ქა­რიც გა­მი­კე­თეს, ვალ­ში არ დავ­რჩე­ბი და სა­ჩუ­ქარს მეც გა­ვუგ­ზავ­ნი, ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ჩუ­ქა­რი”, - აღ­ნიშ­ნა თეა მარ­ტყოფ­ლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
1

კეთილი რჩევაა, თავი ალბათ კვლავ "იმპერატრიცა " გგონიათ, მაგრამ ჩამოდით, გაჩუმდით, ხომ იცით ვინც ბევრი იცის , მას გასაქცევად ბილეთი აღებული უნდა ქონდესო

დეა
2

ეს უტვინო ქალი რაებს როშავს! ვერ ათვითცნობიერებს რომ მისი მეუღლე უშიშროების ექსმაღალ ჩინოსანია და უწყების ინფორმაციასთან არავის უნდა ჰქონდეს წვდომა! თვითონ ითხრიან სამარეს და ამძიმებენ ბრალს! იმედია ქონების წარმომავლობა აიღწერება და ვნახავთ მათ პატიოსნებას!

ავტორი:

"პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ გავჩუმდებით - როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი" - სოსო გოგაშვილის მეუღლე

"პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ გავჩუმდებით - როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი" - სოსო გოგაშვილის მეუღლე

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, - ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი მიიღეს.

“მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილისმსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო. პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი”, - აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"