პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?" - რას აჩვენებს სუს-ის უფროსის ექსმოადგილის დაკავების საქმე?
"ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?" - რას აჩვენებს სუს-ის უფროსის ექსმოადგილის დაკავების საქმე?

სკა­ნა­და­ლად იქცა სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ პრო­ცე­სე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა: თა­ვი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის საკ­მა­ოდ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი აქ­ვეყ­ნებს ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რე­დაქ­ციო-სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის ფა­რულ ჩა­ნა­წერს, რომ­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და აწ­ვდის მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ის ამას არ უარ­ყოფს, მე­ტიც, ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლა უკვე გა­დას­ცა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მა­ლე­ვე მას აკა­ვე­ბენ... აქ არის 2 ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი: პირ­ვე­ლი - აშ­კა­რაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­ში იყო ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ვა­რა­უ­დი, რომ ის ჟურ­ნა­ლის­ტებს უს­მენს. მე­ო­რე სა­კი­თხი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მას შე­ე­ხე­ბა, რო­დე­საც სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ხდე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის წყა­რო, ის­მის კი­თხვა, რამ­დე­ნი ყო­ფი­ლი თუ მოქ­მე­დი ჩი­ნო­სა­ნი შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს არა მარ­ტო მე­დი­ას­თან, არა­მედ უცხო­ურ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაც? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ჯიპა-ს პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძემ:

- უკაც­რა­ვად და, დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ გო­გაშ­ვი­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო კად­რი იყო? სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც ნიშ­ნავ­დნენ, მა­შინ რას ფიქ­რობ­დნენ? ასეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ პირს, რო­მელ­საც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა ჩა­ა­ბა­რონ, ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ა­მოწ­მებ­დნენ. თუ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტზე და­ნიშ­ვნი­სას, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ასე­თი მცდა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა, ვი­ღა­ცამ ხომ უნდა აგოს ამა­ზე პა­სუ­ხი? ვე­კი­თხე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - ვინც გო­გაშ­ვი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მი­იყ­ვა­ნა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ უნდა დად­გეს?

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბას, ეს ცხად­ყოფს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას კი არ უწყობს ხელს, არა­მედ ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას ცდი­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო არის ისეთ რე­გი­ონ­ში და ისე­თი პრო­ცე­სე­ბის შუ­ა­გულ­ში, რომ მისი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თუ უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭე­ბენ მე­დი­ის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ყუ­რა­დე­ბა­სა და კონ­ტროლს, მა­შინ ეს კა­ტას­ტრო­ფა და სრუ­ლი წინ­და­უ­ხე­და­ო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას, არ ვიცი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ ამ­გვა­რი და­კა­ვე­ბა და­ში­ნე­ბის ცდა­დაც შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. თუმ­ცა მე არ ვამ­ბობ, რომ გო­გაშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლოა... ვნა­ხოთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკეთ გა­მოჩ­ნდე­ბა ამ საქ­მის ას­პექ­ტე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
revaz
3

ეს "ბრძენი" და ჭრელგალსტუკიანი კობერიძე წერს: "...სა­ქარ­თვე­ლო არის ისეთ რე­გი­ონ­ში და ისე­თი პრო­ცე­სე­ბის შუ­ა­გულ­ში, რომ მისი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია. ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თუ უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭე­ბენ მე­დი­ის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ყუ­რა­დე­ბა­სა და კონ­ტროლს..." და აღშფოთებულია ამით, და ამ დროს არ ამბობს, რომ სწორედ "თავისუფალი მედიაა" ამოტენილი უცხო ქვეყნების აგენტურით, მათ შორის გავლენის აგენტებით, რომელთა "უცხოური" დავალებებია ერში არასრულფასოვნების კომპლექსების, ეიფორიული შეგრძნებების, არასტაბილურობის, კონფლიქტების, დაძაბული ემოციური ფონის და შედეგად მწვავე პოლარიზაციის შექმნა და ამდენად ქვეყნის დასუსტება, მისი აცდენა სტაბილური განვითარების გზიდან...

მათე
4

ცოლიც დასაჭერია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?" - რას აჩვენებს სუს-ის უფროსის ექსმოადგილის დაკავების საქმე?

"ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?" - რას აჩვენებს სუს-ის უფროსის ექსმოადგილის დაკავების საქმე?

სკანადალად იქცა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავება. გავიხსენოთ პროცესების თანამიმდევრობა: თავიდან ხელისუფლებასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელევიზიის საკმაოდ ანგაჟირებული წამყვანი აქვეყნებს ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის სარედაქციო-სამუშაო შეხვედრის ფარულ ჩანაწერს, რომლიდანაც ირკვევა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ტელევიზიებთან თანამშრომლობს და აწვდის მათ ინფორმაციას. ის ამას არ უარყოფს, მეტიც, ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მასალა უკვე გადასცა სხვადასხვა ორგანიზაციას და მალევე მას აკავებენ... აქ არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: პირველი - აშკარაა, რომ ხელისუფლების ინტერესში იყო ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ის ჟურნალისტებს უსმენს. მეორე საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას შეეხება, როდესაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვის წყარო, ისმის კითხვა, რამდენი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოსანი შეიძლება თანამშრომლობდეს არა მარტო მედიასთან, არამედ უცხოურ სპეცსამსახურებთანაც? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ჯიპა-ს პროფესორმა გიორგი კობერიძემ:

- უკაცრავად და, დღეს აღმოაჩინეს, რომ გოგაშვილი ამ თანამდებობისთვის სრულიად შეუსაბამო კადრი იყო? საინტერესოა, როდესაც ნიშნავდნენ, მაშინ რას ფიქრობდნენ? ასეთ მაღალ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება უნდა ჩააბარონ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში საფუძვლიანად შეამოწმებდნენ. თუ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე დანიშვნისას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი მცდარი გადაწყვეტილებები მიიღება, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?

რაც შეეხება ფარული ჩანაწერის გავრცელებას, ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს. საქართველო არის ისეთ რეგიონში და ისეთი პროცესების შუაგულში, რომ მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ეგზისტენციალური საფრთხე სრულიად რეალურია. ამ დროს საქართველოს სპეცსამსახურები თუ უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებენ მედიის შიდა სამზარეულოს მიყურადებასა და კონტროლს, მაშინ ეს კატასტროფა და სრული წინდაუხედაობაა. რაც შეეხება გოგაშვილის დაკავებას, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამგვარი დაკავება დაშინების ცდადაც შეიძლება შეფასდეს. თუმცა მე არ ვამბობ, რომ გოგაშვილი აუცილებლად უდანაშაულოა... ვნახოთ, უახლოეს მომავალში უკეთ გამოჩნდება ამ საქმის ასპექტები. წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: