პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოსო გოგაშვილის შესახებ
"სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოსო გოგაშვილის შესახებ

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის, ქე­თე­ვან ხვე­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, და­კა­ვე­ბულ სოსო გო­გაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც გო­გაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ხვე­დე­ლი­ან­მა გან­მარ­ტა, ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სა­ხის არე­ში შე­შუ­პე­ბა, ხე­ლის მტევ­ნებ­სა და ფე­ხებ­ზე კი, სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს.

"აღე­ნიშ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც თვალ­სა­ჩი­ნოა, ნახა ექიმ­მაც და შე­ა­ფა­სა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა შე­შუ­პე­ბა, ხე­ლის მტევ­ნებ­ზე და ფე­ხებ­ზე აქვს სი­ლურ­ჯე­ე­ბი, რაც და­ცე­მის დროს, ანუ და­კა­ვე­ბის დროს მოხ­და. რო­გორც მან თქვა, მას შემ­დეგ, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ესა­უბ­რა მისი ოჯა­ხის წევ­რებს და რო­გორც ვიცი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა­ვენ. ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლად არ გვი­სა­უბ­რია, თვი­თონ ამ­ბობს, რომ არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი და­კა­ვე­ბა იგეგ­მე­ბო­და, შე­ტყო­ბი­ნე­ბა მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, არ ელო­დე­ბო­და, მსგავ­სი სა­ხის სპე­ცო­პე­რა­ცია თუ იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ხვე­დე­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სოსო გო­გაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ია­რა­ღი „ჩა­დე­ბუ­ლია“.

"რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ეს მისი არ არის, ორი ია­რა­ღი არის ჩა­დე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს ხვე­დე­ლი­ა­ნი.

ამ წუ­თებ­ში, ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში სოსო გო­გაშ­ვილს მისი ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ღონ­ღა­ძე ხვდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
1

ყველა ყოფილმა უშიშროების თანამშრომელმა ასე რომ აფრიალოს ინფორმაციები, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? სადაც ასე გამოჰქონდა ინფო, რა გარანტიაა რომ არ ჯაშუშობდა კიდეც? ჩემი აზრით ეს ჩვეულებრივი სამშობლოს ღალატია!!!!. გაბრაზდა ბიჭი და დაიწყო ინფოების ფრიალი! ამაზრზენი !

ქართველი!
0

დილით სახალხოდამცველის აპარატის წარმომადგენელმა ტელევიზორში განმარტა, რომ მას არავითარი დაზიანება არ ჰქონდა, მერე რა მოხდა? თვითონ ხომ არ მიიყენა? მაგნაირებისგან ყველაფერი შესაძლებელია!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოსო გოგაშვილის შესახებ

"სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი სოსო გოგაშვილის შესახებ

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ქეთევან ხვედელიანის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

როგორც გოგაშვილის მონახულების შემდეგ ხვედელიანმა განმარტა, ყოფილ მაღალჩინოსანს სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებსა და ფეხებზე კი, სილურჯეები აქვს.

"აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც თვალსაჩინოა, ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები, რაც დაცემის დროს, ანუ დაკავების დროს მოხდა. როგორც მან თქვა, მას შემდეგ, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს და როგორც ვიცი, საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავენ. ბრალთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვისაუბრია, თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა, შეტყობინება მის მიმართ გაკეთებული არ ყოფილა და შესაბამისად, არ ელოდებოდა, მსგავსი სახის სპეცოპერაცია თუ იქნებოდა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

მისივე განმარტებით, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ იარაღი „ჩადებულია“.

"როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი არ არის, ორი იარაღი არის ჩადებული“, - აცხადებს ხვედელიანი.

ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში სოსო გოგაშვილს მისი ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე ხვდება.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.