მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)
"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)

თბი­ლის­ში, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე, ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ეზო­ში მშვე­ნი­ე­რი ბა­ღია გა­შე­ნე­ბუ­ლი. ის გამ­ვლე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მუდ­მი­ვად იქ­ცევს, მისი ავ­ტო­რი კი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, პრო­ფე­სი­ით მედ­და, ნუნუ გო­გო­ხია გახ­ლავთ.

დევ­ნი­ლო­ბი­სას ნუნუ გო­გო­ხი­ას პრო­ფე­სი­ით აღარ უმუ­შა­ვია. 83 წლის ქალ­ბა­ტონს ბაღი სა­ოც­რად მოვ­ლი­ლი აქვს. მას გალ­შიც ასე­თი­ვე ლა­მა­ზი ეზო-კარი ჰქო­ნია და ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა, თბი­ლის­ში იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც და­სახ­ლდა "სა­კუ­თა­რი ეზოს მსგავ­სი“ ბაღი გა­ე­შე­ნე­ბი­ნა...

მისი დილა მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლით იწყე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ ბაღს ამ­ქვეყ­ნი­ურ სა­მო­თხეს ადა­რე­ბენ. მარ­თლაც ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ, ლა­მა­ზი მცე­ნა­რე­ე­ბის ყუ­რე­ბით დატ­კბეთ, ნა­ხოთ სხვა­დას­ხვა მე­ო­რა­დი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი - ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი და ა.შ. მოკ­ლედ, რო­გორც მიხ­ვდით, ჩვენს რეს­პონ­დენტს ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბი, მათ­ზე ზრუნ­ვა, ფე­რა­დი სამ­ყა­რო, წეს­რი­გი და სი­სუფ­თა­ვე...

რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, მის ბაღ­ში, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 13 წელს ით­ვლის, და­სას­ვე­ნებ­ლად და გან­სატ­ვირ­თად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­დის და იქა­უ­რო­ბით ტკბე­ბა. ყვე­ლა ყვა­ვი­ლო­ვა­ნი და დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით აქვს შე­ძე­ნი­ლი, დარ­გუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ამ საქ­მეს დიდი გუ­ლის­ყუ­რით აკე­თებს, სიყ­ვა­რულს აქ­სოვს და უდი­დეს ძა­ლის­ხმე­ვას დებს.

ნუნუ გო­გო­ხია:

- მი­წას­თან და მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. როცა ეს სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, ეზო ნა­გავ­საყ­რელს ჰგავ­და, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და შრო­მა დამ­ჭირ­და, რომ ეს ბაღი გა­მე­შე­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ბა­ღის ფორ­მი­რე­ბა და­ვი­წყე, მომ­ქონ­და გა­ნოყი­ე­რე­ბუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მიწა, ვრგავ­დი ნერ­გებს, ყვა­ვი­ლებს. უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­დე­საც შენ მიერ ჩარ­გუ­ლი მცე­ნა­რე შენს თვალ­წინ იზ­რდე­ბა, ყვა­ვილ­დე­ბა, რო­დე­საც შრო­მას გი­წო­ნე­ბენ და გი­ფა­სე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სტი­მულს მაძ­ლევს, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ენერ­გი­ას მმა­ტებს და კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს. მათი ცქე­რით თით­ქოს ცხოვ­რე­ბაც მშვე­ნი­ერ­დე­ბა.

ნუნუ გო­გო­ხი­ას რძა­ლი, ხა­თუ­ნა ფა­ჩუ­ლია:

- ამ და­სახ­ლე­ბა­ში რომ მოვ­ხვდით, თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში. ხელი რომ მიჰ­ყო ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბას, ჩემი მე­უღ­ლეც ეხ­მა­რე­ბო­და. აქა­უ­რო­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად და სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად ქვებს და სხვა­დას­ხვა მა­სა­ლას ეზი­დე­ბოდ­ნენ. რო­გორც შე­ეძ­ლოთ, მუ­შა­ობ­დნენ, დე­კო­რა­ცი­ებს აკე­თებ­დნენ. და­სა­წყის­ში მე­ზობ­ლე­ბი ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ. მერე, რომ ნა­ხეს, რა კეთ­დე­ბო­და, მო­ე­წო­ნათ... აქა­უ­რო­ბის ასე მო­წყო­ბა აფხა­ზეთ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ეზოს სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­ნატ­რე­ბით გა­და­წყვი­ტა. ეს გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი და გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი გა­რე­მო, კია კარ­გი, მაგ­რამ ცხა­დია, იმ ეზოს­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა ეცა­და, მას­თან მიმსგავ­სე­ბუ­ლი მა­ინც ყო­ფი­ლი­ყო.

მი­სი­ვე თქმით, ოჯახს გალ­ში დიდი კერ­ძო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ჰქონ­და აუ­ზით, ფა­ცხით, მარ­ნით და ულა­მა­ზე­სი ბა­ღით, სა­დაც არა­ერ­თი დე­კო­რა­ცია იყო შექ­მნი­ლი...

"აქ რომ დავ­სახ­ლდით, ეს ტე­რი­ტო­რია მო­უვ­ლე­ლი იყო, უსი­ცო­ცხლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ამის ასე ყუ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო და საქ­მეს მა­შინ­ვე შე­უდ­გა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მიწა ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა არაა და კორ­პუსს ეკუთ­ვნის,“ - აღ­ნიშ­ნავს ხა­თუ­ნა ფა­ჩუ­ლია.

- რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტონ ნუ­ნუს უყ­ვარს და გა­მოს­დის კი­დეც სხვა­დას­ხვა ნივ­თის­გან ამა თუ იმ დე­კო­რა­ცი­ის შექ­მნა...

- კი, ასე­ვე შე­ღებ­ვა, ნივ­თე­ბის მორ­თვა, ქვე­ბით გა­ფორ­მე­ბა. ამა­ში ჩემი მე­უღ­ლეც ხელს უწყობ­და, ხან სა­ი­დან მოჰ­ქონ­და ქვე­ბი და ხან - სა­ი­დან. აქაც თუ რა­ი­მეს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო თხრიდ­ნენ ხოლ­მე, რა­ღა­ცებს პო­უ­ლობ­და, მერე რე­ცხავ­და და ბაღ­ში აწყობ­დნენ. მოკ­ლედ, ბაღი ასე ერ­თმა­ნეთ­ზე შე­კო­წი­წე­ბით გა­შენ­და და დამ­შვენ­და. მერე გა­სა­ფორ­მებ­ლად სხვა­დას­ხვა ნივ­თი მე­ზობ­ლებ­საც მოჰ­ქონ­დათ, რად­გა­ნაც ყვე­ლამ იცო­და, რომ ის კეთ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, ეს ად­გი­ლი აე­წყო, გამ­დიდ­რდა და დამ­შვენ­და.

- ახ­ლაც ყო­ველ­დღი­უ­რად შრო­მობთ, ხომ აქ?

ნუნუ გო­გო­ხია:

- კი, მთე­ლი დღე ბაღ­ში ვარ. რომ თენ­დე­ბა, სახ­ლი­დან ბაღ­ში გავ­დი­ვარ, ვათ­ვა­ლი­ე­რებ, - წეს­რი­გია თუ არა, რა­ი­მე ხომ არ წა­იქ­ცა, გა­ფუჭ­და, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზეა თუ არა და რო­გორ არის. მერე ვი­წყებ დაგ­ვას, ვა­სუფ­თა­ვებ, მი­წა­ზე ასან­თის ღერ­საც არ ვა­ჭა­ჭა­ნებ. ცხო­ვე­ლე­ბი ცო­ტას კი მაბ­რა­ზე­ბენ, - რა­ღა­ცებს აფუ­ჭე­ბენ. ეს იმი­ტომ, რომ ბაღი შე­მო­ღო­ბი­ლი არ არის.

- მოკ­ლედ, აქ სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის მცე­ნა­რეა, კვი­პა­რო­სე­ბი, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ტუია, ზოგი ერ­თწ­ლი­ა­ნი, ზოგი მრა­ვალ­წლი­ა­ნი და მა­რადმწვა­ნეც.

ხა­თუ­ნა ფა­ჩუ­ლია:

- ეს ბაღი მის­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, - მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა. იმი­ტომ, რომ ამით იწყე­ბა მისი დილა, ამით მთავ­რდე­ბა სა­ღა­მოც. დღის ბო­ლოს ბაღს თვალს ერთხელ კი­დევ მო­ავ­ლებს და მერე და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დის.

გამ­გე­ბე­ლი იყო მო­სუ­ლი, აქა­უ­რო­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­რა და გამ­გე­ბელს დე­დამ სთხო­ვა, რომ ეს ბაღი კი­დევ გაზ­რდი­ლი­ყო და კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ბო­ლომ­დე გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნათ, რად­გა­ნაც თვი­თონ ამ­დენს ვერ მო­ე­რე­ო­და. სტუმ­რებ­მა ნა­ხე­ლა­ვი მო­უ­წო­ნეს, მო­უს­მი­ნეს და უთხრეს, - შენი ბა­ღის ხათ­რით, ბო­ლომ­დე გა­ვაგ­რძე­ლებ­თო, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა უარი თქვეს, - მან­ქა­ნე­ბი სად წა­ვიყ­ვა­ნოთ და გა­ვა­ჩე­რო­თო?! გული დას­წყდა.

- ხში­რად ზედა სარ­თუ­ლე­ბის ფან­ჯრე­ბი­დან ნაგ­ვის გად­მოგ­დე­ბა იცი­ან, სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვებ­საც ის­ვრი­ან ხოლ­მე...

- ეს თა­ვი­დან უფრო იყო, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა მიხ­ვდა, რა­შიც არის საქ­მე და ამას არა­ვინ აღარ აკე­თებს, სი­სუფ­თა­ვეს იცა­ვენ. ხე­და­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნი ამა­ზე ასე ზრუ­ნავს და აქა­უ­რო­ბა ასე­თი ლა­მა­ზია. ჯერ მარ­ტო იმ­დე­ნი მცე­ნა­რეა დარ­გუ­ლი და ისე­თი სუფ­თა ჰა­ე­რია, აქ სკამ­ზე რომ ჩა­მოჯ­დე­ბი, ამას მა­შინ­ვე გრძნობ. ამი­ტომ, ყვე­ლა თავს არი­დებს იმას, რომ აქ რამე გა­ა­ფუ­ჭოს და და­ა­ზი­ა­ნოს. ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც­ნა­ი­რად ბა­ღის გამ­შვე­ნი­ე­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ.

გამ­გე­ო­ბამ ჩა­მო­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბიც დად­გა, სკა­მე­ბი და გა­ნა­თე­ბა გვაქვს. ახლა აუ­ზი­ვით, თუ ჩანჩქე­რი­ვით წერ­ტი­ლის შექ­მნას ვცდი­ლობთ, ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გვაქვს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნუნუ, ამ ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი ბო­ლომ­დეა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, თუ აქა­უ­რო­ბის მე­ტად გან­სა­ვი­თა­რებ­ლად კი­დევ ფიქ­რობთ რა­მეს?

- მინ­და, რომ ირ­გვლივ, ყვე­ლას ასე­თი გა­რე­მო ჰქონ­დეს. მომ­ბა­ძონ და კი­დევ უკე­თე­სე­ბი შექ­მნან. ამას რა სჯო­ბია, თუ მთე­ლი ქუჩა ასე­თი მოვ­ლი­ლი იქ­ნე­ბა?! ვი­ღა­ცებ­მა უკვე მომ­ბა­ძეს კი­დეც და რო­გორც შეძ­ლეს, მი­ხე­დეს გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ას, ზოგი მო­დის, ბაღს სუ­რა­თებს უღებს, რჩე­ვას მე­კი­თხე­ბა, მეც არა­ვის ვზარ­დე­ბი, ვაკ­ვა­ლი­ა­ნებ, ნერ­გებ­საც ვაძ­ლევ. მთე­ლი სკო­ლა მო­დი­ო­და აქ და ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ.

ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა, იზო გურ­გე­ნი­ძემ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, წიგ­ნი მო­მი­ტა­ნა, აქ ადა­მი­ა­ნებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ჩა­ა­წე­რი­ნე­თო. იმ წიგნ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­ღის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ აზრს წერ­დნენ, ერთ დღე­საც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის თა­ვის ად­გი­ლას აღარ იდო, ვი­ღა­ცას წა­ე­ღო. არა­და, ისე­თი თბი­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი იყო.

მინ­და, ყვე­ლას ვურ­ჩიო, ძა­ლის­ხმე­ვა და ენერ­გია არ და­ი­შუ­რონ, დარ­გონ და მო­ე­ფე­რონ მცე­ნა­რე­ებს, ყვა­ვი­ლებს, ხე­ებს და ისი­ნი სა­პა­სუ­ხოდ აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით და უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ. სა­დაც არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ, კორ­პუს­ში, თუ კერ­ძო ბი­ნა­ში, ყვე­ლამ მო­ინ­დო­მოს და რა­ღაც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბა­ში. თუნ­დაც პა­ტა­რა ნერ­გი ჩავრგოთ და მას მივ­ხე­დოთ... ასე ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

რა ბედნიერებაა ასეთი მეზობელი. გაიხარეთ ქალბატონო ნუნუ. დიდხანს იყავით ჯანმრთელად და მხნედ 

ჟანეტ
1

წარმოდგენილი მაქვს გალში რა დატოვა, როცა თბილისში ასეთი წალკოტი მოაწყო, ასეთი გულის და ენერგიის პატრონი რომ არის ამიტომაც გამოიყურება ძალიან ახალგაზრდულად, უფალმა დიდხანს გაცოცხლოთ ჯანმრთელად და ბედნიერად, გალში აღგედგინოთ თქვენი ბაღნარი.

ავტორი:

"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)

"როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა" - აფხაზეთიდან დევნილი ნუნუ გოგოხიას მიერ გაშენებული ბაღი თბილისში, კორპუსის ეზოში, რომელსაც ამქვეყნიურ სამოთხეს უწოდებენ (ფოტოები)

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ოთხსართულიანი კორპუსის ეზოში მშვენიერი ბაღია გაშენებული. ის გამვლელის ყურადღებას მუდმივად იქცევს, მისი ავტორი კი აფხაზეთიდან დევნილი, პროფესიით მედდა, ნუნუ გოგოხია გახლავთ.

დევნილობისას ნუნუ გოგოხიას პროფესიით აღარ უმუშავია. 83 წლის ქალბატონს ბაღი საოცრად მოვლილი აქვს. მას გალშიც ასეთივე ლამაზი ეზო-კარი ჰქონია და ამიტომაც გადაწყვიტა, თბილისში იმ გარემოში, სადაც დასახლდა "საკუთარი ეზოს მსგავსი“ ბაღი გაეშენებინა...

მისი დილა მცენარეების მოვლით იწყება, ადგილობრივები ამ ბაღს ამქვეყნიურ სამოთხეს ადარებენ. მართლაც ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, ლამაზი მცენარეების ყურებით დატკბეთ, ნახოთ სხვადასხვა მეორადი მასალისგან დამზადებული ფიგურები - ცხოველები, ფრინველები და ა.შ. მოკლედ, როგორც მიხვდით, ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს ბუნება, მცენარეები, მათზე ზრუნვა, ფერადი სამყარო, წესრიგი და სისუფთავე...

როგორც გვეუბნება, მის ბაღში, რომელიც დაახლოებით, 13 წელს ითვლის, დასასვენებლად და განსატვირთად უამრავი ადამიანი მიდის და იქაურობით ტკბება. ყველა ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარე საკუთარი სახსრებით აქვს შეძენილი, დარგული და გახარებული. რაც მთავარია, ამ საქმეს დიდი გულისყურით აკეთებს, სიყვარულს აქსოვს და უდიდეს ძალისხმევას დებს.

ნუნუ გოგოხია:

- მიწასთან და მცენარეებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. როცა ეს სახლი შევიძინეთ, ეზო ნაგავსაყრელს ჰგავდა, დიდი ძალისხმევა და შრომა დამჭირდა, რომ ეს ბაღი გამეშენებინა. თავიდან ბაღის ფორმირება დავიწყე, მომქონდა განოყიერებული და დამუშავებული მიწა, ვრგავდი ნერგებს, ყვავილებს. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენ მიერ ჩარგული მცენარე შენს თვალწინ იზრდება, ყვავილდება, როდესაც შრომას გიწონებენ და გიფასებენ. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ენერგიას მმატებს და კარგ ხასიათზე მაყენებს. მათი ცქერით თითქოს ცხოვრებაც მშვენიერდება.

ნუნუ გოგოხიას რძალი, ხათუნა ფაჩულია:

- ამ დასახლებაში რომ მოვხვდით, თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში. ხელი რომ მიჰყო ეზოს გალამაზებას, ჩემი მეუღლეც ეხმარებოდა. აქაურობის გასაფორმებლად და სხვადასხვა დეკორაციის შესაქმნელად ქვებს და სხვადასხვა მასალას ეზიდებოდნენ. როგორც შეეძლოთ, მუშაობდნენ, დეკორაციებს აკეთებდნენ. დასაწყისში მეზობლები ცოტა უკმაყოფილოები იყვნენ. მერე, რომ ნახეს, რა კეთდებოდა, მოეწონათ... აქაურობის ასე მოწყობა აფხაზეთში დატოვებული მისი უმშვენიერესი ეზოს სიყვარულითა და მონატრებით გადაწყვიტა. ეს გალამაზებული და გაცოცხლებული გარემო, კია კარგი, მაგრამ ცხადია, იმ ეზოსგან ბევრად განსხვავდება. თუმცა ეცადა, მასთან მიმსგავსებული მაინც ყოფილიყო.

მისივე თქმით, ოჯახს გალში დიდი კერძო ორსართულიანი სახლი ჰქონდა აუზით, ფაცხით, მარნით და ულამაზესი ბაღით, სადაც არაერთი დეკორაცია იყო შექმნილი...

"აქ რომ დავსახლდით, ეს ტერიტორია მოუვლელი იყო, უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, ამის ასე ყურება არ შეეძლო და საქმეს მაშინვე შეუდგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა ოჯახის საკუთრება არაა და კორპუსს ეკუთვნის,“ - აღნიშნავს ხათუნა ფაჩულია.

- როგორც ჩანს, ქალბატონ ნუნუს უყვარს და გამოსდის კიდეც სხვადასხვა ნივთისგან ამა თუ იმ დეკორაციის შექმნა...

- კი, ასევე შეღებვა, ნივთების მორთვა, ქვებით გაფორმება. ამაში ჩემი მეუღლეც ხელს უწყობდა, ხან საიდან მოჰქონდა ქვები და ხან - საიდან. აქაც თუ რაიმეს სარემონტო სამუშაოების გამო თხრიდნენ ხოლმე, რაღაცებს პოულობდა, მერე რეცხავდა და ბაღში აწყობდნენ. მოკლედ, ბაღი ასე ერთმანეთზე შეკოწიწებით გაშენდა და დამშვენდა. მერე გასაფორმებლად სხვადასხვა ნივთი მეზობლებსაც მოჰქონდათ, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ ის კეთდებოდა. მოკლედ, ეს ადგილი აეწყო, გამდიდრდა და დამშვენდა.

- ახლაც ყოველდღიურად შრომობთ, ხომ აქ?

ნუნუ გოგოხია:

- კი, მთელი დღე ბაღში ვარ. რომ თენდება, სახლიდან ბაღში გავდივარ, ვათვალიერებ, - წესრიგია თუ არა, რაიმე ხომ არ წაიქცა, გაფუჭდა, ყველაფერი თავის ადგილზეა თუ არა და როგორ არის. მერე ვიწყებ დაგვას, ვასუფთავებ, მიწაზე ასანთის ღერსაც არ ვაჭაჭანებ. ცხოველები ცოტას კი მაბრაზებენ, - რაღაცებს აფუჭებენ. ეს იმიტომ, რომ ბაღი შემოღობილი არ არის.

- მოკლედ, აქ სხვადასხვა დასახელების მცენარეა, კვიპაროსები, სხვადასხვანაირი ტუია, ზოგი ერთწლიანი, ზოგი მრავალწლიანი და მარადმწვანეც.

ხათუნა ფაჩულია:

- ეს ბაღი მისთვის ბევრს ნიშნავს, - მთელი ცხოვრებაა. იმიტომ, რომ ამით იწყება მისი დილა, ამით მთავრდება საღამოც. დღის ბოლოს ბაღს თვალს ერთხელ კიდევ მოავლებს და მერე დასაძინებლად მიდის.

გამგებელი იყო მოსული, აქაურობა დაათვალიერა და გამგებელს დედამ სთხოვა, რომ ეს ბაღი კიდევ გაზრდილიყო და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბოლომდე გაელამაზებინათ, რადგანაც თვითონ ამდენს ვერ მოერეოდა. სტუმრებმა ნახელავი მოუწონეს, მოუსმინეს და უთხრეს, - შენი ბაღის ხათრით, ბოლომდე გავაგრძელებთო, ძალიან გაუხარდა, მაგრამ მეზობლებმა უარი თქვეს, - მანქანები სად წავიყვანოთ და გავაჩეროთო?! გული დასწყდა.

- ხშირად ზედა სართულების ფანჯრებიდან ნაგვის გადმოგდება იციან, სიგარეტის ნამწვავებსაც ისვრიან ხოლმე...

- ეს თავიდან უფრო იყო, მაგრამ ახლა ყველა მიხვდა, რაშიც არის საქმე და ამას არავინ აღარ აკეთებს, სისუფთავეს იცავენ. ხედავენ, რომ ადამიანი ამაზე ასე ზრუნავს და აქაურობა ასეთი ლამაზია. ჯერ მარტო იმდენი მცენარეა დარგული და ისეთი სუფთა ჰაერია, აქ სკამზე რომ ჩამოჯდები, ამას მაშინვე გრძნობ. ამიტომ, ყველა თავს არიდებს იმას, რომ აქ რამე გააფუჭოს და დააზიანოს. ცდილობენ, რაღაცნაირად ბაღის გამშვენიერებაში მონაწილეობა მიიღონ.

გამგეობამ ჩამოსაჯდომი ადგილებიც დადგა, სკამები და განათება გვაქვს. ახლა აუზივით, თუ ჩანჩქერივით წერტილის შექმნას ვცდილობთ, ოღონდ, ეს ყველაფერი ჯერ დასრულებული არ გვაქვს.

- ქალბატონო ნუნუ, ამ ბაღთან დაკავშირებით თქვენი ჩანაფიქრები ბოლომდეა განხორციელებული, თუ აქაურობის მეტად განსავითარებლად კიდევ ფიქრობთ რამეს?

- მინდა, რომ ირგვლივ, ყველას ასეთი გარემო ჰქონდეს. მომბაძონ და კიდევ უკეთესები შექმნან. ამას რა სჯობია, თუ მთელი ქუჩა ასეთი მოვლილი იქნება?! ვიღაცებმა უკვე მომბაძეს კიდეც და როგორც შეძლეს, მიხედეს გარკვეულ ტერიტორიას, ზოგი მოდის, ბაღს სურათებს უღებს, რჩევას მეკითხება, მეც არავის ვზარდები, ვაკვალიანებ, ნერგებსაც ვაძლევ. მთელი სკოლა მოდიოდა აქ და ათვალიერებდნენ.

ერთმა ქალბატონმა, იზო გურგენიძემ, რომელიც ქართულის მასწავლებელია, წიგნი მომიტანა, აქ ადამიანებს შთაბეჭდილებები ჩააწერინეთო. იმ წიგნში ადამიანები ბაღის შესახებ საკუთარ აზრს წერდნენ, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის თავის ადგილას აღარ იდო, ვიღაცას წაეღო. არადა, ისეთი თბილი ჩანაწერები იყო.

მინდა, ყველას ვურჩიო, ძალისხმევა და ენერგია არ დაიშურონ, დარგონ და მოეფერონ მცენარეებს, ყვავილებს, ხეებს და ისინი საპასუხოდ აუცილებლად დააჯილდოებენ თავისი სილამაზით და უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, კორპუსში, თუ კერძო ბინაში, ყველამ მოინდომოს და რაღაც წვლილი შეიტანოს ქალაქის გამწვანებაში. თუნდაც პატარა ნერგი ჩავრგოთ და მას მივხედოთ... ასე ცხოვრება უკეთესი იქნება.