სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს, როგორც სჩვევია, ყველას ზურგს უკან მოქმედებს" - რას წერენ სომხეთში ახალ სამხედრო ბაზაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი მათ საზღვართან გეგმავს და რას ელიან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისგან?
"რუსეთს, როგორც სჩვევია, ყველას ზურგს უკან მოქმედებს" - რას წერენ სომხეთში ახალ სამხედრო ბაზაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი მათ საზღვართან გეგმავს და რას ელიან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისგან?

დღეს თბი­ლის­ში სომ­ხე­თი-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა. ekhokavkaza.com სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, მხა­რე­ებს შო­რის ეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა. სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ არა­რატ მირ­ზო­ი­ა­ნი­სა და ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მო­ვის შეხ­ვედ­რას.

"ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს შო­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა და იმე­დი გვაქვს, რომ შე­დე­გი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბა­ქო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა სომ­ხეთ­თან სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­კუ­თა­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შექ­მნა. ალი­ე­ვის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით, სომ­ხურ მხა­რეს ასე­თი ნა­ბი­ჯი აქამ­დე არ გად­მო­უდ­გამს და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას პო­ზი­ტი­ურს უწო­დებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი აქამ­დე დუ­შან­ბე­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ოღონდ ეს პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა არ ყო­ფი­ლა, მათ­თან ერ­თად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი სერ­გეი ლავ­რო­ვიც იყო.

მა­ის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, სამი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა სამმხრი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პროგ­რე­სი, რე­გი­ო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის განბ­ლოკ­ვა, ასე­ვე, სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ი­სა და სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე კო­მი­სი­ის შექ­მნა და იმ შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რომ­ლე­ბიც სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს.

ერთი დღით ადრე, სომ­ხეთს, ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რი უი­ლი­ამ ბერნ­სი ეს­ტუმ­რა, თუმ­ცა, რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია წერს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი ადას­ტუ­რებს და არც სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ამე­რი­კის სა­ელ­ჩო.

"საქ­მე ის არის, რომ ბერნ­სის ვი­ზიტს, არც უარ­ყო­ფენ... სომ­ხე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ვი­ზი­ტის თა­ო­ბა­ზე დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Интерфакс -მა გა­ავ­რცე­ლა, რაც სო­მე­ხი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს სომ­ხე­თი, რო­გორც თა­ვი­სი უკა­ნა ეზო არ და­ტო­ვოს და ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყოს.

სო­მე­ხი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, გორ არ­მა­თუ­ნის თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი ცდი­ლობს სომ­ხეთ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი არ შე­სუს­ტდეს, ამის დას­ტუ­რი იყო, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ერე­ვან­ში კა­ნა­დის სა­ელ­ჩოს გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­კავ­ში­რე­ე­ბო, ძა­ლი­ან ზედ­მე­ტი ხომ არ მოგ­დით?!. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სომ­ხე­თი­დან რუ­სე­თის გას­ვლა გარ­და­უ­ვა­ლია, უბ­რა­ლოდ, მთა­ვა­რია, ეს მალე მოხ­დეს..." - ამ­ბობს ის.

კი­დევ ერთი ბლო­გე­რი, ვა­სილ და­ნი­ე­ლი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თი სომ­ხე­თი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან ასე ად­ვი­ლად არ წავა და ამის დას­ტუ­რია, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­გეგ­მი­ლი, ახა­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც ძა­ლი­ან ახ­ლოს, სულ რა­ღაც 50-კმ.შია.

"რუ­სეთს რო­გორც სჩ­ვე­ვია, ჩუ­მად, ყვე­ლას ზურგს უკან მოქ­მე­დებს... ჩვენ არ ვი­ცო­დით, ბერნ­სის ერე­ვან­ში ჩა­მოს­ვლა და რუ­სეთ­ში იცოდ­ნენ. ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრი­დან ერთ კი­ლო­მეტრში აშე­ნე­ბენ ახალ სამ­ხედ­რო ბა­ზას, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ზე ჰქონ­დეს გავ­ლე­ნა. უფრო ჩვენ­ზე აქვს სწო­რე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯანს დი­დად ვერ უბე­დავს. ასე რომ, ჯერ არ ვი­ცით, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა თბი­ლის­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე... კრემლს უამ­რა­ვი მე­ქა­ნიზ­მი აქვს სომ­ხეთ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად" - წერს და­ნი­ლე­ნი­ა­ნი.

"რუ­სე­თის­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა ისე­თი­ვე მტე­რია, რო­გორც მო­კავ­ში­რე... ამი­ტომ, თუ სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა, თურ­ქეთ­თან შე­თან­ხმე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად რა­ი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იყ­ვანს მე­ხუ­თე კო­ლო­ნას, ისევ ახ­მა­ურ­დე­ბა ოპო­ზი­ცია და შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ ომში წა­გე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ი­ყი­და... მათ ჰყავთ მომ­ხრე­ე­ბი. ასე რომ, წინ ბევ­რი ბეწ­ვის ხიდი და სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლის" - წერს ნინა სი­მო­ნი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bili
0

ჰა ჰაა ოთხი ხუთი წელი რუსეთის ტრაკის თამაში

Marvel
36

ისმის კითხვა? თუ სომხეთი და აზერბაჯანი სხდებიან სალაპარაკოდ! ჩვენ რატო არ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს??? რა სიგიჟე გვჭირს?

ავტორი:

"რუსეთს, როგორც სჩვევია, ყველას ზურგს უკან მოქმედებს" - რას წერენ სომხეთში ახალ სამხედრო ბაზაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი მათ საზღვართან გეგმავს და რას ელიან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისგან?

"რუსეთს, როგორც სჩვევია, ყველას ზურგს უკან მოქმედებს" - რას წერენ სომხეთში ახალ სამხედრო ბაზაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი მათ საზღვართან გეგმავს და რას ელიან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისგან?

დღეს თბილისში სომხეთი-აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ekhokavkaza.com სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მხარეებს შორის ეს პირველი შეხვედრაა. სომხეთის მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება საქართველოში დაგეგმილ არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრას.

"ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ალიევის თქმით, ჯერჯერობით, სომხურ მხარეს ასეთი ნაბიჯი აქამდე არ გადმოუდგამს და ამ ინიციატივას პოზიტიურს უწოდებს.

გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები აქამდე დუშანბეში შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ ეს პირისპირ შეხვედრა არ ყოფილა, მათთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც იყო.

მაისში გამართულ შეხვედრაზე, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამმხრივი დეკლარაციების შეთანხმებების შესრულების პროგრესი, რეგიონული კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, ასევე, საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის შექმნა და იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა მოემსახუროს.

ერთი დღით ადრე, სომხეთს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორი უილიამ ბერნსი ესტუმრა, თუმცა, როგორც სომხური მედია წერს, ამ ინფორმაციას არც ოფიციალური ერევანი ადასტურებს და არც სომხეთში არსებული ამერიკის საელჩო.

"საქმე ის არის, რომ ბერნსის ვიზიტს, არც უარყოფენ... სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური ვიზიტის თაობაზე დუმილს ამჯობინებს" - წერს სომხური მედია.

მისივე ცნობით, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -მა გაავრცელა, რაც სომეხი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს სომხეთი, როგორც თავისი უკანა ეზო არ დატოვოს და ყველაფრის საქმის კურსში იყოს.

სომეხი სამოქალაქო აქტივისტის, გორ არმათუნის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი ცდილობს სომხეთში თავისი გავლენები არ შესუსტდეს, ამის დასტური იყო, რუსეთის საელჩოს მიერ გამოხატული უკმაყოფილება ერევანში კანადის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

"პატივცემულო მოკავშირეებო, ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით?!. შეგახსენებთ, რომ სომხეთიდან რუსეთის გასვლა გარდაუვალია, უბრალოდ, მთავარია, ეს მალე მოხდეს..." - ამბობს ის.

კიდევ ერთი ბლოგერი, ვასილ დანიელიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი სომხეთიდან, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ასე ადვილად არ წავა და ამის დასტურია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაგეგმილი, ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთანაც ძალიან ახლოს, სულ რაღაც 50-კმ.შია.

"რუსეთს როგორც სჩვევია, ჩუმად, ყველას ზურგს უკან მოქმედებს... ჩვენ არ ვიცოდით, ბერნსის ერევანში ჩამოსვლა და რუსეთში იცოდნენ. ჩვენს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვრიდან ერთ კილომეტრში აშენებენ ახალ სამხედრო ბაზას, რომ ორივე ქვეყანაზე ჰქონდეს გავლენა. უფრო ჩვენზე აქვს სწორება, აზერბაიჯანს დიდად ვერ უბედავს. ასე რომ, ჯერ არ ვიცით, რა რეაქცია ექნება თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე... კრემლს უამრავი მექანიზმი აქვს სომხეთზე გავლენის მოსახდენად" - წერს დანილენიანი.

"რუსეთისნაირი ქვეყანა ისეთივე მტერია, როგორც მოკავშირე... ამიტომ, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, თურქეთთან შეთანხმებით ურთიერთობის დასარეგულირებლად რაიმე ნაბიჯი გადადგეს, ის აუცილებლად გამოიყვანს მეხუთე კოლონას, ისევ ახმაურდება ოპოზიცია და შეგვახსენებს, რომ ომში წაგებული ხელისუფლება გაიყიდა... მათ ჰყავთ მომხრეები. ასე რომ, წინ ბევრი ბეწვის ხიდი და სანახაობა გველის" - წერს ნინა სიმონიანი.