მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10-წლიანი ურთიერთობის დასრულება" - რას წერს სანდრო შელია თათია შარანგიასთან დაშორებაზე?
"მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10-წლიანი ურთიერთობის დასრულება" - რას წერს სანდრო შელია თათია შარანგიასთან დაშორებაზე?

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია და ბიზ­ნეს­მე­ნი სან­დრო შე­ლია და­შორ­დნენ, რის თა­ო­ბა­ზეც სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ლი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ისი­ნი ათი წელი იყ­ვნენ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

სან­დრო შე­ლია:

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო,იმის­თვის, რომ არ გავ­რცელ­დეს ჭო­რე­ბი და მით­ქმა-მოთ­ქმა, სჯობს მე თვი­თონ ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლა­დი წყა­რო და გა­გი­ზი­ა­რებთ, რომ ორი­ო­დე თვეა, რაც მე და თათი დავ­შორ­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გეს­მით, რო­გო­რი მძი­მე იქ­ნე­ბო­და ამ 10 წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ამა­ვე დროს, რომ ეს არის მტკივ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ჩვენ ვრჩე­ბით პარტნი­ო­რე­ბად ჩვე­ნი უმაგ­რე­სი ბი­ჭე­ბის აღ­ზრდა­ში და ერ­თად თუ ცალ-ცალ­კე, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ მათ, ვინც გა­მი­ზი­ა­რა გუ­ლის­წყვე­ტა და ასე­ვე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე.ეს ის­ტო­რია დას­რულ­და, თუმ­ცა მე ვრჩე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემს მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­შიც თა­ვის დრო­ზე სიყ­ვა­რულ­მა და­მაბ­რუ­ნა.

ვრჩე­ბი თქვენს გვერ­დით და მო­ქა­ლა­ქედ, რო­მე­ლიც არ და­ი­შუ­რებს ძა­ლას და ენერ­გი­ას მე­გობ­რე­ბის­თვის, მე­ზობ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

პრე­სის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: აქ წე­რია ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მინ­დო­და გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად თავს შე­ვი­კა­ვებ რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის­გან".

წყვილს ერთი სა­ერ­თო ვაჟი ჰყავთ ან­დრია. თა­თია შა­რან­გი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლაშა შე­ვარ­დნა­ძეს­თან ორი ვაჟი - ედუ და სანი შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი ჰყავს. კი­დევ ერთ ვაჟს ზრდის სან­დრო შე­ლია პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
2

იცით რას ვერ ვხვდები?.... თუ ასეთი მძიმეა და მტკივნეული, მაშინ რატომ შორდებით?

უკვე არაერთი წყვილისგან მომისმენია ასეთი განცხადება. ეტყობა ტრენდულია ასეთი ტექსტით, გაშორება და რეალობა სულ სხვა....

345
0

ამათ დაშორებას ნამდვილად არ ველოდი, ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ საუკუნოდ შეყვარებული წყვილი მეგონა. ჩემი პირადი ეჭვით დაშორების მიზეზი ერთმანეთით მობეზრება და ღალატი იყო,ოღონდ არ ვიცი ვისი მხრიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10-წლიანი ურთიერთობის დასრულება" - რას წერს სანდრო შელია თათია შარანგიასთან დაშორებაზე?

"მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10-წლიანი ურთიერთობის დასრულება" - რას წერს სანდრო შელია თათია შარანგიასთან დაშორებაზე?

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და ბიზნესმენი სანდრო შელია დაშორდნენ, რის თაობაზეც სტატუსი სოციალურ ქსელში შელიამ გამოაქვეყნა. ისინი ათი წელი იყვნენ ქორწინებაში.

სანდრო შელია:

"ძვირფასო მეგობრებო,იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ჭორები და მითქმა-მოთქმა, სჯობს მე თვითონ ვიქნები პირველადი წყარო და გაგიზიარებთ, რომ ორიოდე თვეა, რაც მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება და ამავე დროს, რომ ეს არის მტკივნეული, თუმცა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება.

ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად ჩვენი უმაგრესი ბიჭების აღზრდაში და ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ბედნიერებისთვის. მადლობას მოვახსენებ მათ, ვინც გამიზიარა გულისწყვეტა და ასევე უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით ამ წლების მანძილზე.ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მე ვრჩები საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რომელშიც თავის დროზე სიყვარულმა დამაბრუნა.

ვრჩები თქვენს გვერდით და მოქალაქედ, რომელიც არ დაიშურებს ძალას და ენერგიას მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ჩვენი საქართველოს განვითარებისთვის.

პრესის საყურადღებოდ: აქ წერია ყველაფერი ის, რაც მინდოდა გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ამ საკითხთან მიმართებით და შესაბამისად თავს შევიკავებ რაიმე დამატებითი კომენტარისგან".

წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ ანდრია. თათია შარანგიას პირველი ქორწინებიდან ლაშა შევარდნაძესთან ორი ვაჟი - ედუ და სანი შევარდნაძეები ჰყავს. კიდევ ერთ ვაჟს ზრდის სანდრო შელია პირველი ქორწინებიდან.