მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცვამენ ქართველი პოლიტიკოსების მეუღლეები - ვინ არ იცავს შეხვედრებზე ოფიციალურ დრესკოდს?
როგორ იცვამენ ქართველი პოლიტიკოსების მეუღლეები - ვინ არ იცავს შეხვედრებზე ოფიციალურ დრესკოდს?

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის არის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მათი ნა­წი­ლი ხში­რად ახ­ლავს მე­უღ­ლეს სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რებ­ზე, მა­გა­ლი­თად, ანუ­კი არე­ში­ძე. დიდი ნა­წი­ლი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა - მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში და ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ასე­ვე მათი ჩაც­მის სტი­ლი, რომ­ლის ფა­სიც კი მე­დი­ას უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა, წარ­მო­გიდ­გენთ ექ­ვსი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლის დრეს­კოდს...

ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

მისი ჩაც­მის სტი­ლი ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კუ­რია და შავ-თეთრ ფე­რებ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე კი კა­ბებ­საც იც­ვამს.

ანუ­კი არე­ში­ძე - თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მე­უღ­ლე

ანუ­კი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რია, ქარ­თულ მო­და­ში ერ­თგვა­რი სტი­ლის ხა­ტია. მისი ჩაც­მუ­ლო­ბა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია და ხში­რად იქ­ცევს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას.

გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი - პო­ლი­ტი­კოს კობა ნა­ყო­ფი­ას მე­უღ­ლე

პო­ლი­ტი­კოს კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მას­თან ერ­თად არა­სო­დეს ჩნდე­ბა. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა მე­დი­ის­თვის ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მათ შო­რის 20-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბაა და მას­თან ნა­ყო­ფი­ამ პირ­ველ მე­უღ­ლე ელგა სო­ფი­ას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შექ­მნა ოჯა­ხი. გვან­ცა მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს და მისი ჩაც­მის სტი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ქეთი სი­ჭი­ნა­ვა - პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე

გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე პო­ლი­ტი­კოსს ყო­ველ­თვის ახ­ლავს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. სი­ჭი­ნა­ვა-ვა­შა­ძის ოჯა­ხი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი სიმ­ტკი­ცით. ქეთი ძი­რი­თა­დად კლა­სი­კურ სტილს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მე­უღ­ლის გვერ­დით თა­ვი­სუ­ფალ ფორ­მა­შიც ჩნდე­ბა.

გვან­ცა სუ­თი­ძე - პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რის, გი­ორ­გი პა­პუ­აშ­ვი­ლის ცოლი

გვან­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც მე­უღ­ლემ ახა­ლი პოს­ტი ჩა­ი­ბა­რა. ოჯა­ხის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და და მე­დი­ამ გა­არ­კვია, რომ გვან­ცა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ის იშ­ვი­ა­თად ახ­ლავს ხოლ­მე მე­უღ­ლეს და შე­სა­ბა­მი­სად, ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვეთ, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ლიზა იას­კო - ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

ლი­ზას ჩაც­მის სტილ­ში, ძი­რი­თა­დად, უკ­რა­ი­ნუ­ლი ფე­რე­ბი დო­მი­ნი­რებს, თუმ­ცა ფო­ტო­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ შეხ­ვედ­რებ­ზეც იას­კო დრეს­კოდს ნაკ­ლე­ბად იცავს...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
1

სამივე სურათით რომ ლიზა წარადგინეთ ეწყინება მიშას.

ია
0

მიშას ცოლების თვლას, რომელიც თავადაც ვერ გაურკვევია, აჯობებს საქმეს მივხედოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ იცვამენ ქართველი პოლიტიკოსების მეუღლეები - ვინ არ იცავს შეხვედრებზე ოფიციალურ დრესკოდს?

როგორ იცვამენ ქართველი პოლიტიკოსების მეუღლეები - ვინ არ იცავს შეხვედრებზე ოფიციალურ დრესკოდს?

ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება ყოველთვის არის განხილვის საგანი. მათი ნაწილი ხშირად ახლავს მეუღლეს სხვადასხვა შეხვედრებზე, მაგალითად, ანუკი არეშიძე. დიდი ნაწილი კი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება - მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ოფიციალურ ღონისძიებებზე. განხილვის საგანია ასევე მათი ჩაცმის სტილი, რომლის ფასიც კი მედიას უყურადღებოდ არ რჩება, წარმოგიდგენთ ექვსი ქართველი პოლიტიკოსის მეუღლის დრესკოდს...

ნუნუკა თამაზაშვილი - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე

მისი ჩაცმის სტილი ძირითადად, კლასიკურია და შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ზოგიერთ ღონისძიებებზე კი კაბებსაც იცვამს.

ანუკი არეშიძე - თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე

ანუკი, რომელიც პროფესიით დიზაინერია, ქართულ მოდაში ერთგვარი სტილის ხატია. მისი ჩაცმულობა ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია და ხშირად იქცევს მედიის ყურადღებას.

გვანცა ბიწკინაშვილი - პოლიტიკოს კობა ნაყოფიას მეუღლე

პოლიტიკოს კობა ნაყოფიას მეორე მეუღლე საზოგადოებაში მასთან ერთად არასოდეს ჩნდება. წყვილის ქორწინება მედიისთვის ჯერ კიდევ წლების წინ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მათ შორის 20-წლიანი სხვაობაა და მასთან ნაყოფიამ პირველ მეუღლე ელგა სოფიასთან განქორწინების შემდეგ შექმნა ოჯახი. გვანცა მედიასთან არ კონტაქტობს და მისი ჩაცმის სტილი თავისუფალია.

ქეთი სიჭინავა - პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მეუღლე

გიორგი ვაშაძის მეუღლე პოლიტიკოსს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა ღონისძიებებზე. სიჭინავა-ვაშაძის ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი სიმტკიცით. ქეთი ძირითადად კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებებზე მეუღლის გვერდით თავისუფალ ფორმაშიც ჩნდება.

გვანცა სუთიძე - პარლამენტის თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ცოლი

გვანცა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მეუღლემ ახალი პოსტი ჩაიბარა. ოჯახის მიმართ ინტერესი გაიზარდა და მედიამ გაარკვია, რომ გვანცა ოჯახური ბიზნესით არის დაკავებული. ის იშვიათად ახლავს ხოლმე მეუღლეს და შესაბამისად, ფოტოები, რომელიც მოვიპოვეთ, არაფორმალურ გარემოშია გადაღებული.

ლიზა იასკო - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

ლიზას ჩაცმის სტილში, ძირითადად, უკრაინული ფერები დომინირებს, თუმცა ფოტოებს თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრებზეც იასკო დრესკოდს ნაკლებად იცავს...