სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველმა ორ კომპანიაში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა
სახალხო დამცველმა ორ კომპანიაში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა შპს "ფაქ­ტო­რი გრუპ­სა“ და შპს CD Company-ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი და­ად­გი­ნა და 2022 წლის 5 ივ­ლისს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თა ამ კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რებს, სა­დაც მო­უ­წო­და მათ მო­მა­ვალ­ში არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და­საქ­მე­ბულ­თა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა და არ შე­უქ­მნან თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან/და მათი ღირ­სე­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში განმცხა­დე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სებს ააიპ "სა­ფა­რი“ წარ­მო­ად­გენ­და.

ომ­ბუდსმე­ნის ცნო­ბით, საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ნახ­მად, შპს "ფაქ­ტო­რი გრუპ­ში“ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბი­დან ცოტა ხან­ში, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა განმცხა­დე­ბელ­თან არა­სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ სა­კი­თხებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი მი­მო­წე­რა და­ი­წყო. მი­მო­წე­რი­სას იგი ხაზს უს­ვამ­და ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბას და ირი­ბად მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ მისი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მის ქცე­ვა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა დამ­საქ­მე­ბელს გა­ნუ­მარ­ტა, რომ ჰყავ­და მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი და მის­თვის უსი­ა­მოვ­ნო და მი­უ­ღე­ბე­ლი იყო უფ­როს­თან პი­რად სა­კი­თხებ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია, დი­რექ­ტორ­მა თა­ნამ­შრომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა და­ი­წყო. შე­დე­გად, ქალს სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

"სა­გუ­ლის­ხმოა, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პირ­ვე­ლად და­ად­გი­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სახე - "მომ­სა­ხუ­რე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ (Quid Pro Quo)“ ” , -ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გან­მარ­ტავს, რომ მსგავს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა შპს CD Company-ში და­საქ­მე­ბულ ქალს, რო­მელ­თა­ნაც თით­ქმის სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა არა­სამ­სა­ხუ­რებ­რივ სა­კი­თხებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი მი­მო­წე­რა.

"ქალ­მა თა­ვი­დან­ვე გა­ნუ­მარ­ტა თა­ვის უფ­როსს, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, დამ­საქ­მე­ბე­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­კი­თხვე­ბის დას­მა­სა და მის მი­მართ სიმ­პა­თი­ის გა­მო­ხატ­ვას. დამ­საქ­მე­ბე­ლი ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და თვალს განმცხა­დებ­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელს და ცალ­კე­უ­ლი ფო­ტოს შე­სა­ხებ თა­ვის აზ­რებ­საც უზი­ა­რებ­და. მას შემ­დეგ, რაც განმცხა­დე­ბელ­მა დამ­საქ­მე­ბე­ლი ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაბ­ლო­კა, დი­რექ­ტორს მისი საქ­მი­ა­ნო­ბა უკვე აღარ მოს­წონ­და და ხში­რად გა­მო­ხა­ტავ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. შე­დე­გად, ამ ქალ­საც მო­უ­წია სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა”,- აღ­ნიშ­ნავს ომ­ბუდსმე­ნი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მო­უ­წო­და, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, შე­ი­მუ­შა­ონ ში­და­ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტის გა­სა­ჩივ­რე­ბი­სა და შეს­წავ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წწწ
0

ასეთი შემთხვევები უცხოეთის ყველა ქვეყანაში ათასობითაა და არავინ არაფერზე არ ჩივლობს,იმიტომ რომ სიამოვნებას ღებულობს,ჩვენთან კიდევ რაღაც მოგონილ სისულელეებს წერს ეს ჩვენი ე.წ.დამცველი.თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი,არ დაიჯეროთ.

ჯეკო
1

უი რას ლაპარაკობთ მართლა? სხვა ნაცებს არაფერი ადარდებთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სახალხო დამცველმა ორ კომპანიაში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა

სახალხო დამცველმა ორ კომპანიაში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა

სახალხო დამცველმა შპს "ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა და 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა ამ კომპანიების დირექტორებს, სადაც მოუწოდა მათ მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს ააიპ "საფარი“ წარმოადგენდა.

ომბუდსმენის ცნობით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს "ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

"საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - "მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“ ” , -ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მსგავს პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა.

"ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება”,- აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციებში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.