სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა" - წინაპრების გაჩეხილი ვაზის ადგილას გაშენებული ვენახი: ცნობილი ისტორიკოსის, ბუბა კუდავას მეურნეობა კახეთსა და სამეგრელოში
"ეს ამბავი როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა" - წინაპრების გაჩეხილი ვაზის ადგილას გაშენებული ვენახი: ცნობილი ისტორიკოსის, ბუბა კუდავას მეურნეობა კახეთსა და სამეგრელოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, მი­უბ­რუნ­დეს წი­ნაპ­რე­ბის მა­მუ­ლებს, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თებს და იქ დიდი თუ მცი­რე მე­ურ­ნე­ო­ბა წა­მო­ი­წყოს.

ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კო­სი­სა და გა­მომ­ცემ­ლის, ბუბა კუ­და­ვას სა­მე­ურ­ნეო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მის­თვის გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­აა ვაზ­თან, წი­ნა­პარ­თა მა­მუ­ლებ­თან და მათ სა­ხე­ლებ­თან. ამას­თან, სწავ­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაც და მო­ტი­ვა­ტო­რი, რო­მე­ლიც დიდი ენერ­გი­ას აძ­ლევს, რაც შემ­დეგ სხვა საქ­მე­შიც გარ­და­იქ­მნე­ბა.

ბუბა კუ­და­ვა:

- კა­ხეთ­ში და სა­მეგ­რე­ლო­ში 2 მცი­რე ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე. წარ­მო­შო­ბით მეგ­რე­ლი ვარ, ბე­ბია ქი­ზი­ყე­ლი მყავ­და, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბოდ­ბის­ხე­ვი­დან. სა­ერ­თოდ, ვა­ზი­სა და ღვი­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლებს არ გვეშ­ლე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამ საქ­მის­თვის ასა­კიც სა­ჭი­როა და წლებ­მაც თა­ვი­სი ქნა. თუმ­ცა მე­ურ­ნე­ო­ბა და სო­ფე­ლი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. ზა­ფხუ­ლო­ბით მე და ჩემი და-ძმა სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნაგ­ვა­ზა­ო­ში დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით. გარ­და ამი­სა, ბავ­შვო­ბი­დან სულ მახ­სენ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი, რომ ჩემი დიდი პა­პის, კოლა, იგი­ვე ნი­კო­ლოზ ობო­ლაშ­ვი­ლის (მჭე­დე­ლი იყო) გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში გა­ი­ჩე­ხა. ვაზი ბე­ბე­რი იყო და ვერც ვე­რა­ვინ უვ­ლი­და. სახლ-კა­რიც და­ცა­რი­ელ­და.

- ვე­ნა­ხი სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში ჰქონ­და გა­შე­ნე­ბუ­ლი?

- კი და ეს ამ­ბა­ვი რო­გორც ქარ­თველს, და­ნა­შა­უ­ლად მი­მაჩ­ნდა. სიმ­ბო­ლო­ე­ბის მჯე­რა და ეს ან­ტი­სიმ­ბო­ლო არ მომ­წონ­და. შე­იძ­ლე­ბა ის კონ­კრე­ტუ­ლი ვე­ნა­ხი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როს ჩაყ­რა ხომ შე­იძ­ლე­ბო­და?! 35 წლის შემ­დეგ ავი­ნა­ზღა­უ­რე ჩემი გუ­ლის და­ნაკ­ლი­სი და იქ მცი­რე ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე. მა­ნამ­დე კი მე­გო­ბარ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე, რად­გა­ნაც სტან­დარ­ტუ­ლი ჯი­შე­ბი არ მინ­დო­და ჩა­მე­ყა­რა. ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 500-ზე მეტი ვა­ზის ჯი­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. აქე­დან მა­სობ­რივ წარ­მო­ე­ბა­ში ცო­ტაა ცნო­ბი­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. არ მინ­დო­და, სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი - რქა­წი­თე­ლი და სა­ფე­რა­ვი. ამი­ტომ, აზრი ვკი­თხე ჩემს ერთ-ერთ მე­გო­ბარს, გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხე­ბის მცოდ­ნეა. ბოდ­ბუ­რი ჩი­ტის­თვა­ლა მირ­ჩია (ჩი­ტის­თვა­ლა წვრი­ლი მარ­ცვლით გა­მო­ირ­ჩე­ვა) და 2019 წელს სა­დღაც, 200-220 ძირი გა­ვა­შე­ნე.

ბოდ­ბის­ხევ­ში ჩემი დიდი პა­პის სა­უ­კუ­ნის წინ აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი დგას. შთა­მო­მავ­ლე­ბი ბევ­რნი ვართ, მისი სახ­ლი და კარ­მი­და­მო ნა­თე­სა­ო­ბას დაგ­ვრჩა. სახ­ლი სამ­წუ­ხა­როდ შე­ლა­ხუ­ლია, ხე­ლის შევ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა მი­ვიჩ­ნიე, რომ გარ­კვე­ულ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა­საც მო­მა­ნი­ჭებ­და. ამას­თან, ბა­ღის სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რაც დავრგე.

ჩვენ­თან წყა­ლი ჭირს. ცოტა ვიჩ­ქა­რე, როცა ჯერ ვე­ნა­ხი ჩავ­ყა­რე და წყალ­ზე მერე ვიზ­რუ­ნე. ჭის გა­სა­თხრე­ლად წყალ­ტუ­ბო­დან გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, რომ­ლებ­მაც ჭა სა­მეგ­რე­ლო­ში, ჩემს მე­ო­რე სო­ფელ­ში გა­თხა­რეს. ბოდ­ბის­ხევ­ში სიღ­რმე­ში 42 მეტრზე ჩა­ვიდ­ნენ, მთე­ლი დღე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ხე­ლით თხრიდ­ნენ. წყა­ლი რომ გაჩ­ნდა, მერე უფრო აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ვე­ნა­ხის მოვ­ლა, ხში­რად ჩავ­დი­ო­დი, ვრწყავ­დი. ჩას­ვლას როცა ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, იქვე ნა­თე­სა­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ და დახ­მა­რე­ბას მათ ვთხოვ­დი.

- ვე­ნა­ხის მოვ­ლას ცოდ­ნა უნდა...

- ცოდ­ნას გზა­დაგ­ზა ვაგ­რო­ვებ­დი, ცალ­კე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, გლე­ხებ­თან სა­უბ­რით, პრაქ­ტი­კა კი ყვე­ლა­ზე დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლია. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც კი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ რჩე­ვებს მაძ­ლევ­დნენ და იმა­საც მივ­ხვდი, რომ ჩვენს გლე­ხო­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა აკ­ლია. მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია. თე­ო­რი­ას სულ ვეც­ნო­ბო­დი ნაშ­რო­მებ­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში და ასე ნელ-ნელა სამი წე­ლიც გა­ვი­და.

- ვე­ნახ­მა ალ­ბათ ნი­შა­ნიც მოგ­ცათ, ხომ?

- შარ­შან მე­სა­მე წელი იყო და მცი­რე მო­სა­ვა­ლი უნდა ამე­ღო, თუმ­ცა ამ ხნის მან­ძილ­ზე ზო­გი­ერ­თმა ფაქ­ტორ­მა ხელი შე­მი­შა­ლა. ძი­რე­ბის ნა­წი­ლის გა­მოც­ვლა მო­მი­წია - ზოგ­მა ვერა და ზოგ­მა - ცუ­დად გა­ი­ხა­რა. მე­სა­მე წელს მცი­რე მო­სა­ვა­ლი, 100 კი­ლოს ფარ­გლებ­ში, მა­ინც უნდა ამე­ღო. მო­სა­ვა­ლიც კარ­გი ჩან­და - ძა­ლი­ან გრძე­ლი მტევ­ნე­ბი აქვს, 30 სან­ტი­მეტ­რამ­დე.

ჩვენს უბან­ში სე­ტყვა იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ და­სე­ტყვა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის აღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და იმის­თვის, რომ სა­ტეს­ტოდ დაგ­ვე­წუ­რა და გვე­ნა­ხა, რო­გო­რი ღვი­ნო იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რთვე­ლის სე­ზო­ნი რომ მო­ახ­ლოვ­და, ჩი­ტებ­მა პირ­წმინ­დად შე­მი­ჭა­მეს. ამის გამო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა გაჩ­ნდა, რომ ეს სა­კი­თხიც შე­მეს­წავ­ლა.

- მე­ურ­ნემ ამის­გან თავი რო­გორ უნდა და­იც­ვას?

- სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს. ზოგი მუ­შა­ობს, ზოგი ამა თუ იმ მე­თოდს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. ახლა მეტ-ნაკ­ლე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვარ, რომ იგი­ვე არ და­მე­მარ­თოს. სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მი­ჭირ­დე­ბა რამე მო­ვი­მოქ­მე­დო, მაგ­რამ ჩი­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე მე­ვე­ნა­ხემ მირ­ჩია - გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლა (ტომ­რე­ბის ნაჭ­რე­ბი, ძვე­ლი "კა­სე­ტე­ბის“ ლენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მზე­ზე ბრჭყვი­ა­ლებს) დავ­კი­დოთ ღო­ბე­ებ­სა თუ ვე­ნა­ხის სი­ახ­ლო­ვეს, რაც ჩი­ტებს და­აფრ­თხობს. უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია, ხმის გა­მომ­ცე­მი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლის ხმას გა­მოს­ცემს. ახლა შე­მოდ­გო­მამ­დე ეს უნდა შე­ვი­ძი­ნო და ამ გა­მოწ­ვე­ვას მომ­ზა­დე­ბუ­ლი დავ­ხვდე. ამას­თან, მივ­დევ ბი­ო­მე­თო­დებს, ვე­ნახ­ში ხის ბო­ძე­ბი ჩავ­სვი, ბი­ო­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვწამ­ლავ.

- შრო­მა, რაც აქამ­დე გას­წი­ეთ, ღირ­და?

- მი­უ­ხე­და­ვა­და იმი­სა, რომ ამ საქ­მე­ში ხარ­ჯი მე­ტია, ნამ­დვი­ლად ღირ­და. თან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სულ ასე იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ნაკ­ვე­თი მცი­რეა, მაგ­რამ მი­წას­თან და ამ კულ­ტუ­რას­თან სხვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი გრძნო­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.

- სა­მეგ­რე­ლო­ში გა­შე­ნე­ბულ ვე­ნახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- იქ საკ­მა­ოდ დიდი მიწა გვაქვს... იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ად­გი­ლობ­რივ გავ­რცე­ლე­ბულ კულ­ტუ­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, ვე­ნახს ვერ ვუ­კავ­ში­რებ­დი. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბით რომ და­ვინ­ტე­რეს­დი, სუ­რა­თი უფრო და უფრო გა­ი­შა­ლა. გა­ვარ­კვიე, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­შო­ბის 40-60 ჯიში ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით 30 ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ზე­უ­მის სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­შია და­ცუ­ლი. მუ­ზე­უ­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის, გივი ელი­ა­ვას მიერ არის და­არ­სე­ბუ­ლი და მუ­ზე­უ­მი დღეს მის სა­ხელს ატა­რებს, რო­მელ­საც მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, გია ელი­ა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ბა­ტო­ნი გივი სოფ­ლებ­ში ფეხ­და­ფეხ და­დი­ო­და და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ მეგ­რულ ჯი­შებს აგ­რო­ვებ­და, მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას იწერ­და. საც­დე­ლი ნაკ­ვე­თი მუ­ზე­უ­მის ბა­ზა­ზე შექ­მნა, რომ ეს ჯი­შე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­და­ერ­ჩი­ნა და ყო­ფი­ლი­ყო ბაზა კვლე­ვის­თვის და დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის.

ღვი­ნოს აყე­ნე­ბენ და მუ­ზე­უ­მის სტუმ­რებს უმას­პინ­ძლდე­ბი­ან. მეც რომ გა­მი­მას­პინ­ძლდნენ, ამ თე­მებს უფრო ჩა­ვუღ­რმავ­დი. ბა­ტონ გიას დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, - ჩემი სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის­თვის რას მირ­ჩევ­და. ხალ­ხსაც და­ვე­ლა­პა­რა­კე. აქვთ გარ­კვე­უ­ლი ცნო­ბე­ბი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც და­კარ­გუ­ლია. ახა­ლი დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო.

მოკ­ლედ, ვი­ნა­ი­დან სა­მეგ­რე­ლო­ში, კა­ხე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სი­შო­რის გამო ისე ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ, უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი გა­მო­ვი­და. მეტი ჯიში, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი (15 ჯიში) რა­ო­დე­ნო­ბით. საც­დე­ლი ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა­ში და­მეხ­მარ­ნენ ასე­ვე ძმე­ბი ხა­რე­ბა­ვე­ბიც, რო­ლე­ბიც ამ საქ­მეს მის­დე­ვენ. ნა­წილს იქაც გა­უ­ჭირ­და, ნა­წილ­მა ვერ იხა­რა, მაგ­რამ ერ­თმა ძველ­მა ჯიშ­მა, კო­ლოშ­მა, რო­მე­ლიც ახლა იშ­ვი­ა­თია, იმარ­ჯვა. გამ­ძლე და ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლია. მე­ო­რე ჯიში ჭყონ­დი­დუ­რია, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნი გივი ელი­ა­ვას მი­ე­რაა გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ორი ჯიში ლი­დე­რობს. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­რა­ნი თბი­ლის­ში სტამ­ბა­შიც გა­ვა­კე­თე. სტამ­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­შია და ღვი­ნოს იქ ვამ­ზა­დებ. მალე ბოთ­ლებ­შიც იქ­ნე­ბა ჩა­მოს­ხმუ­ლი, თუმ­ცა ეს ღვი­ნო შე­ძე­ნი­ლი ყუ­რძნის­გან მზად­დე­ბა...

მეღ­ვი­ნე­ო­ბა და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას ზო­გი­ერ­თი აი­გი­ვებს. არა­და, მივ­ხვდი, რომ 2 სხვა­დას­ხვა დარ­გია. ჩემს თავს მეღ­ვი­ნეს ვერ ვუ­წო­დებ, ცოტა ნა­ად­რე­ვია და თან, ასე ვერ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი.

თუკი ვინ­მე ამა თუ იმ ფორ­მით ამ დარ­გს მის­დევს, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, მცი­რე, სიმ­ბო­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბის ვე­ნა­ხი მა­ინც ჰქონ­დეს. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა - ამ გა­ნათ­ლე­ბას მეღ­ვი­ნე უნდა ფლობ­დეს. დი­ლე­ტან­ტებს ვურ­ჩევ­დი, მცი­რე­დით და­ი­წყონ, ჰექტრებს ნუ შე­ე­ჭი­დე­ბი­ან. თან, ყო­ველ წელს მი­მა­ტე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა.

იმა­საც დავ­რწმუნ­დი, რომ ამ საქ­მეს სიჩ­ქა­რე არ უყ­ვარს. ჯო­ბია, იმ­დე­ნი გა­ა­შე­ნო, რამ­დენ­საც შეძ­ლებ და მო­უვ­ლი. მე ეს ვე­ნა­ხე­ბი მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს და მა­ი­ძუ­ლებს, უფრო ხში­რად ჩა­ვი­დე კა­ხეთ­სა თუ სა­მეგ­რე­ლო­ში, იქა­უ­რო­ბას ხელი მე­ტად შე­ვავ­ლო დადა ტე­რი­ტო­რი­აც მე­ტად მი­ხე­დუ­ლი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

შედარება მომინდა - ბუბა კუდავა და ბაია პატარაია (სტატიები გვერდი გვერდზეა). იმედია, ბუბას იუმორის გრძნობა გააჩნია და არ ეწყინება

sss
0

წარმატებები ბუბას. წლების წინ გავიცანი ქიზიყში და მაგ სახლში ღვინოც დამიგემოვნებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს ამბავი როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა" - წინაპრების გაჩეხილი ვაზის ადგილას გაშენებული ვენახი: ცნობილი ისტორიკოსის, ბუბა კუდავას მეურნეობა კახეთსა და სამეგრელოში

"ეს ამბავი როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა" - წინაპრების გაჩეხილი ვაზის ადგილას გაშენებული ვენახი: ცნობილი ისტორიკოსის, ბუბა კუდავას მეურნეობა კახეთსა და სამეგრელოში

საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, მიუბრუნდეს წინაპრების მამულებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და იქ დიდი თუ მცირე მეურნეობა წამოიწყოს.

ამჯერად ისტორიკოსისა და გამომცემლის, ბუბა კუდავას სამეურნეო გამოცდილების შესახებ უნდა გიამბოთ. ამ მიმართულებით მისი დაინტერესება მისთვის გარკვეული ემოციაა ვაზთან, წინაპართა მამულებთან და მათ სახელებთან. ამასთან, სწავლის საუკეთესო საშუალებაც და მოტივატორი, რომელიც დიდი ენერგიას აძლევს, რაც შემდეგ სხვა საქმეშიც გარდაიქმნება.

ბუბა კუდავა:

- კახეთში და სამეგრელოში 2 მცირე ვენახი გავაშენე. წარმოშობით მეგრელი ვარ, ბებია ქიზიყელი მყავდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიდან. საერთოდ, ვაზისა და ღვინისადმი დამოკიდებულება ქართველებს არ გვეშლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმისთვის ასაკიც საჭიროა და წლებმაც თავისი ქნა. თუმცა მეურნეობა და სოფელი ყოველთვის მიყვარდა. ზაფხულობით მე და ჩემი და-ძმა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში დიდ დროს ვატარებდით. გარდა ამისა, ბავშვობიდან სულ მახსენდებოდა ეს ამბავი, რომ ჩემი დიდი პაპის, კოლა, იგივე ნიკოლოზ ობოლაშვილის (მჭედელი იყო) გაშენებული ვენახი, მისი გარდაცვალებიდან 2 წელიწადში გაიჩეხა. ვაზი ბებერი იყო და ვერც ვერავინ უვლიდა. სახლ-კარიც დაცარიელდა.

- ვენახი საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა გაშენებული?

- კი და ეს ამბავი როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა. სიმბოლოების მჯერა და ეს ანტისიმბოლო არ მომწონდა. შეიძლება ის კონკრეტული ვენახი მოძველებული იყო, მაგრამ სამაგიეროს ჩაყრა ხომ შეიძლებოდა?! 35 წლის შემდეგ ავინაზღაურე ჩემი გულის დანაკლისი და იქ მცირე ვენახი გავაშენე. მანამდე კი მეგობარ სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე, რადგანაც სტანდარტული ჯიშები არ მინდოდა ჩამეყარა. ვიცოდი, რომ საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია შემორჩენილი. აქედან მასობრივ წარმოებაში ცოტაა ცნობილი და გავრცელებული. არ მინდოდა, საყოველთაოდ გავრცელებული ჯიშები - რქაწითელი და საფერავი. ამიტომ, აზრი ვკითხე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, გიორგი ბარისაშვილს, რომელიც ამ საკითხების მცოდნეა. ბოდბური ჩიტისთვალა მირჩია (ჩიტისთვალა წვრილი მარცვლით გამოირჩევა) და 2019 წელს სადღაც, 200-220 ძირი გავაშენე.

ბოდბისხევში ჩემი დიდი პაპის საუკუნის წინ აშენებული სახლი დგას. შთამომავლები ბევრნი ვართ, მისი სახლი და კარმიდამო ნათესაობას დაგვრჩა. სახლი სამწუხაროდ შელახულია, ხელის შევლება სჭირდება. ვენახის გაშენება მივიჩნიე, რომ გარკვეულ მიჯაჭვულობასაც მომანიჭებდა. ამასთან, ბაღის სხვადასხვა კულტურაც დავრგე.

ჩვენთან წყალი ჭირს. ცოტა ვიჩქარე, როცა ჯერ ვენახი ჩავყარე და წყალზე მერე ვიზრუნე. ჭის გასათხრელად წყალტუბოდან გამოცდილი სპეციალისტები ჩამოვიყვანე, რომლებმაც ჭა სამეგრელოში, ჩემს მეორე სოფელში გათხარეს. ბოდბისხევში სიღრმეში 42 მეტრზე ჩავიდნენ, მთელი დღე თავდაუზოგავად ხელით თხრიდნენ. წყალი რომ გაჩნდა, მერე უფრო აქტიურად დავიწყე ვენახის მოვლა, ხშირად ჩავდიოდი, ვრწყავდი. ჩასვლას როცა ვერ ვახერხებდი, იქვე ნათესავები ცხოვრობენ და დახმარებას მათ ვთხოვდი.

- ვენახის მოვლას ცოდნა უნდა...

- ცოდნას გზადაგზა ვაგროვებდი, ცალკე სპეციალისტებთან, გლეხებთან საუბრით, პრაქტიკა კი ყველაზე დიდი მასწავლებელია. აღმოვაჩინე, რომ სპეციალისტებიც კი ურთიერთგამომრიცხავ რჩევებს მაძლევდნენ და იმასაც მივხვდი, რომ ჩვენს გლეხობას სპეციალური, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცოდნა აკლია. მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. მთავარი სურვილია. თეორიას სულ ვეცნობოდი ნაშრომებში, ინტერნეტში და ასე ნელ-ნელა სამი წელიც გავიდა.

- ვენახმა ალბათ ნიშანიც მოგცათ, ხომ?

- შარშან მესამე წელი იყო და მცირე მოსავალი უნდა ამეღო, თუმცა ამ ხნის მანძილზე ზოგიერთმა ფაქტორმა ხელი შემიშალა. ძირების ნაწილის გამოცვლა მომიწია - ზოგმა ვერა და ზოგმა - ცუდად გაიხარა. მესამე წელს მცირე მოსავალი, 100 კილოს ფარგლებში, მაინც უნდა ამეღო. მოსავალიც კარგი ჩანდა - ძალიან გრძელი მტევნები აქვს, 30 სანტიმეტრამდე.

ჩვენს უბანში სეტყვა იშვიათია, მაგრამ დასეტყვა, თუმცა გარკვეული რაოდენობის აღება შეიძლებოდა იმისთვის, რომ სატესტოდ დაგვეწურა და გვენახა, როგორი ღვინო იქნებოდა, მაგრამ რთველის სეზონი რომ მოახლოვდა, ჩიტებმა პირწმინდად შემიჭამეს. ამის გამო ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომ ეს საკითხიც შემესწავლა.

- მეურნემ ამისგან თავი როგორ უნდა დაიცვას?

- სხვადასხვა გამოცდილება არსებობს. ზოგი მუშაობს, ზოგი ამა თუ იმ მეთოდს სკეპტიკურად უყურებს. ახლა მეტ-ნაკლებად მომზადებული ვარ, რომ იგივე არ დამემართოს. სეტყვის საწინააღმდეგოდ გამიჭირდება რამე მოვიმოქმედო, მაგრამ ჩიტების საწინააღმდეგოდ პრაქტიკული გამოცდილებიდან, რამდენიმე მევენახემ მირჩია - გარკვეული მასალა (ტომრების ნაჭრები, ძველი "კასეტების“ ლენტები, რომლებიც მზეზე ბრჭყვიალებს) დავკიდოთ ღობეებსა თუ ვენახის სიახლოვეს, რაც ჩიტებს დააფრთხობს. უფრო თანამედროვე და აპრობირებული მეთოდია, ხმის გამომცემი სპეციალური აპარატურა, რომელიც სხვადასხვა გარეული ფრინველის ხმას გამოსცემს. ახლა შემოდგომამდე ეს უნდა შევიძინო და ამ გამოწვევას მომზადებული დავხვდე. ამასთან, მივდევ ბიომეთოდებს, ვენახში ხის ბოძები ჩავსვი, ბიოსაშუალებებით ვწამლავ.

- შრომა, რაც აქამდე გასწიეთ, ღირდა?

- მიუხედავადა იმისა, რომ ამ საქმეში ხარჯი მეტია, ნამდვილად ღირდა. თან, დარწმუნებული ვარ, რომ სულ ასე იქნება, რადგანაც ნაკვეთი მცირეა, მაგრამ მიწასთან და ამ კულტურასთან სხვა სუბიექტური გრძნობები მაკავშირებს.

- სამეგრელოში გაშენებულ ვენახზეც გვიამბეთ.

- იქ საკმაოდ დიდი მიწა გვაქვს... იქაურობა ჩემთვის ყოველთვის ადგილობრივ გავრცელებულ კულტურებთან ასოცირდებოდა, ვენახს ვერ ვუკავშირებდი. მევენახეობით რომ დავინტერესდი, სურათი უფრო და უფრო გაიშალა. გავარკვიე, რომ სამეგრელოში ადგილობრივი წარმოშობის 40-60 ჯიში ყოფილა, რომელთაგან დაახლოებით 30 ადგილობრივი მუზეუმის საკოლექციო ნაკვეთშია დაცული. მუზეუმი არაჩვეულებრივი პიროვნების, გივი ელიავას მიერ არის დაარსებული და მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს, რომელსაც მისი შვილიშვილი, გია ელიავა ხელმძღვანელობს. ბატონი გივი სოფლებში ფეხდაფეხ დადიოდა და გადაშენების პირას მყოფ მეგრულ ჯიშებს აგროვებდა, მათზე ინფორმაციას იწერდა. საცდელი ნაკვეთი მუზეუმის ბაზაზე შექმნა, რომ ეს ჯიშები ფიზიკურად გადაერჩინა და ყოფილიყო ბაზა კვლევისთვის და დაკვირვებისთვის.

ღვინოს აყენებენ და მუზეუმის სტუმრებს უმასპინძლდებიან. მეც რომ გამიმასპინძლდნენ, ამ თემებს უფრო ჩავუღრმავდი. ბატონ გიას დახმარება ვთხოვე, - ჩემი საკარმიდამო ნაკვეთისთვის რას მირჩევდა. ხალხსაც დაველაპარაკე. აქვთ გარკვეული ცნობები, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია მაინც დაკარგულია. ახალი დაკვირვებაა საჭირო.

მოკლედ, ვინაიდან სამეგრელოში, კახეთისგან განსხვავებით, სიშორის გამო ისე ხშირად ვერ ჩავდივარ, უფრო მოკრძალებული ვენახი გამოვიდა. მეტი ჯიში, მაგრამ ნაკლები (15 ჯიში) რაოდენობით. საცდელი ვენახის გაშენებაში დამეხმარნენ ასევე ძმები ხარებავებიც, როლებიც ამ საქმეს მისდევენ. ნაწილს იქაც გაუჭირდა, ნაწილმა ვერ იხარა, მაგრამ ერთმა ძველმა ჯიშმა, კოლოშმა, რომელიც ახლა იშვიათია, იმარჯვა. გამძლე და ნაკლებად პრეტენზიულია. მეორე ჯიში ჭყონდიდურია, რომელიც ბატონი გივი ელიავას მიერაა გამოყვანილი. ჯერჯერობით ეს ორი ჯიში ლიდერობს. ამ ყველაფრის პარალელურად, მარანი თბილისში სტამბაშიც გავაკეთე. სტამბა ჩვენი ოჯახის მფლობელობაშია და ღვინოს იქ ვამზადებ. მალე ბოთლებშიც იქნება ჩამოსხმული, თუმცა ეს ღვინო შეძენილი ყურძნისგან მზადდება...

მეღვინეობა და მევენახეობას ზოგიერთი აიგივებს. არადა, მივხვდი, რომ 2 სხვადასხვა დარგია. ჩემს თავს მეღვინეს ვერ ვუწოდებ, ცოტა ნაადრევია და თან, ასე ვერ გავკადნიერდები.

თუკი ვინმე ამა თუ იმ ფორმით ამ დარგს მისდევს, ყველას ვურჩევდი, მცირე, სიმბოლური მოცულობის ვენახი მაინც ჰქონდეს. ძალიან დიდი გამოცდილებაა - ამ განათლებას მეღვინე უნდა ფლობდეს. დილეტანტებს ვურჩევდი, მცირედით დაიწყონ, ჰექტრებს ნუ შეეჭიდებიან. თან, ყოველ წელს მიმატებაც შეიძლება და გარკვეული გამოცდილების დაგროვება.

იმასაც დავრწმუნდი, რომ ამ საქმეს სიჩქარე არ უყვარს. ჯობია, იმდენი გააშენო, რამდენსაც შეძლებ და მოუვლი. მე ეს ვენახები მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და მაიძულებს, უფრო ხშირად ჩავიდე კახეთსა თუ სამეგრელოში, იქაურობას ხელი მეტად შევავლო დადა ტერიტორიაც მეტად მიხედული იყოს.