სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?
ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?

ზო­გა­დად, ტკი­ვი­ლი ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი სიმპტო­მია – მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თავი გვტკი­ვა, კბი­ლი, სახ­სრე­ბი, კუნ­თე­ბი თუ რა­ი­მე სხვა. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ტკი­ვილს ახ­ლავს უც­ნა­უ­რი, დამ­თრგუნ­ვე­ლი და და­მა­უძ­ლუ­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის აი­სა­ხე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე და გან­წყო­ბა­ზე. ტკი­ვი­ლის დროს ენერ­გია სა­დღაც

ქრე­ბა, სუნ­თქვა და გუ­ლის­ცე­მა ხშირ­დე­ბა, ემო­ცი­ე­ბი მძაფ­რდე­ბა, დეპ­რე­სია ღრმავ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კარ­გად არის, ცუ­დად გვეჩ­ვე­ნე­ბა. ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა საგ­რძნობ­ლად აღ­რმა­ვებს სტრესსს, იწ­ვევს შფოთ­ვას და შემ­დგომ სო­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­საც კი. მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო უა­რეს­დე­ბა, რო­დე­საც ტკი­ვილ­თან ერ­თად, ჩვე­ნი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაც იმა­ტებს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ცხე­ლე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მი ან­თე­ბით პრო­ცე­სებს ებ­რძვის და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სწო­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ორ­გა­ნიზმს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ზო­გა­დად, ცხე­ლე­ბად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს 38°C ან მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რა. სხე­უ­ლის ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ვა­რი­რებს სხვა­დას­ხვა ინ­დი­ვიდ­ში და ეს სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად: ასა­კი, დღის ცირ­კა­დუ­ლი რიტ­მი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია შუ­ა­დღი­დან სა­ღა­მომ­დე, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი, კი - შუ­ა­ღა­მი­დან ად­რე­ულ დი­ლამ­დე. მას­ზე გავ­ლე­ნას ტა­ნი­სა­მო­სის რა­ო­დე­ნო­ბაც კი ახ­დენს, ამი­ტომ ის მითი, თით­ქოს სი­ცხის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხე­უ­ლის კარ­გად შე­ფუთ­ვა, და­მა­ტე­ბი­თი ტა­ნი­სა­მო­სის ჩაც­მა და ჩათ­ბუ­ნე­ბა, რე­ა­ლო­ბის­გან აც­დე­ნი­ლია. სა­ჭი­როა მხო­ლოდ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, სიმ­შვი­დე და ყვე­ლა სიმპტომ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

სი­ცხი­სა და ტკი­ვი­ლის დროს რაღა თქმა უნდა, უე­ბა­რია ბევ­რი სი­თხის მი­ღე­ბა და ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, მაგ­რამ თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 38°-ზე მა­ღა­ლია, მა­შინ სა­ჭი­როა იბუპრო­ფე­ნის შემ­ცვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სი­ცხეს­თან ერ­თად, თა­ვის, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბი­სა და სხვა ტი­პის ტკი­ვი­ლებ­საც ამ­ცი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი დო­ზი­რე­ბა, რა­შიც პრე­პა­რა­ტის ანო­ტა­ცი­აც და­გეხ­მა­რე­ბათ და ექი­მიც.

რო­გორც წესი, მსგავ­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 6-8 სა­ათ­ში ერთხელ, ამ დროს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ზედ­მე­ტი სით­ბოს­გან – იქ­ნე­ბა ეს და­მა­ტე­ბი­თი ტა­ნი­სა­მო­სი თუ თბი­ლი სა­ბა­ნი. ასე თუ მო­ვიქ­ცე­ვით, ხელს შე­ვუ­წყობთ ორ­გა­ნიზ­მი­დან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მო­ყო­ფას და სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბის პრო­ცესს. ახა­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, მი­უ­ღე­ბე­ლია სპირ­ტი­ა­ნი და ძმ­რი­ა­ნი სა­ფე­ნე­ბის, ყი­ნუ­ლის, ცივი წყლი­სა და სხვა მსგავ­სი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია თბი­ლი, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლით და­ზელ­ვა, კი­დუ­რე­ბის დათ­ბუ­ნე­ბა. სჯობს, მი­ვი­ღოთ ბევ­რი სი­თხე, კომ­ფორ­ტუ­ლად მოვ­თავ­სდეთ, ჩავ­რთოთ საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი და და­ვე­ლო­დოთ მი­ღე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ჯა­დოს­ნურ ეფექტს. რაც მთა­ვა­რია არ და­ვი­ვი­წყოთ – რომ კარ­გი გან­წყო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლია.

R

ავტორი:

ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?

ვირუსები და მაღალი ტემპერატურა - როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილისა და ცხელების დროს?

ზოგადად, ტკივილი ყველაზე აუტანელი სიმპტომია – მნიშვნელობა არ აქვს, თავი გვტკივა, კბილი, სახსრები, კუნთები თუ რაიმე სხვა. ნებისმიერი სახის ტკივილს ახლავს უცნაური, დამთრგუნველი და დამაუძლურებელი შეგრძნება, რომელიც ყოველთვის აისახება შრომისუნარიანობის დაქვეითებაზე და განწყობაზე. ტკივილის დროს ენერგია სადღაც

ქრება, სუნთქვა და გულისცემა ხშირდება, ემოციები მძაფრდება, დეპრესია ღრმავდება და ყველაფერი, რაც კარგად არის, ცუდად გვეჩვენება. ტკივილის შეგრძნება საგრძნობლად აღრმავებს სტრესსს, იწვევს შფოთვას და შემდგომ სომატურ ცვლილებებსაც კი. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ტკივილთან ერთად, ჩვენი სხეულის ტემპერატურაც იმატებს. დადასტურებულია, რომ ცხელების დროს ორგანიზმი ანთებით პროცესებს ებრძვის და მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა სწორად ფუნქციონირებს და ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

ზოგადად, ცხელებად უნდა ჩაითვალოს 38°C ან მეტი ტემპერატურა. სხეულის ნორმალური ტემპერატურა ვარირებს სხვადასხვა ინდივიდში და ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად: ასაკი, დღის ცირკადული რიტმი, ფიზიკური აქტიურობა. ტემპერატურა შედარებით მაღალია შუადღიდან საღამომდე, შედარებით დაბალი, კი - შუაღამიდან ადრეულ დილამდე. მასზე გავლენას ტანისამოსის რაოდენობაც კი ახდენს, ამიტომ ის მითი, თითქოს სიცხის დროს აუცილებელია სხეულის კარგად შეფუთვა, დამატებითი ტანისამოსის ჩაცმა და ჩათბუნება, რეალობისგან აცდენილია. საჭიროა მხოლოდ კომფორტული გარემო, სიმშვიდე და ყველა სიმპტომზე დაკვირვება.

სიცხისა და ტკივილის დროს რაღა თქმა უნდა, უებარია ბევრი სითხის მიღება და ვიტამინის შემცველი პროდუქტები, მაგრამ თუ ტემპერატურა 38°-ზე მაღალია, მაშინ საჭიროა იბუპროფენის შემცველი მედიკამენტის მიღება, რომელიც სიცხესთან ერთად, თავის, კუნთების, სახსრებისა და სხვა ტიპის ტკივილებსაც ამცირებს. მნიშვნელოვანია სწორი დოზირება, რაშიც პრეპარატის ანოტაციაც დაგეხმარებათ და ექიმიც.

როგორც წესი, მსგავსი მედიკამენტების მიღება რეკომენდებულია 6-8 საათში ერთხელ, ამ დროს უმნიშვნელოვანესია, გავთავისუფლდეთ ზედმეტი სითბოსგან – იქნება ეს დამატებითი ტანისამოსი თუ თბილი საბანი. ასე თუ მოვიქცევით, ხელს შევუწყობთ ორგანიზმიდან მაღალი ტემპერატურის გამოყოფას და სხეულის გაგრილების პროცესს. ახალი რეკომენდაციებით, მიუღებელია სპირტიანი და ძმრიანი საფენების, ყინულის, ცივი წყლისა და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენება რეკომენდირებულია თბილი, ოთახის ტემპერატურის წყლით დაზელვა, კიდურების დათბუნება. სჯობს, მივიღოთ ბევრი სითხე, კომფორტულად მოვთავსდეთ, ჩავრთოთ საყვარელი ფილმი და დაველოდოთ მიღებული მედიკამენტის ჯადოსნურ ეფექტს. რაც მთავარია არ დავივიწყოთ – რომ კარგი განწყობა, სიყვარული და დადებითი ემოციები ნებისმიერი დაავადების ყველაზე ეფექტური მკურნალია.

R